Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge კვლევა: საცხოვრებლად ყველაზე კარგი ქალაქი ვენაა, ყველაზე ცუდი – ბაღდადი


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/france-243.jpg

 

 

მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი ვენაა, მაშინ როდესაც ომით დაზარალებული ბაღდადი – ყველაზე უარესია, ნათქვამია ოთხშაბათს გამოქვეყნებულ გამოკითხვაში, რომელშიც ევროპა რეიტინგების სათავეში მოექცა, აზიისა და აფრიკის ქვეყნებთან შედარებით.

 

 

ბრიტანული კომპანიის Mercer–ის 2010 წლის ცხოვრების ხარისხის კვლევაში ნათქვამია, რომ ავსტრიის დედაქალაქი ის ქალაქია, რომელიც „მსოფლიოში ცხოვრების საუკეთესო დონის  ქალაქებში პირველობას ინარჩუნებს“.         

 

 

მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს შვეიცარიის ქალაქებმა ციურიხმა და ჟენევამ, მაშინ როდესაც მეოთხე ადგილს ინაწილებენ კანადის ვანკუვერი და ახალი ზელანდიის ოკლანდი.  

 

 

ყოველწლიური მიმოხილვისთვის, Mercer–მა მსოფლიოს 221 ქალაქის ცხოვრების ხარისხი შეაფასა და შედარებისთვის საბაზისო ქალაქად ნიუ–იორკი 100 ქულიანი ინდექსით აირჩია.     

 

 

ვენამ, რომელმაც შარშანაც პირველი ადგილი დაიკავა, სულ 108.6 ქულა მოაგროვა, ბაღდადმა – 14.7.

 

 

Mercer–ის განცხადებით, კვლევაში პირველ 26 ადგილზე ევროპული ქალაქები დომინირებენ, ძლიერი მაჩვენებლები აქვთ კანადის ქალაქებსაც.  

 

 

ბრიტანეთის ქალაქებში – ლონდონმა 39–ე, ბირმინგემმა – 55–ე და გლაზგოუმ – 57–ე ადგილი დაიკავა.  

 

 

შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს 31–ე ადგილზე გასულ ჰონოლულუს, რომელსაც მოსდევს 32–ე ადგილით – სან–ფრანცისკო.

 

 

აზიის ქალაქებში ყველაზე მაღალ პოზიციებზე სინგაპურია (28–ე ადგილზე), რომელსაც 40–ე ადგილით ტოკიო მოსდევს.

 

 

ბაღდადი სიის ბოლოსკენ 221–ე ადგილზეა. მას მოსდევს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ქალაქი ბანგუი, ჩადის  ენჯამენა, სუდანის ქარტუმი და საქართველოს თბილისი.   

 

 

Mercer–მა ქალაქების ეკოლოგიური რანჟირებაც მოახდინა წყლისა და სასმელი წყლის ვარგისიანობის, ნაგვის გატანის, კანალიზაციის სისტემის ხარისხის, ჰაერის დაბინძურების დონისა და გზებზე საცობების მიხედვით.     

 

 

სიის სათავეში მოექცა კანადის კალგარი, მეორე ადგილზეა ჰონოლულუ, ხოლო მესამე ადგილს ოტავა და ჰელსინკი ინაწილებენ.

 

 

Mercer–ის თქმით ამ მხრივ ბოლო ადგილზეა პორტ–ო–პრენსი ჰაიტიზე.

 

 

AFP

 

 

ორიგინალი  

 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...