planetanews Posted May 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 26, 2010 მსოფლიოში ასზე მეტი ქვეყანა ზეიმობს დამოუკიდებლობას. ეს დღე დასვენების დღედ არის გამოცხადებული და სახალხო ზეიმები ეწყობა. საქართველოს ტერიტორიაზე პირველი რესპუბლიკა 1918 წელს შეიქმნა, რუსეთის იმპერიის დაშლის და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ. 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შექმნა. თუმცა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ 3 წელი იარსება. 1921 წლიდან საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი გახდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა. თუმცა დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღედ 26 მაისია დადგენილი. ამ დღეს იმართება სამხედრო აღლუმი, ეწყობა სახალხო ზეიმი და კონცერტები. ქვეყნის მასშტაბით 26 მაისი დასვენების დღედ არის გამოცხადებული. ყველაზე ადრე დამოუკიდებლობა შვეიცარიამ მიიღო. 1291 წლის 1 აგვისტოს შვეიცარია რომის იმპერიისგან გათავისუფლდა. საუკუნეების შემდეგ, 1640 წელს პორტუგალიამ აღიდგინა დამოუკიდებლობა და და ესპანეთისგან გათავისუფლდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში გათავისუფლდნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან: არგენტინა, საბერძნეთი, ჩილე, კოლუმბია, პერუ, სერბეთი, ვენესუელა, პარაგვაი, ნიკარაგუა, მექსიკა, გვატემალა, ელ სალვადორი, კოსტა რიკა. მეოცე საუკუნეში, სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტმა ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. მათ შორის საუკუნის დასაწყისში ბულგარეთმა, ავღანეთმა, პოლონეთმა. ასევე ლატვიამ, ლიტვამ , აზერბაიჯანმა, უკრაინამ, საქართველომ (საბჭოთა კავშირის მიერ ქვეყნების კავშირში შეერთებამდე.) მეოცე საუკუნის დასასრულს, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, დამოუკიდებლობა მოიპოვა რამდენიმე ქვეყანამ: საქართველომ, სომხეთმა, უკრაინამ, უზბეკეთმა, თურქმენეთმა, ტაჯიკეთმა, აზერბაიჯანმა, ჩეხეთმა და სლოვაკეთმა (ჩეხოსლოვაკიის გაყოფის შემდეგ, 1993 წელს). ასევე ლატვიამ და ლიტვამ. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts