Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტები


Recommended Posts

ქვეყნის მასშტაბით წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“ მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

 

ანგარიში 5 მაისიდან 24 მაისამდე პერიოდს მოიცავს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია და ფაქტები რამდენიმე წყაროსთან არის გადამოწმებული.

 

რაც შეეხება დარღვევებს, რომლებიც ანგარიშშია წარმოდგენილი, განსაკუთრებით ხშირი წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეებისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობა იყო.

 

მაგალითად, მოყვანილია რამდენიმე ფაქტი, თუ როგორ იყენებენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების – გურიანთის, მერიისა და ოზურგეთის რწმუნებულები სამუშაო კაბინეტებს წინასაარჩევნო შტაბებად.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სააგიტაციო მასალა და მხარდამჭერთა სიები მათი სამუშაო ოთახების შემადგენელი ნაწილია, რასაც არც მალავენ. „მე ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ და შვიდიანები ხომ არ მექნება [კაბინეტში]?!” - განაცხადა სოფელ ოზურგეთის რწმუნებულმა გრიგოლ ჩხაიძემ.

 

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია.

 

ანგარიშში ასევე საუბარია მოსყიდვის ფაქტებზე.

 

„მესტიაში, ყვარლის რაიონის სოფელ ქვემო ომალოში, ოზურგეთის რაიონის რამდენიმე სოფელში და კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტებს“,–ნათქვამია ანგარიშში.

 

აქვეა მითითებული რამდენიმე ზეწოლის შემთხვევაც.

 

„ხარაგაულში ბლოკის „ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენლებზე ზეწოლის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ხარაგაულის რაიონის სოფელ ვახანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამავე სოფლის რწმუნებულმა სამსახურიდან დაითხოვა. ხარაგაულის რაიონის სოფელ აწყურის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კი ზეწოლა განახორციელა ამავე სკოლის მასწავლებელზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე ბლოკიდან „ალიანსი საქართველოსთვის”.

 

როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელმა, ნინო სახლისკაცმა აღნიშნა, თითქმის ყველა წარმოდგენილ ფაქტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეაგირებისთვის გადასცეს.

 

აღნიშნული ფაქტებიდან , იყო ისეთიც, რომელზეც ცესკო რეაგირებას ვერ მოახდენდა იმ მიზეზის გამო, რომ დარღვეული იყო ”კანონი საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ” და არა, საარჩევნო კანონმდებლობა.

 

”ზოგიერთ ფაქტთან დაკავშირებით, ვაპირებთ რეაგირებისთვის პროკურატურას მივმართოთ”, აღნიშნა ნინო სახლისკაცმა.

 

ცესკოს პრესსპიკერის ჯული გიორგაძის თქმით, მათ განიხილეს წარმოდგენილი შემთხვევები და თითოეული მათგანის შესახებ დასკვნები ცესკოს ოფიციალურ ვებ გვერდზე განათავსეს.

 

არჩევნებამდე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კიდევ ერთი ანგარიშის გამოქვეყნებას გეგმავს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...