Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://i057.radikal.ru/1005/e7/397820e50e29.jpg

 

ესაა რაც გავქაჩე ჩემი 2მპ-იანი მობილით.

ვიდეოებს მერე დავყრი.

 

ველი თქვენგანაც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დამოუკიდებლობის დღე

 

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო აღლუმზე მოწვეული სტუმრებისა და დასწრების მსურველთა შეკრება პარლამენტის შენობის წინ, შ.რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 10:00 სთ–ზე დაიწყო. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი 11:00 სთ–ზე პარლამენტის შენობის წინ სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მობრძანებით გაიხსნა. მთავარსარდალს აღლუმში მონაწილე პირადი შემადგენლობა მოწყობილი დახვდა, პატაკი მას აღლუმის სარდალმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ–მაიორმა დევი ჭანკოტაძემ ჩააბარა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, შეიარაღებული ძალების ორკესტრის თანხლებით, მარიამ კახელიშვილმა შეასრულა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა აღლუმის მონაწილეებს და სტუმრებს სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა; „დღეს ჩვენი უძველესი ერი ახალგაზრდა სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. ეს დღე ყველასთვის სათაყვანებელია, იმიტომ, რომ თავისუფლების მოყვარული ერისთვის არაფერი არ არსებობს იმაზე უფრო ძვირფასი, ვიდრე სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობაა, მითუმეტეს ერისთვის, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში იბრძვის არსებობისთვის, რომელმაც გაუძლო თითქმის ყველა მსოფლიო იმპერიების შემოტევას და ამ იმპერიების ოკუპაციას... თუმცა საქართველო არ გატყდა – ისევ არსებობს ქართველი ერი, გაუტეხელი, შეუდრეკელი, როგორც დღისა მისი დაბადებიდან, ისევ ფრიალებს ხუთჯვრიანი ქართული დროშა. ამიტომ არის ეს დღე ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასი. მსოფლიოში ძალიან ცოტა მეგულება ერი, რომელსაც მსგავსი დამოკიდებულება აქვს თავისი ქვეყნის მიმართ როგორც ჩვენ ქართველ ერს იმიტომ, რომ თუკი რომელიმე ერს ესმის დამოუკიდებლობის ფასი ეს არის ჩვენი ქართველი ერი, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენს თაობას დიდი პრივილეგია გვერგო წილად – ჩვენ ვცხოვრობთ დროში როცა საქართველო დამოუკიდებელია. დღეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას და ისე ვულოცავთ ერთმანეთს, რომ არ გვეშინია დამპყობლის რეპრესიების... ყველამ კარგად დაუგდეთ ყური ქართული არმიის მარშის და სამხედრო ტექნიკის ხმას. ეს ხმა იარაღის ჟღარუნი კი არ არის, ჩემო მეგობრებო, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გულის ფეთქვის ხმა. რასაც არ უნდა ეცადოს მტერი, რომ ეს გულის ფეთქვა შეაჩეროს, ამას ის ვეღარასდროს შეძლებს და ეს ყევლამ ერთად უნდა განვაცხადოთ,“ აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიმართვის შემდეგ ქვეყნის აღმშენებლობისა და კეთილდღეობისთვის გაწეული სამსახურისთვის უმაღლესმა მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა „ვახტანგ გორგასლის“ პირველი ხარისხის ორდენით ბათუმის საზღვაო ქვეითი ბატალიონის წევრები – ნუგზარ შარაშიძე, მირზა კონცელიძე, ასლან ინაიშვილი და ალბერტ ხინკილაძე დააჯილდოვა. პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენები მიხეილ სააკაშვილმა პირადად გადასცა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ–მაიორ დევი ჭანკოტაძეს, ნინო ანანიაშვილს, ნინო სუხიშვილს, ნიკა ვაჩეიშვილს, ალბერტო დომინგო კაბოს, დანიელ კუნინს, ლადო გურგენიძეს, კობა ნაყოფიას, ხატერ მასადის, ალექსანდრე ბესტავაშვილს, როლანდ ახალაიას (პროკურორი),ლევან ალექსიძეს, იულონ გაგოშიძეს, როლანდ ახალაიას (ექიმი), ნიაზ დიასამიძეს, ჯემალ ჭკუასელს, ნანი ბრეგვაძეს, ირაკლი ეზუგბაიას, რამაზ ნიკოლეიშვილს, შამილ ქორქოშიძეს, ეკა ზღულაძეს, ილიკო სუხიშვილს და პაატა ბურჭულაძეს.

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ სარდლის ხელმძღვანელობით აღლუმის საზეიმო მსვლელობა დაიწყო. მსვლელობას წინ უძღვებოდნენ შეიარაღებული ძალების შენაერთებისა და ქვედანაყოფების მეთაურები. აღლუმში 4325 ქვეითმა მიიღო მონაწილეობა. ქვეითების შემდეგ რუსთაველის გამზირზე კოლონებად ჩაიარა სამხედრო ტექნიკამ: კავშირგაბმულობის ავტომანქანებმა; მსუბუქმა ჯავშანტექნიკამ (Humvee, Cobra); ჯავშანტრანსპორტიორებმა (BTR-80, EJDER); ავტომობილებით ჩაიარა საარტილერიო ქვედანაყოფების შემადგენლობამ: საარტილერიო სისტემებმა (Msta-B, Geocint, RM-70, GRADLAR, DANA). აღლუმი ავიაციის საჩვენებელმა ფრენამ - შვეულმფრენებმა (UH1-1H, MI-8), მოიერიშე შვეულმფრენებმა ( MI-24) და მოიერიშე თვითმფრინავებმა (SU-25) დაასრულეს. (სულ– 117 ერთეული სახმელეთო და 18 საჰაერო საშუალება). აღლუმზე სამხედროები ახალი შეფერილობის ტექნიკითა და ფორმებით წარდგნენ. საზეიმო ცერემონიალზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

როგორც საზეიმო მსვლელობის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ განაცხადა, აღლუმზე წარმოდგენილი იყო ახალი ტექნიკის გარკვეული ნაწილი, ახალი ეკიპირება და უნიფორმა, რაც საკმაოდ მოხერხებული და კომფორტული აღმოჩნდა ქართული ჯარისთვის.

აღლუმზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპულ პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლის და ხელისუფლების წარმომადგენლების ხსოვნას.

სამხედრო აღლუმს ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და წმინდა სინოდი; საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები; დიპლომატიური კორპუსი; რელიგიური კონფესიები; საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები; ხელოვანები და სპორტსმენები; სახალხო დამცველის ოფისი; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე საგანგებოდ იყვნენ მოწვეული ლეხ და მარია კაჩინსკების ოჯახის წევრები და პოლონეთის მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s48.radikal.ru/i119/1005/d5/d7df9af23a7e.jpg

 

http://s46.radikal.ru/i111/1005/aa/8c51aa528839.jpg

 

http://i061.radikal.ru/1005/95/1b8f0265a591.jpghttp://s001.radikal.ru/i195/1005/6e/2d4d824356a9.jpghttp://s39.radikal.ru/i086/1005/b9/ee558f774cf2.jpg

 

http://s43.radikal.ru/i100/1005/29/52a159467e7c.jpghttp://s44.radikal.ru/i104/1005/cf/886e2d5a95e2.jpghttp://i058.radikal.ru/1005/97/6392b5023704.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s09.radikal.ru/i182/1005/29/aa2474bd04d6.jpghttp://i078.radikal.ru/1005/c3/3b56bc777411.jpghttp://s61.radikal.ru/i172/1005/4f/9e7b74f693dc.jpghttp://s59.radikal.ru/i164/1005/37/9f62443dfbd6.jpghttp://i078.radikal.ru/1005/6d/194a5ea0f361.jpghttp://s55.radikal.ru/i148/1005/53/bea6f2fbc052.jpghttp://s43.radikal.ru/i102/1005/a7/2f01735a7ce2.jpg
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s006.radikal.ru/i215/1005/3c/626d065d6f86.jpghttp://s60.radikal.ru/i169/1005/b2/d613cde37150.jpghttp://s56.radikal.ru/i151/1005/8d/c797bd834d92.jpghttp://s61.radikal.ru/i172/1005/a6/b3e949cf0782.jpghttp://s58.radikal.ru/i160/1005/a5/d9ff8ec5b6fc.jpghttp://i056.radikal.ru/1005/fb/a114eac88066.jpg
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://i026.radikal.ru/1005/8c/eeb04b7c0a10.jpghttp://s56.radikal.ru/i152/1005/ca/cdcd21ec054a.jpghttp://s39.radikal.ru/i083/1005/7d/cd54b34b3a9c.jpghttp://i081.radikal.ru/1005/da/74d8f75ea7f5.jpghttp://s40.radikal.ru/i087/1005/5a/f6a673da3dc2.jpghttp://s54.radikal.ru/i143/1005/21/1ce2d6bca949.jpg
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s12.radikal.ru/i185/1005/40/a96356c57288.jpghttp://i066.radikal.ru/1005/2e/8125762093f7.jpghttp://i049.radikal.ru/1005/33/5ceaa7937c3c.jpghttp://s005.radikal.ru/i210/1005/ee/6840e5912775.jpghttp://s61.radikal.ru/i172/1005/db/6dc5b598785d.jpghttp://s006.radikal.ru/i213/1005/e8/4c256fe45a2d.jpg

 

http://i068.radikal.ru/1005/a0/2f84b7248ea5.jpghttp://s002.radikal.ru/i197/1005/43/03a1313692dc.jpghttp://s47.radikal.ru/i115/1005/5c/0f5b58b6de7b.jpghttp://s004.radikal.ru/i207/1005/ff/3c711ea69d88.jpg

 

http://s001.radikal.ru/i193/1005/2c/071f8932f45f.jpghttp://i070.radikal.ru/1005/6f/31891901e76f.jpghttp://i076.radikal.ru/1005/be/439aa355ec0a.jpg

 

 

ბეტეერებს პრინციპულად არ განვათავსებ იმიტომ რომ ჩვენი მტრის შეიარაღებაშიც არის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბეტეერებს პრინციპულად არ განვათავსებ იმიტომ რომ ჩვენი მტრის შეიარაღებაშიც არის

მერე მათსავე იარაღით გავანადგურებთ ;

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...