planetanews Posted May 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 26, 2010 პრესა.გე აქვეყნებს ინტერვიუს პაატა ზაქარეიშვილთან, რომელსაც სრული სახით გთავაზობთ: „როგორი იყო შარშანდელი 26 მაისი ოპოზიციური სპექტრისთვის და რა განწყობაა ზუსტად ერთი წლის თავზე, ამ საკითხებზე „პრესა.გე“-ს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა: ერთწლიანი პერიოდი, 26 მაისიდან 26 მაისამდე - ეს არის გამოფხიზლების და გამოცდილების მიღების უნიკალური ერთი წელიწადი. ასე სწრაფად, ქართული საზოგადოება უახლეს ისტორიაში არ გაზრდილა. იმიტომ რომ, აშკარად, შარშანდელი 26 მაისი უნიკალური გამოცდილება იყო, ბევრს ჰგონია, რომ ეს იყო მარცხის დღე; მე ვთვლი, რომ უნიკალური შედეგის დღე იყო. ქართულ საზოგადოებაში დასამარდა იმედი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომ შეიძლება ხელისუფლებას ელაპარაკო დემოკრატიის ენით: მიტინგის ენით, მანიფესტაციის ენით, შარშანდელმა 26 მაისმა დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ფეხებზე ჰკიდია ქართული საზოგადოება. ასეთი მასობრივი გამოსვლა, ასეთი ორგანიზებული გამოსვლა, ასეთი ცივილიზებული გამოსვლა მან ფეხებზე დაიკიდა. ასე რომ, უნიკალური შემთხვევა იყო, რა თქმა უნდა, მარცხიც შეიძლება დაერქვას იმიტომ, რომ არაკომპეტენტურმა ლიდერებმა 26 მაისისა მეტი იმედები ჩაუსახეს მანიფესტაციის მონაწილეებს, რომ თითქოს, რაღაც ცვლილები იქნებოდა ამიტომ შეიძლება ვიღაცას მარცხად მოეჩვენოს. როცა ან გამარჯვებაზე ან დამარცხებაზე აგებ სტრატეგიას, მაშინ, რა თქმა უნდა, შეიძლება წაგება იყოს, მაგრამ თუ შენ გონიერი პოლიტიკოსი ხარ და შედეგზე გაქვს მიმართული პროცესები, მაშინ ეს არის ძალიან სერიოზული ეტაპი ქართული საზოგადოების განვითარებაში. როცა ქართული საზოგადოება მიხვდა, სააკაშვილსგან კარგს არაფერს უნდა ელოდე, მასთან ადამიანური ლაპარაკი, დემოკრატიული ლაპარაკი არ გამოდის და ამიტომ უნდა დაივიწყოს, რომ მიტიგებით ხელისუფლებას რაღაცას შეატყობინებ, შეაგნებინებ და საჭიროა უფრო ეფექტური პოლიტიკური ღონისძიებები, როგორიც არის არჩევნებში მობილიზაცია ან სხვა სახის ღონისძიებები. ასე რომ, ამ ერთმა წელიწადმა ქართულ საზოგადოებას უდიდესი გამოცდილება შესძინა, რომელიც მას გამოადგება მომავალში. - ბატონო პაატა, თუ მოვლენებს უფრო რადიკალურად შევხედვათ, ხომ არ გამოჩნდება, რომ ხელისუფლებამ დაამარცხა ოპოზიციური სპექტრი? - არა, ხელისუფლებამ დაამარცხა სახელმწიფო. ოპოზიციის დამარცხება შეუძლია თავად ოპოზიციას, ანუ მას მხოლოდ საკუთარი თავის დამარცხება შეუძლია. ოპოზიცია არაფერს აფუჭებს გარდა თავისი იმიჯისა. - 26 მაისს ოპოზიციამ თავისი იმიჯი არ გაიფუჭა? - ჩემთვის მთავარია, რომ ოპოზიციამ მიაღწია და გამოაშკარავა ხელისუფლების მანკიერი მხარე, რომ მას ფეხებზე ჰკიდია ქართველი ხალხი, ეს დიდი წარმატებაა. ეს ოპოზიციის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. როგორ არის იცით? აი კამიკაძეები, რომ არიან, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ანადგურებენ მტერს. მაგალითად, ერთმა იაპონელმა კამიკაძემ საკუთარი სიცოხლის ფასად ჩაძირა უდიდესი ამერიკული ავიამზიდი. ანუ გაიმარჯვა, თუმცა მოკვდა თვითონ. - როგორც აღნიშნეთ, ოპოზიციიდან გარკვეულმა ძალებმა თამასა მეტად ასწიეს, რა ამოძრავებდათ მათ? - ისინი თვლიდნენ, რომ ხელისუფლება უფრო ადამიანური სახისაა, კანონებს მიჰყვება. ჩათვალეს რომ, ხელისუფლება უფრო დემოკრატიისკენ გადახრილი იყო და ამიტომ ასეთი დიდი მასშტაბების მანიფესტაცია მათზე მოახდენდა გავლენას, როგორც განცხადებით დემოკრატ ხელისუფლებაზე. ამიტომ მათ იმედი ჰქონდათ, რომ ხელისუფლება დანებდებოდა ხალხის ნებას. ვინაიდან მათ გამოაშკარავეს. შედეგებით ვაფასებ: გარკვეულწილად, დამარცხებაც შედეგია, რომელიც შეიძლება გამოიყენო მომავალში გამარჯვებისათვის. დამარცხება არ არის მთავარი, მთავარია შედეგი, თუ შედეგით ვიმსჯელებეთ, ის 26 მაისი უკვე წარმატებაა. - თუმცა მაშინ ცხადდებოდა ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, ახლა რისთვის იბრძვის ოპოზიცია და ამჯერად მისი სლოგანი რა არის? - ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ ტენდენცია ჩანს - ოპოზიციას ამბობთ. ოპოზიცია, ასეთი ცნება, ზოგადად, არ არსებობს.ოპოზიციის შემადგენელი ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა დაჯგუფებებია. მათ შორის, იმდენად დიდი განსხვავებაა, როგორც ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. არის ოპოზიციაში ძალები, რომლებიც ჩემთვის ისევე მიუღებელია, როგორც ხელისუფლება. ამიტომ არ შეიძლება მთელი ოპოზიციის ერთ ქვაბში მოხარშვა. მადლობა ღმერთს, როგორც იქნა, დაიწყო პოლიტიკის დიფირენცირება. ესეც შედეგია, არა შარშანდელი 26 მაისისა, მაგრამ იმ დღეებისა ნამდვილად არის, ანუ იმ მოვლენების, რაც გრანდიოზულმა აქციებმა მოიტანა. უკვე აღარ არის შავი და თეთრი - ცუდი სააკაშვილი და ყველა კარგი, ცუდი შევარდნაძე და ყველა კარგი და ა.შ. არა, უკვე ლაპარაკია არა მარტო იმაზე, რომ სააკაშვილი გავუშვათ, არამედ სააკაშვილი რომ გავუშვათ, მერე ვინ მოვა და რა მოვა, უარესი თუ უკეთესი, ამაზეა ლაპარაკი. ანუ უკვე მოხდა დიფერენცირება; სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იდეოლოგიის დონზე არ არის, არამედ ჯერჯერობით ლაპარაკია ორიენტაციებზე. ის რაც ხდება დღეს - ეს ავტორიტარული რეჟიმი თუ დემოკრატიული მიმართულება, თუ პრორუსული ძალები - ამ ფონზე ბუნებრივია, ოპოზიცია სხვადასხვა ჯგუფისაა და შესაბამისად საზოგადოებას ეძლევა არჩევანის საშუალება. ღირებულებების გამიჯვნის შემდეგ ეტაპზე იდეოლოგიური დიფერენციაც მოსალოდნელია. - ანუ, ოპოზიციაში ლუსტრაცია მოხდა? - არა, ეს სიტყვა ნეგატიურ მუხტს შეიცავს, ამიტომ ასეთი დეფინაციისგან თავს შევიკავებ, ეს თქვენეული ინტერპრეტაციაა. როგორც იქნა დაღვინდა ოპოზიციური სპექტრი და ხდება დიფერენციაცია და ერთმანეთისგან დაშორება გარკვეული ღირებულებების მიხედვით. ჯერჯერობით იდეოლოგიური დიფერენცია არ ხდება, მაგრამ ღირებულებების მიხედვით დიფერენციაცია უკვე აშკარაა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts