planetanews Posted May 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 26, 2010 ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში ოპოზიციის მხარდამჭერებს ატერორებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის საარჩევნო შტაბის მოთხოვნით, გამგეობის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებმა გიორგი მამუჩარაშვილმა და სხვებმა სოფელ საკობიანოში გამოკითხვა ჩაატარეს, რის შემდეგაც იმ ადამიანებზე, რომლებმაც დააფიქსირეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არ არიან, ზეწოლა ხორციელდება. „სოფელში პოლიციის თანამშრომლები დადიან და ადამიანებს აშინებენ, რომ 30 მაისს არ გაბედონ და ხმა ოპოზიციას არ მისცენ. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის საარჩევნო შტაბის უფროსმა კობა მაისურაძემ შტაბში დაიბარა საკობიანოს საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის აპარატის თანამშრომლები და მათ მოსთხოვა, უზრუნველყონ იმ ადამიანების გადმობირება, რომლებიც ნაციონალების მხარდამჭერები არ არიან. ერთ-ერთი ადგილობრივი არის მაყვალა იარაჯული, რომელმაც გამოკითხვის დროს ღიად განაცხადა, რომ ხელისუფლების უკმაყოფილოა. ამის შემდეგ მისი შვილი მიხო ხავაზურაშვილი, რომელიც პოლიციის თანამშრომელია, ხელმძღვანელობამ დაიბარა და მოსთხოვა, სოფელში სიტუაცია გამოესწორებინა. ჯარისკაცებს, რომლებიც საკობიანოში ცხოვრობენ და ამჟამად ჯარში მსახურობენ, სამხედრო ნაწილებიდან მშობლებთან არეკინებენ და ეუბნებიან, რომ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცენ“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ალიანსი საქართველოსთვის“ ახმეტის საარჩევნო შტაბის უფროსმა ზაქარია ქინქლაძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის საარჩევნო შტაბის უფროსმა კობა მაისურაძემ, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელია და ამ დროისთვის შვებულებაშია გასული, მოუცლელობის მიზეზით კომენტარი არ გააკეთა. უნდა აღინიშნოს, რომ მაისურაძე მუნიციპალიტეტის გამგეობის კორპორაციულ რეჟიმში ჩართული ტელეფონით 877 92 44 88 სარგებლობს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.