planetanews Posted May 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 26, 2010 ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლებში არგოხში, ქისტაურსა და მაღრაანში მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს ფულად დახმარებებს ურიგებენ. დახმარების გაცემის დროს სოფლებში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებიც მოსახლეობას სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, გამგეობა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომლებიც სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამაში არ მონაწილეობენ, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ყოველთვის გასცემდა. „რატომ გაიცემა ბევრ ოჯახზე დახმარება ახლა? ბევრმა განმცხადებელმა მოგვმართა და რადგან ბიუჯეტში ამის საშუალება გვაქვს, ჩვენც ვეხმარებით გაჭირვებულ მოქალქეებს“, - აღნიშნა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts