planetanews Posted May 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 26, 2010 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიაში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ზურა დანელიშვილი #1 და #46 საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს დავით აბესაძეს და ცისმარი მთავარაშვილს საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაში ადანაშაულებს და მათთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითხოვს. როგორც დანელიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, აბესაძემ და მთავარაშვილმა დააარღვიეს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც მათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღებას უკრძალავს. „საარჩევნო კოდექსის დარღვევა დადასტურებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში წარდგენილი კანდიდატის გიორგი ჩივიაშვილის წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალით, კერძოდ - პლაკატით, სადაც გარკვევით ჩანს, რომ საუბნო კომისიის წევრები მონაწილეობენ მის სასარგებლოდ გაწეულ წინასაარჩევნო აგიტაციაში. ამ პლაკატის ეგზემპლიარები საარჩევნო კოდექსის 75-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, წარდგენილი უნდა იყოს საოლქო-საარჩევნო კომისიაშიც, თუმცა კომისიას აღნიშნულ დარღვევაზე რეაგირება არ მოუხდენია“, - განაცხადა ზურა დანელიშვილმა. რესპუბლიკელების წარმომადგენელი საჩივრით აბესაძის და მთავარაშვილის დაჯარიმებას და მათთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითხოვს. გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივარი ჯერ არ განუხილავს და არც საჩივრის განხილვის დრო არ არის ჩანიშნული. კახეთის საინფორმაციო ცენტრი View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts