planetanews Posted May 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 26, 2010 თუშეთში რეგისტრირებულ 78 ამომრჩეველს ცესკო-მ სასაზღვრო პოლიციის 75 თანამშრომელი დაამატა.„ალიანსი საქართველოსთვის“ ახმეტის საარჩევნო შტაბი თუშეთის საარჩევნო უბანში ამომრჩევლების გაზრდას აპროტესტებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შტაბის უფროსმა ზაქარია ქინქლაძემ განუცხადა, ხელისუფლებამ თუშეთში ამომრჩევლების რაოდენობა ხელოვნურად გაზარდა, რათა „ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი როგორმე დაამარცხონ. „თუშეთში სულ 78 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. „ალიანსი საქართველოდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს გოჩა სისაური იყრის, რომელიც ზამთარშიც და ზაფხულშიც თუშეთში ცხოვრობს. მას ხალხი ენდობა და მხარს უჭერს. ამის გამო, ხელისუფლებამ თუშეთში დაამატა 75 ამომრჩეველი, რომლებიც არიან სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები. თუშეთში მაქსიმუმ 12 მესაზღვრეა ხოლმე და ამდენი სახელმწიფო მოსამსახურე იმიტომ დაამატეს, რომ სისაურს არჩევნები მოუგონ“, - აღნიშნა „ალიანსი საქართველოსთვის“ ახმეტის საარჩევნო შტაბის უფროსმა ზაქარია ქინქლაძემ. ახმეტის საოლქო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მინდია იოკურიძის განმარტებით, თუშეთის საარჩევნო უბანში ამომრჩევლების დამატების თხოვნით მათ ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსმა მიმართა. „ჩვენ აღნიშნული წერილი ცესკო-ს გადავუგზავნეთ. ცესკო-მ იმსჯელა და მოთხოვნა დააკმაყოფილა“, - განაცხადა იოკურიძემ. კახეთის საინფორმაციო ცენტრი View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts