FIORENTINO Posted August 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2008 რუსეთი უარყოფს საქართველოში ნავთობსადენის დაბომბვას რუსულ ჯარებს "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენზე, რომლის მეშვეობითაც ნავთობის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით ხდება, იერიში არ მიუტანიათ. ამის შესახებ რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა. 12 აგვისტოს ნავთობსადენზე რუსული ჯარების იერიშის მიტანის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსანდრე ლომაიამ გაავცრელა. მან აღნიშნა, რომ ეს რეგიონში უმსხვილესი ნავთობსადენის აფეთქების უკვე მეორე შემთხვევაა. ანატოლი ნოგოვიცინის თქმით, ავიადარტმების შესახებ გავრცელებული ყველა ინფორმაცია თურქეთის რეაქციაზეა გათვლილი, რომელიც აზერბაიჯანიდან ენერგომატარებლების მიღებით არის დაინტრესებული. ცნობისთვის, ნავთობსადენი რამდენიმე დღეა არ მუშაობს, თუმცა, ეს დე-ფაქტო სამხრეთ-ოსეთში საომარ მოქმედებებს არ უკავშირდება. შეგასენებთ, მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ნავთობსადენზე აფეთქება მოხდა, რომელმაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.