planetanews Posted May 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 26, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/KaczynskiG1-150x150.jpgპოლონეთის კატინის ავიაკატასრტროფების სახელფწიფო საგამომძიებო კომისიის ხელმძღვანელი, ედმუნდ კლიხი ტუ-154 ავიაკატასტროფაში პილოტები დაადანაშაულა. ამის შესახებ გამომცემლობა “რეჩ პოსპოლიტა” იუწყება. კლიხი თვლის, რომ ტუ-154 პილოოტებმა სმოლენსკის ავიადისპეტჩერების გაფრთხილებები არ გაითვალისწინეს და რისკზე წავიდნენ. “შავი ყუთებისა” და პილოტების საუბრების ანალიზის შემდეგ მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ პილოტები რისკზე წავიდნენ, იმიტომ რომ ესე ასწავლეს. მე ჩემს თავს რისკის ქვეშ ვაყენებ ამგვარი განცხადებებით, მაგრამ ვთვლი, რომ საზოგადიოებამ სიმართლე უნდა იცოდეს”, – განაცხადა კლიხმა. გავრცელებული ინფორმაციით, სმოლენსკის აეროდრომი დაშვების ზუსტი ნავიგაცური სისტემით (Instrument Landing System) აღჭურვილი არ არის. კლიხის განცხადებით, ტუ-154 ეკიპაჟმა გამაფრთხილებელი სიგნალები იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი ძალიან დაბალ სიმაღლეზე მიფრინავს, არ გაითვალისწინეს. “სამხედრო პილოტები ამგვარ შეტყობინებებს ხშირად არ აქცევენ ყურადღებას”,-განაცხადა მან. ამავდროულად პოლონური პოლიტიკოსები ედმუნდ კლიხის აზრს არ ეთანხმებიან. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ეჟი მილერის განცხადებით, ექსპერტი უბრალოდ მედიის ყურადღების მიქცევას ცდილობს. პარტია “სამართალი და სამართლიანობის” წარმომადგენლები კი ხაზს უსვავენ იმ ფაქტს, რომ გამომძიება ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. პოლონური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით,ტუ-154 ავიაკატასტროფის საგამომძიებო ჯგუფის აზრი კატასტროფის მიზეზებტან დაკავშირებით გაიყო. თუმცა, რუსეთი ტრაგედიაში ეკიპაჟის არაპროფესსიონალიზმს ადანაშაულებს, რაც პოლონური გამომძიებლების აზრს არ ემთხვევა, რომლებიც აცხადებენ, რომ სმოლენსკის აეროდრომის დისპეტჩერი პილოტებს ინფორმაციას დაგვიანებით აწვდიდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts