Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge სოჭის ოლიმპიადა რუსეთზე ზემოქმედებისა და სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობებს გვთავაზობს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg

 

 

კურტ ვოლკერი

 

 

ზაფხული გვიახლოვდება და თითქოს ჯერ ადრეა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის პოლიტიკაზე ფიქრი, მაგრამ მომავალი ზამთრის ოლიმპიური თამაშები სოჭში, რუსეთში, აფხაზეთიდან სულ რამდენიმე მილში უნდა ჩატარდეს. ეს ის ტერიტორიაა, რომელიც რუსეთმა საქართველოს სამხედრო ძალით 2008 წელს წაართვა. მარტივად რომ ვთქვათ, რთული სიტუაცია იქმნება. მზადება რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს

 

 

ცოტანი ვარაუდობენ, რომ შეერთებული შტატები და ევროპა სოჭის თამაშებს ბოიკოტს გამოუცხადებენ ისე, როგორც მოსკოვს გამოუცხადეს 1980 წელს,  მაგრამ 2014 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობა, თუ არსებულ გარემოებებს გავითვალისწინებთ, იმას გულისხმობს, რომ ყველანი თანამონაწილეები ვხდებით და ვამყარებთ რუსეთის მიერ დანერგილ პრაქტიკას – ევროპის საზღვრების შეცვლას ძალის მეშვეობით, მაშინაც კი თუ ამ ცვლილებებს პრინციპულად უარვყოფთ.

 

 

წარმოვიდგინოთ გარემოების პრაქტიკული ასპექტები. აფხაზეთი მსოფლიოს ყველა ქვეყნის, გარდა რუსეთის, ვენესუელის, ნიკარაგუას და ნაურუს აზრით, სუვერენული საქართველოს ნაწილია. უკვე დღეს ოლიმპიური კომპლექსის მშენებლები აფხაზეთში არიან დაბინავებულები. 2014 წლისთვის იქ ტურისტებს დააბინავებენ, ისინი ისე გადალახავენ  საზღვარს რუსეთსა და აფხაზეთს შორის, რომ საქართველოს სუვერენიტეტზე მინიშნებაც აღარ იქნება. თვალში საცემი გახდება აფხაზეთის „სახელმწიფოებრიობის“ სიმბოლოები – დროშები, სამოგზაურო დოკუმენტაცია და აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის „პრეზიდენტები“ ოლიმპიური თამაშების ღონისძიებებს აშშ-სა და ევროპის ლიდერებთან ერთად დაესწრებიან.

 

 

იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ არასასიამოვნო არჩევანი ბოიკოტსა და თანამონაწილეობას შორის, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ მესამე გზის მოძიება უნდა მოახერხონ: სოჭის ოლიმპიადა იმ გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების კატალიზატორად უნდა იქცეს, რომლითაც კავკასიამ 21-ე საუკუნეში შეაბიჯა. რუსეთი დაინტერესებულია სოჭის ოლიმპიადის წარმატებაში, ამ ინტერესს ჩვენც ვიზიარებთ. სწორედ ეს უნდა იქცეს ძლიერ სტიმულად იმისა, რომ  ისტორიას ჩაბარდეს მოსკოვის ნულოვანი თამაშები, რომელიც ასეთ მიდგომაზეა დაფუძნებული – გაყავი და იბატონე კავკასიაში.  ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი რეგიონის ქვეყნებისა და ხალხებისთვის, მოსკოვისთვის, სპორტსმენებისა და ოლიმპიური თამაშებისთვისაც.

 

 

ამის მისაღწევად ოთხი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო:

 

 

პირველი – ჩვენ ცხადი უნდა გავხადოთ, რომ დღევანდელ ევროპაში საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით აღიარებული არ იქნება. დიპლომატიური ნაბიჯები ახლავე უნდა გადაიდგას, რათა შემოდგომაზე ნატო-სა და აშშ-ევროპის სამიტებზე ჩვენ შევთანხმდეთ  და  აფხაზეთისა და საქართველოს მეორე სეპარატისტული რესპუბლიკის სამხრეთ-ოსეთის არ ცნობის პოლიტიკა ოფიციალურად დავადასტუროთ.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ დეტალები დასაზუსტებელი იქნება, ამგვარი პოლიტიკა უნდა გულისხმობდეს: სახელმწიფოებრიობისა და  ამ ორი ტერიტორიის მიერ გაცემული სამოგზაურო დოკუმენტების არ ცნობას; ოფიციალური ვიზიტების დაუშვებლობას ამ ტერიტორიებზე, თუ ისინი საქართველოდან არ განხორციელდება; ამ ტერიტორიებზე არსებულ ბიზნეს-წარმონაქმნებთან ვაჭრობისა და ინვესტირების დაუშვებლობას; სეპარატისტული ტერიტორიების ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაუცემლობას გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირობებს აშშ და ევროკავშირი დააწესებენ,  მაგრამ ისიც ცხადად უნდა ითქვას, რომ დასავლეთი მზადაა სწრაფად სთქვას უარი ამ პოლიტიკაზე, თუ განხორციელდება შეთანხმება საქართველოსთან, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება გაუწევს ზედამხედველობას.

 

 

მეორე - არაღიარების პოლიტიკის პარალელურად, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ახალი ბიძგი უნდა მისცენ ჟენევის პროცესს – მოლაპარაკებებს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთს შორის. პირველი მოლაპარაკებები ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ 2008 წელს შედგა, მაგრამ ახლა მოლაპარაკებები შეჩერდა. შეერთებულმა შტატებმა გადატვირთვაზე 2009 წლის დასაწყისშივე მიანიშნა, დროა რუსეთმაც დაიწყოს გადატვირთვა.

 

 

მესამე – უნდა განახლდეს ძალისხმევა რეგიონის კიდევ ერთი დიდი კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით – ეს მთიანი- ყარაბახია, რომელზეც სომხეთი და აზერბაიჯანი დაობენ.  ეს ის საკითხია, რომელზეც უკვე წლებია შეერთებული შტატები და ევროპა  ერთად  მუშაობენ და პრობლემის მოწესრიგების კონტურები კარგა ხანია გამოიკვეთა. სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მოწესრიგება რეგიონში სტიმულს მისცემდა ტურიზმს, ვაჭრობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას.  მოწვეულ უნდა იქნას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის მინსკის ჯგუფის მინისტერიალი, რომელსაც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარუძღვებიან, რათა კონფლიქტის მოწესრიგების პროცესზე განახლდეს ზეწოლა.

 

 

მეოთხე – ეუთო-მ, ევროპის კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა მეტი რესურსი უნდა ჩადონ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისთვის, მხარი უნდა დაუჭირონ არასამთავრობო ორგანიზაციებს, კონფლიქტური ზონების მონიტორინგს, ებრძოლონ კორუფციას, განამტკიცონ ტურიზმი და მოიზიდიონ ინვესტიციები მთელს კავკასიაში. შემდეგ არჩევნებს საქართველოში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო ძლიერი თუმცა მაინც მყიფეა, ძალიან დიდი ყურადღებით უნდა დააკვირდნენ, რათა ის შეძლებისდაგვარად სუფთად ჩატარდეს.   სომხეთსა და აზერბაიჯანში ჭეშმარიტი დემოკრატიზაციის მოთხოვნები უნდა გავაძლიეროთ. ვაშინგტონმა უნდა გაზარდოს თავისუფლების მხარდამჭერი აქტის დაფინანსება და ითანამშრომლოს ევროკავშირის ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივასთან. ჯანსაღი პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესი გააძლიერებს კონფლიქტების გადაწყვეტის სტიმულს და სეპარატისტულ ტერიტორიებს უფრო მჭიდრო ინტეგრაციის სურვილს გაუჩენს.

 

 

თუ შეერთებული შტატები და ევროპა არაფერს გააკეთებენ, 2014 წელს მართლაც არასასიამოვნო სიტუაციას წავაწყდებით, მაგრამ თუ აქტიურობას ახლავე დავიწყებთ, ჩვენ მოვიპოვებთ პოზიციას, რომელსაც  საფუძველად დემოკრატიული ფასეულობები უდევს და სოჭის ოლიმპიადამდე კარგა ხნით ადრე გრძელვადიანი გადაწყვეტის პერსპექტივას შევიქმნით.

 

 

ორიგინალი

 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...