planetanews Posted May 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 26, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/post-29-1175087773.jpgმანანა არჩვაძე-გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენლებს მერაბ კოსტავას საფლავზე მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. “ქრისტიან-დემოკრატები” მთაწმინდაზე ეროვნულ ტანსაცმელში, ყვავილებით ხელში ავიდნენ. მათ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ილია ჭავჭავაძის საფლავები ყვავილებით შემაკეს, თუმცა მერაბ კოსტავას საფლავთან მისვლის შესაძლებლობა მანანა არჩვაძე გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა არ მისცეს. როგორც “ქრისტიან-დემოკრატების” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თამთა დემურიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ინციდენტი ერის ღალატია. მისივე თქმით, ეს არის იმ ადამიანების ღალატი და ხსოვნის შელახვა, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. “არ შეიძლება, პირადი მიზნებისთვის პანთეონში ასეთი დაპირისპირება. ეს ერის ღალატია. ყველა ჩვენგანის ვალია, რომ 26 მაისს ქაქუცას, ილიას და კოსტვას საფლავებზე მივიდეთ. საფლავზე მისვლა ყველა ქართველს უნდა შეეძლოს”, – განაცხადა თამთა დემურიშვილმა. ზაზა გაბუნიას განცხადებით კი, ეს დღე არ არის რომელიმე კონკრეტული ჯგუფის დღე, ეს მთელი ერის დღეა და ერს უნდა შეეძლოს სამშობლოსთვის მოღვაწე პირების საფლავებთან თავისუფლად მისვლა. IPN Sharevar button = document.getElementById('facebook_share_link_8937') || document.getElementById('facebook_share_icon_8937') || document.getElementById('facebook_share_both_8937') || document.getElementById('facebook_share_button_8937');if (button) { button.onclick = function(e) { var url = this.href.replace(/share.php/, 'sharer.php'); window.open(url,'sharer','toolbar=0,status=0,width=626,height=436'); return false; } if (button.id === 'facebook_share_button_8937') { button.onmouseover = function(){ this.style.color='#fff'; this.style.borderColor = '#295582'; this.style.backgroundColor = '#3b5998'; } button.onmouseout = function(){ this.style.color = '#3b5998'; this.style.borderColor = '#d8dfea'; this.style.backgroundColor = '#fff'; } }} View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts