planetanews Posted May 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 26, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-misha128-150x150.jpg გმირთა მოედანზე ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მთლიანობისთვის დაღუპულთა სახელობის მემორიალი “გმირთა მონუმენტი” საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად გახსნა. გახსნის ცერემონიას სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და თბილისის მერიის წარმომადგენელები დაესწრნენ. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, 26 მაისი ოცნებების ასრულების დღეა. “საქართველოში ამ დრომდე არ იყო არცერთი ღირსეული მონუმენტი ჩვენი ჯარისკაცების, მემორიალი 1921 წელს დაღუპული იუნკერების, 1924 წლის აჯანყების მეთაურების, 1992 – 1993 წლებში აფხაზეთში და 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულ მეომართა ხსოვნას ეძღვნება. ამ ბიჭებმა, რომლის სახელებიც ამ მონუმენტზეა ამოტვიფრული, დიდხანს იბრძოლეს საქართველოს ერთიანობისთვის, ისინი მარად დარჩებიან ჩვენს ისტორიაში. 2008 წელს ვლადიმერ პუტინს გეგმა რომ შეესრულებინა, ჩვენ ავღნიშნავდით არა 26 მაისს, არამედ 25 თებერვალს. მე კარგად მახსოვს 2008 წელი და ქართველი ბიჭების სახეები, ცხინვალის მისადგომებთან, გორში, ამიტომ მაცვია დღეს მე ჯარისკაცის ფორმა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვატაროთ ეს ფორმა და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა მტრისგან. ამ მონუმენტზე ქართველების გარდა სომხების, აზერბაიჯანელების, ებრალების გვარებიც არის ამოტვიფრული, ისინი ყველანი ქართველები არიან, სომეხი, რომელმაც სისხლით დაიცვა საქართველო ის ორმაგად ქართველია. საქართველოს ის ქვეყანაა, რომლის გამოც ღირს სიკვდილი. ნურასდროს დაგვავიწყდება ჩვენი გმირები და საქართველო წინ გამარჯვებისკენ”, – განაცხადა საააკაშვილმა. პრეზიდენტმა მემორიალის ძირში დაღუპულთა უკვდავსაყოფად სპეციალური კაფსულა მოათავსა, რომელშიც Gგმირთა აღმნიშვნელი წარწერები იყო მოთავსებული. აღსანიშნავია, რომ 51 მეტრის სიმაღლის “გმირთა მონუმენტი” ლითონის კონსტრუქციისა და მეტაკრილატის პრიზმებისაგნ შემდგარი ესპანელი დიზაინერის ალბერტო დომინგო კაბოს მიერაა დაპროექტებული. რაც შეეხება, იმას თუ რა თანხა დაიხარჯა მემორიალის მშენებლობისთვის თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მემორიალი ვარაზისხევ – თამარაშვილის დამაკავშირებულ ჩქაროსნულ მაგისტრალისთვის გამოყოფილი 800 მლნ ლარის ფარგლებში დაფინანსდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts