planetanews Posted May 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 26, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/zatullin-150x150.jpg აზერბაიჯანი უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ, თავის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ელხამ პოლუხოვმა განაცხადა. მისი თქმით, შავ სიაში დუმის ხუთი დეპუტატია შესული. მათ შორის, დუმის დსთ-ს საქმეთა კომიეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინი. შავ სიაში ასევე არგენტინის და სლოვაკეთის პარლამენტის წევრები და მთელი რიგი ქვეყნებიდან დამკვირვებლები აღმოჩნდნენ. “შავი სიის შედგენა გრძელდება,” – განაცხადა პოლუხოვმა. თუ როდის შევა აკრძალვა ძალაში ჯერჯერობით უცნობია. რუსი დეპუტატების რეაქცია ოფიციალური ბაქოს აკრძალვაზე ჯერჯერობით უცნობია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ადრეი ნესტერენკომ დაადასტურა, რომ რუსეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არ აღიარებს დაAაზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას სცნობს. მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს 90-იანი წლების დასაწყისში გამოეყო. აზერბაიჯანულმა ჯარებმა მეამბოხე რეგიონზე კონტორლის აღება სცადეს თუმცა დამრცხდნენ. ე.წ მთლიანი ყარაბაღის რესპუბლიკას აღიარება არ მოუპოვვებია. რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს აზერბაიჯანი უკანონოდ მიიჩნევს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts