FIORENTINO Posted August 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2008 გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის 15 საათზე, პარლამენტის შენობის წინ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებით უამრავი ხალხი შეიკრიბა. გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის, ასეთია საქართველოს ერთიანობის მანიფესტაციის ლოზუნგი. ამ დროისთვის, შეკრებილ საზოგადოებას უკვე მიმართა გოკა გაბაშვილმა, რომელმაც გახსნა აქციის ტრიბუნა. მან აცნობა შეკრებილებს, რომ ცოტა ხანში მანიფესტაციას მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები შეუერთდებიან. აქციაზე უკვე გამოვიდნენ მსახიობები გურამ საღარაძე და ოთარ კობერიძე. ამ წუთას სიტყვით გამოდის სახელმწიფო მინისტრი გია ბარამიძე, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა, გახდა თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო. "აი-ტი-ენ"-მა აქციაზე ქართული კულტურის სხვა ცნობილი სახეებიც დაინახა, რომლებიც ამ ბოლო დღეებში რუსთაველის თეატრის შტაბში იკრიბებიან. მათ შორის ნანი ბრეგვაძე, რომელიც სხვა დროს ნებისმიერი სახის აქციაში მონაწილეობისგან თავს იკავებდა. დღეს საქართველო დიდგორობას უნდა ზეიმობდეს, როგორც საუკუნეების წინ, 1021 წელს, დიდი დავით აღმაშენებლის დროს, საქართველოს ბედი წყდება. დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის. დავით აღმაშენებელი არ გვყავს… "მაგრამ, ქართველი ხალხი, მიუხედავად რუსების ქილიკისა, დღეს გათითოკაცებული და გახლეჩილი არ არის. და ჩვენ გავიმარჯვებთ", – აცხადებს მომღერალი თამარ ჭოხონელიძე. ამ წუთებში აქციაზე საქართველოს ნაკრებისა და NBA-ს წევრი ნიკა ცქიტიშვილი გამოდის. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.