Jump to content
Planeta.Ge

გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის


Recommended Posts

გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის

 

15 საათზე, პარლამენტის შენობის წინ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებით უამრავი ხალხი შეიკრიბა. გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის, ასეთია საქართველოს ერთიანობის მანიფესტაციის ლოზუნგი. ამ დროისთვის, შეკრებილ საზოგადოებას უკვე მიმართა გოკა გაბაშვილმა, რომელმაც გახსნა აქციის ტრიბუნა. მან აცნობა შეკრებილებს, რომ ცოტა ხანში მანიფესტაციას მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები შეუერთდებიან.

 

აქციაზე უკვე გამოვიდნენ მსახიობები გურამ საღარაძე და ოთარ კობერიძე.

 

ამ წუთას სიტყვით გამოდის სახელმწიფო მინისტრი გია ბარამიძე, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა, გახდა თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო.

 

"აი-ტი-ენ"-მა აქციაზე ქართული კულტურის სხვა ცნობილი სახეებიც დაინახა, რომლებიც ამ ბოლო დღეებში რუსთაველის თეატრის შტაბში იკრიბებიან. მათ შორის ნანი ბრეგვაძე, რომელიც სხვა დროს ნებისმიერი სახის აქციაში მონაწილეობისგან თავს იკავებდა.

 

დღეს საქართველო დიდგორობას უნდა ზეიმობდეს, როგორც საუკუნეების წინ, 1021 წელს, დიდი დავით აღმაშენებლის დროს, საქართველოს ბედი წყდება. დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის.

დავით აღმაშენებელი არ გვყავს…

 

"მაგრამ, ქართველი ხალხი, მიუხედავად რუსების ქილიკისა, დღეს გათითოკაცებული და გახლეჩილი არ არის. და ჩვენ გავიმარჯვებთ", – აცხადებს მომღერალი თამარ ჭოხონელიძე.

 

ამ წუთებში აქციაზე საქართველოს ნაკრებისა და NBA-ს წევრი ნიკა ცქიტიშვილი გამოდის.

 

http://itnexclusive.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...