FIORENTINO Posted August 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2008 იაკობაშვილი: "დღეიდან დიპლომატიური ომი აქტიურ ეტაპზე გადადის" "დღეიდან დიპლომატიური ომი აქტიურ ეტაპზე გადადის", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა. თემურ იაკობაშვილის განცხადებით, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა, თუმცა საქართველოსთვის ყველაფერი საოკუპაციო ჯარების გასვლის შემდეგ დასრულდება. იაკობაშვილმა გორში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გორის დაბომბვის შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ექიმი და ერთი ბავში. იაკობაშვილის ინფორმაციით, ამ დროისათვის რუსული ჯარები განლაგებულნი არიან კონფლიქტის ზონებში და არ გადაადგილდებიან. მისი თქმით, სახელმწიფო სიტუაციის დასარეგულირებლად ყველა რესურს იყენებს - სამხედრო, დიპლომატიურსა და მედიას. იაკობაშვილმა რუსული მედიაზეც გააკეტა კომენტარი და აღნიშნა, რომ რუსული მედია ეწევა ბინძურ კამპანიას და ავრცელებს ჭორებს. იაკობაშვილის ინფორმაციით, მოსახლეობაში არ შეიმჩნევა პანიკა და მიაჩნია, რომ ქართველ ხალხს მილიონიანი არმიაც კი ვერ დააჩოქებს. "საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად დაინახა რომ რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიას", - აცხადებს იაკობაშვილი. მისი თქმით, რუსეთმა ასეთი აგრესიული ქმედებებით ისტორიული შეცდომა დაუშვა. იაკობაშვილმა ბოლოს ქართული საზოგადოება გააფრთხილა, რომ, რუსული მედია-საშუალებების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას არ აჰყვეს. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.