Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დღეს საქართველოში ლომისობა აღინიშნება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/9a8657586386-150x150.jpgდღეს საქართველოში ლომისობა აღინიშნება.

 

 

ქართული სამოციქულო ეკლესია ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დღესასწაულს, იგივე ლომისობას სულთმოფენობიდან მომდევნო ოთხშაბათს აღნიშნავს.

 

 

ლომისის სალოცავი განსაკუთრებული მადლის მატარებლად ითვლება და ამ დღეს იქ უამრავი მლოცველი იკრიბება.

 

 

ლომისის მთავარმოწამეს ადამიანისა და საქონლის გამრავლებას, უშვილონი – შვილიერებას შესთხოვდნენ.

 

 

ტაძარში რკინის დიდი საყელურიანი ჯაჭვი ინახება. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება წმინდანს, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.

 

 

ჯაჭვის კისერზე დადებით წმინდა გიორგისთვის ყმობის გამოცხადების ტრადიცია საქართველოში სხვაგანაც ყოფილა გავრცელებული. ლომისობას წინაქრისტიანულ ეპოქაში უდგას ფესვები.

 

 

ლომისა წარმართული ღვთაება იყო მთიულეთში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები მთელი აღმოსავლეთ საქართველოდან იკრიბებიან.

 

 

ტრადიციის თანახმად, დეკანოზები გამოასვენებდნენ დროშას და “ფერხისას” სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც დღეობა შესაწირავით იმართებოდა.

 

 

ლეგენდების თანახმად, ლომისა გზოვანის წმინდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...