FIORENTINO Posted August 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2008 ოპერაცია მშვიდობის დამყარების მიზნით დასრულებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა სამხედრო ოპერაციების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს. მედვედევმა აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ "აგრესორი ქვეყანა დაისაჯა და ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა". ამასთან, მედვედევმა რუს ჯარისკაცებს ბრძანება მისცა, რომ სამხრეთ ოსეთში ძალადობის კერების აღმოჩენის შემთხვევაში, ეს კერები გაანადგურონ. რუსეთის პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს იმას, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ იწარმოებს სამხედრო მოქმედებები, მაგალითად ისეთი ხასიათის, როგორიცაა დაზვერვა. რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა, რომ ქართული მხარე მშვიდობის შესახებ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში რუსი სამხედროებისგან ადეკვატურ პასუხს მიიღებს. "თუ ქართული მხარე შერიგების შესახებ შეთანხმებას დაარღვევს, მაშინ რუსეთი იძულებული იქნება თბილისს სათანადო პასუხი გასცეს", - განაცხადა ნოგოვიცინმა. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.