planetanews Posted May 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2010 გაზიარება http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_w7RhMVv2I/AAAAAAAADsY/BLO24lO7Ux4/s200/cminda%20sameba.gifგთავაზობთ პასუხებს ყველა ქრისტიანისთვის საინტერესო კითხვებზე, რომლებიც ამოკრებილია სასულიერო პირთა ქადაგებებიდან და მართლმადიდებლური სახელმძღვანელოებიდან.-როგორ უნდა მივესალმოთ მოძღვარს?-მოძღვართან შეხვედრისას მას ამგვარად უნდა მივმართოთ; “დამლოცე მამაო” ან “მაკურთხე მამაო”.-რატომ გამოხატავენ ხატებზე ღვთისმშობელს სამი ვარსკვლავით?-ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისმშობელი ქალწულია ქრისტეს შობამდე, შობისა და შობის შემდეგ. -უნდა მოიხსნან თუ არა ცოლ-ქმარმა გულზე დაკიდებული ჯვარი სარეცლის გაყოფის დროს?-თუ მათი ქორწინება Gღვთისგან კურთხეულია, ესე იგი, ისინი ჯვარდაწერილნი არიან და ეკლესიურად ცხოვრობენ, ჯვრის მოხსნა არ არის საჭირო.-ადამიანის რომელ ნაწილშია სული?-სული მთელ ორგანიზმშია, მაგრამ ის თავს გულითა და გონებით ავლენს. ადამიანის სულს სხეულის მსგავსი იერსახე აქვს, ამის გამო იმქვეყნად სულები ერთმანეთს იცნობენ. -რამდენ ხანს უნდა ეცვას ჭირისუფალს შავი სამოსი და ებუროს შავი თავსაბურავი?-გარდაცვლილის გლოვა 40 დღის განმავლობაში ხდება. ამის შემდეგ მორწმუნე ქრისტიანები აღარ გლოვობენ.-საიდან მომდინარეობს ქრისტეშობის დღესასწაულზე ღორის დაკვლის ტრადიცია?-ეს საეკლესიო ტრადიცია არ არის. შობის დღესასწაულზე ღორის დაკვლის ტრადიცია ხალხში გავრცელებული ჩვეულებაა, რადგან ჩვენი წინაპრები ამ დღისათვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ, პირუტყვს ზრდიდნენ და სუფრაზე ყველაფერი საუკეთესო მიჰქონდათ. შობის დღეს ხომ მარხვა ხსნილია.-ცოდვად გვეთვლება ბიბლიურ თემაზე გადაღებული ფილმების ხილვა?-ფილმების ყურებას აჯობებს თავად ბიბლია იკითხოთ და მის განმარტებებს ჩასწვდეთ.-თუ ღმერთს ვუყვარვარ რატომ მსჯის?-გაიაზრე რა არის მარადისობა და წარმოიდგინე რამხელა საშინელება იქნება, თუ მარადიულ სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებ და მოხვდები ჯოჯოხეთში, რომელიც დემონებსაც კი აძრწუნებს. გიჯობს აქ მოითმინო ყოველგვარი განსაცდელი, ტანჯვა და მიიღო მოწყალე ღმერთისაგან მამობრივი სასჯელი, ვიდრე მარადიულ ცეცხლში ჩავარდე. -მინდა ეკლესიურად ვიცხოვრო, მაგრამ სიგარეტის წევას თავს ვერ ვანებებ, როგორ ვძლიო ამ მავნე ჩვევას?-ბუნებრივია მწეველებიც არიან მრევლში. საბედნიეროდ უმეტესობას სიგარეტისთვის თავის დანებება სურს. გასაგებია, რომ ამას ერთბაშად ვერ შეძლებენ, ამიტომ ვცდილობთ თანდათან გადავაჩვიოთ. როცა მწეველი ეკლესიაში იწყებს სიარულს, ვთხოვთ, ნაკლები მოსწიონ. ჯერ კვირა დღეს იკავებენ თავს მოწევისაგან, მერე ოთხშაბათს და პარასკევს, მერე მარხვის პირველ და ბოლო კვირას და ასე ნელ-ნელა ანებებენ თავს მოწევას.-აღსარებაზე ნათქვამი ცოდვები განკითხვის დროს აღარ მოგვეკითხება?-განკითხვის ჟამს ადამიანს არ მოეკითხება ის ცოდვები, რომლებიც აღსარებისას გულწრფელად მოინანია, ანუ ცოდვების მიტევება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადგანიცდის ადამიანი ჩადენილს და სურს თუ არა მას ამ ცოდვისაგან თავის დახსნა. უფალი ხედავს რამდენად გულწრფელია მოძღვართან ნათქვამი თქვენი ყოველი აღსარება. -როგორ უყურებს ეკლესია მიცვალებულის ერთი საფლავიდან მეორეში გადასვენებას?-ქრისტიანობა მიცვალებულის გადასვენებას არ ეწინააღმდეგება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია.-როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც მისი ახლობელი ადამიანი იეღოველი ხდება?-ასეთ დროს მოთმინებით და მშვიდად უნდა აუხსნათ ახლობელს მისი შეცდომა, მოერიდეთ ყვირილსა და ჩხუბს, რათა ამით ცოდვაში არ ჩაიგდოთ თავი. ამასთან, ილოცეთ მისთვის და შეევედრეთ ღმერთს, თვალი აუხილოს და გონება გაუნათოს შეცდენილს.-რა დანიშნულება აქვს მიცვალებულის სახელზე "საკურთხის" მომზადებას?-არანაირი დანიშნულება არა აქვს. მსგავსი დანიშნულების ჩვევები მაშინ დაინერგა, როცა სამწუხაროდ, არც ეკლესია არსებობდა და არც მოძღვრები იყვნენ. ხალხი კი თავისებურად ცდილობდა მიცვალებულისათვის რაიმე გაეკეთებინა. უნდა გითხრათ, რომ არანაირი რიტუალით მომზადებული კერძი მიცვალებულის სულის საოხი არ იქნება, თუ მის სახელზე მშიერსა და გაჭირვებულს არ დააპურებთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ "საკურთხის" მომზადებისას ქალი ცდილობს რაღაცნაირად შეასრულოს მოძღვრის ფუნქცია: აკურთხოს სუფრა, აკმიოს საკმეველი და მერწმუნეთ, დაუშვებელია, რომ ქალბა ეს გააკეთოს, წარმოთქვას მიცვალებულთა მოსახსენებელი ლოცვა, ლოცვა და საკმეველის კმევა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ოღონდ არა ასე, რომ საეკლესიო ფუნქცია შესრულდეს... მიცვალებულთა სახელზე პანაშვიდის გადახდა მხოლოდ მოძღვარს შეუძლია. თქვენ კი მათ სახელზე შეგიძლიათ მოწყალება გაიღოთ ნებისმიერი სახით. -დასავლეთ საქართველოში ხშირად მიცვალებულს დაკრძალვისას თან აყოლებენ ტანსაცმელს. არის თუ არა ეს საეკლესიო რწმენა?-რასაკვირველია ამას არანაირი კავშირი არა აქვს ეკლესიასთან. მიცვალებულს არ ცივა, რომ რაიმე სამოსი გაატანოთ. ცოცხალი მხოლოდ მისი სულია და სწორედ მისთვის უნდა ილოცოთ და წირვაც შეუკვეთოთ, რომ მან იმქვეყნად სიმშვიდე მოიპოვოს. სამწუხაროდ ეს მავნე ჩვევა იმდენად არის გამჯდარი, რომ ხალხი მოძღვრის რჩევას არ უსმენს და მსგავსი რიტუალებით არა მხოლოდ მიცვალებულის სულს ამძიმებს, არამედ თავიანთ სულსაც. -განსაცდელის ჟამს რომელი ლოცვის კითხვაა უკეთესი?-“მამაო ჩვენო” ყოველი განსაცდელისას, განსაკუთრებით სიცოცხლის საფრთხის დროს და აღსასრულისას.[მოამზადა მერაბ ჩაჩიბაიამ. "ღია ბოქლომი" 11 (15)]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted May 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 26, 2010 გაზიარება http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_w7RhMVv2I/AAAAAAAADsY/BLO24lO7Ux4/s200/cminda%20sameba.gifგთავაზობთ პასუხებს ყველა ქრისტიანისთვის საინტერესო კითხვებზე, რომლებიც ამოკრებილია სასულიერო პირთა ქადაგებებიდან და მართლმადიდებლური სახელმძღვანელოებიდან.-როგორ უნდა მივესალმოთ მოძღვარს?-მოძღვართან შეხვედრისას მას ამგვარად უნდა მივმართოთ; “დამლოცე მამაო” ან “მაკურთხე მამაო”.-რატომ გამოხატავენ ხატებზე ღვთისმშობელს სამი ვარსკვლავით?-ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისმშობელი ქალწულია ქრისტეს შობამდე, შობისა და შობის შემდეგ. planetanews საინტერესოა ამ საკითხზე შევჩერდეთ: როგორ იქნებოდა ქალი ქალწული ახალშობილის მშობიარობის შემდეგ?რას ეფუძნება ამგვარი შეხედულებები? მხოლოდ ისევ რელიგიური პირების მონათხრობებს თუ რაიმე სანდო წყაროს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაათ Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 (edited) planetanews საინტერესოა ამ საკითხზე შევჩერდეთ: როგორ იქნებოდა ქალი ქალწული ახალშობილის მშობიარობის შემდეგ?რას ეფუძნება ამგვარი შეხედულებები? მხოლოდ ისევ რელიგიური პირების მონათხრობებს თუ რაიმე სანდო წყაროს მოდით კითხვა დავსვათ, ამ კონტექსტში რას ნიშნავს ქალწული? ვგულისხმობ ამ სიტყვის სემანტიკას ანუ შინაარსსს. აი მე მაგალითად ქალწული ვარ ზოდიაქოთი. ნახევრად ლომი. ანუ ამ შემთხვევაში ყველანი მიხვდით რომ ზოდიაქოს ნიშანზე მაქვს საუბარი, ხოდა ზუსტად ასე გავყვეთ. რა იგულისხმება ამ სიტყვაში ღმრთისმშობელთან დაკავშირებით. Edited May 29, 2010 by დაათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 მოდით კითხვა დავსვათ, ამ კონტექსტში რას ნიშნავს ქალწული? ვგულისხმობ ამ სიტყვის სემანტიკას ანუ შინაარსსს. აი მე მაგალითად ქალწული ვარ ზოდიაქოთი. ნახევრად ლომი. ანუ ამ შემთხვევაში ყველანი მიხვდით რომ ზოდიაქოს ნიშანზე მაქვს საუბარი, ხოდა ზუსტად ასე გავყვეთ. რა იგულისხმება ამ სიტყვაში ღმრთისმშობელთან დაკავშირებით.დაათ წმინდა წერილის შუქში თუ განიხილავ ამ საკითხს, (მარიამის ქალწულობას, ნათლად დაინახავ რომ საუბარია მარიამის ქალწულობაზე (პირდაპირი გაგებით). "ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული: აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს" - მათეს სახარება. სახარებაში იოსებზე და მარიამზე აგრეთვე ნათქვამია: "არ გაჰკარებია, სანამ მან ვაჟი არ გააჩინა. იოსებმა მას იესო დაარქვა". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაათ Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 (edited) დაათ წმინდა წერილის შუქში თუ განიხილავ ამ საკითხს, (მარიამის ქალწულობას, ნათლად დაინახავ რომ საუბარია მარიამის ქალწულობაზე (პირდაპირი გაგებით). "ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული: აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს" - მათეს სახარება. სახარებაში იოსებზე და მარიამზე აგრეთვე ნათქვამია: "არ გაჰკარებია, სანამ მან ვაჟი არ გააჩინა. იოსებმა მას იესო დაარქვა". თუ პირდაპირი გაგებით წერია მაშინ მაქვს მოსაზრება, რომელსაც აქ ვერ დავწერ. პირადად გეტყვი ოღონდ ერთი პირობით ... ისე საიდუმლოს შენახვა შეგიძლია?? თუ მომცემ ჭეშმარიტ პირობას რომ არავის ეტყვი გეტყვი თუ რათქმაუნდა დაგაინტერესებს. მაგრამ ეს ჩემი აზრია რის ტქმასაც ვაპირებ და არა სხვისი.არა იმიტომ რომ მეშინია ამის დაწერის, ან მცხვენია, არამედ არ მინდა. Edited May 29, 2010 by დაათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 თუ პირდაპირი გაგებით წერია მაშინ მაქვს მოსაზრება, რომელსაც აქ ვერ დავწერ. პირადად გეტყვი ოღონდ ერთი პირობით ... ისე საიდუმლოს შენახვა შეგიძლია?? თუ მომცემ ჭეშმარიტ პირობას რომ არავის ეტყვი გეტყვი თუ რათქმაუნდა დაგაინტერესებს. მაგრამ ეს ჩემი აზრია რის ტქმასაც ვაპირებ და არა სხვისი.არა იმიტომ რომ მეშინია ამის დაწერის, ან მცხვენია, არამედ არ მინდა.დაათ საიდუმლოს შენახვის სპეციალისტი ვარ. შეგიძლია პირადი მიმოწერის ფუნქცია გამოიყენო და იქ მომწერო. ისე კი აქ რისი დაწერაც შეგიძლია თემის შესახებ დაწერე, საინტერესო იქნება. განსაკუთრებით ჩემს ბოლო პოსტზე, სადაც მათეს სახარებიდან მარიამის ქალწულობის დამადასტურებელი მუხლი დავაციტირე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაათ Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 დაათ საიდუმლოს შენახვის სპეციალისტი ვარ. შეგიძლია პირადი მიმოწერის ფუნქცია გამოიყენო და იქ მომწერო. ისე კი აქ რისი დაწერაც შეგიძლია თემის შესახებ დაწერე, საინტერესო იქნება. განსაკუთრებით ჩემს ბოლო პოსტზე, სადაც მათეს სახარებიდან მარიამის ქალწულობის დამადასტურებელი მუხლი დავაციტირე. მოგწერ გავრისკავ, განა იმიტომ რომ შენ არ გენდობი, რა ვიცი აბა... ძალიან პედანტად ნუ ჩამთვლი, არ მჩვევია, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთვევაა მერე წაშალე რა ეგ წერილი რო მოგწერ კარგი? აქ კი დავწერ მხოლოდ იმას რომ ქალწულობა ეს სულიერი მდგომარეობაა, სულის რანგი თუ შეიძლება ასე ითქვას. უბიწობა, შეურყვნელობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 მოგწერ გავრისკავ, განა იმიტომ რომ შენ არ გენდობი, რა ვიცი აბა... ძალიან პედანტად ნუ ჩამთვლი, არ მჩვევია, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთვევაა მერე წაშალე რა ეგ წერილი რო მოგწერ კარგი? აქ კი დავწერ მხოლოდ იმას რომ ქალწულობა ეს სულიერი მდგომარეობაა, სულის რანგი თუ შეიძლება ასე ითქვას. უბიწობა, შეურყვნელობა. დაათ გასარიკსი არაფერი გაქვს. საიდუმლოს შენახვის სპეციალისტივართქო და თუ გინდა მომწერე, თუ არა და მოდი პირად მიმოწერებს ღია ფორუმზე დავანებოთ თავი, ასე თემას ძალას და იერს ვუკარგავთ. მოგვიანებით ჩავასწორებ და წავშლი ჩვენს ამ პირად მიმოწერებს. PM-შიც რომ მომწერ, წავიკითხავ თუ არა იმასაც წავშლი. აბა წარმატებები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 -როგორ უნდა მივესალმოთ მოძღვარს?-მოძღვართან შეხვედრისას მას ამგვარად უნდა მივმართოთ; “დამლოცე მამაო” ან “მაკურთხე მამაო”.და ათეისტები როგორ უნდა მივესალმოთ? -უნდა მოიხსნან თუ არა ცოლ-ქმარმა გულზე დაკიდებული ჯვარი სარეცლის გაყოფის დროს?-თუ მათი ქორწინება Gღვთისგან კურთხეულია, ესე იგი, ისინი ჯვარდაწერილნი არიან და ეკლესიურად ცხოვრობენ, ჯვრის მოხსნა არ არის საჭირო. :D ეს ყველაფერი არის რიტუალური რელიგიებისთვის დამახასიათებელი რიტუალური აზროვნება, რიტუალური კი მეტი არაფერი არ არის გარდა სპექტაკლებისა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 -როგორ უნდა მივესალმოთ მოძღვარს?-მოძღვართან შეხვედრისას მას ამგვარად უნდა მივმართოთ; “დამლოცე მამაო” ან “მაკურთხე მამაო”.და ათეისტები როგორ უნდა მივესალმოთ? :D ეს ყველაფერი არის რიტუალური რელიგიებისთვის დამახასიათებელი რიტუალური აზროვნება, რიტუალური კი მეტი არაფერი არ არის გარდა სპექტაკლებისა Nukriko ათეისტებმა სასულიერო პირი შეუძლიათ საზოგადოებაში მიღებული ფორმით მოიხსენიონ, მიესალმონ და მიმართონ. მაგალითად როგორ ბრძანდებით ბატონო ილია, გამარჯობათ ბატონო ილია, ბატონო ალექს, ბატონო ვაჟა და ა.შ. ათეისტისტვის რელიგიური ლიდერები საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან, ჩვეულებრივი იმ გაგებით რომ ისინი ათეისტების სულიერ მასწავლებებს არ წარმოადგენენ. ამიტომ სრულიად მართებული, მისაღები და ცივილურია ის მიმართვები და მისალმების ფორმა რომელიც აქ დავწერე. მე მაგალითად არცერთ შემთხვევაში მამაჩემის გარდა არცერთ ადამიანს არ მივმართავ სიტყვით მამა. მომინდომეეს ააქ.... :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 (edited) მე მაგალითად არცერთ შემთხვევაში მამაჩემის გარდა არცერთ ადამიანს არ მივმართავ სიტყვით მამა. მომინდომეეს ააქ.... :TAT: ხოო მამაო აზრო Edited May 29, 2010 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 (edited) ხოო მამაო აზრო გისმენ შვილო Nukriko. ;) მამაო არა ვარ და არც არასოდეს ვიქნები. კაი ნუღარ გავაოფებთ. (შვილო ისევე ხუმრობით დაგიწერე, როგორც შენ მამაო აზრი დაწერე) Edited May 29, 2010 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.