Jump to content
Planeta.Ge

ჟურნალისტების დევნა ზუგდიდში – სამხარეო პოლიციის უფროსის ხელმძღვანელობით


Recommended Posts

დღეს საქართველოს მთავრობამ მორიგი გასვლითი სხდომა სამეგრელოში გამართა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში მთავრობის წევრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, რეგიონში განსახორციელებელ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.

 

ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია მინისტრთა კაბინეტის გასვლით სხდომას. სამართლდამცავებმა, რომლებიც გამგეობის შენობას იცავდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საინფორმაციო–ანალიტიკური პორტალის Presa.ge–ს კორესპონდენტს, ნანა ფაჟავას. პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად გამგეობის შენობასთან მისულ ჟურნალისტებს: სოსო ხოფერიას (რადიო „მწვანე ტალღა), პაატა ლაგვილავას (გაზეთი „თავისუფალი სიტყვა“), გერონტი ყალიჩავას (რადიო „თავისუფლება“), სოფო ხუბულავას (გაზეთი „სამეგრელოს ქრონიკა“) და მე შეხვედრის გაშუქების საშუალება არ მოგვცეს.

 

15–წუთიანი მთავრობის სხდომის გასაშუქებლად დარბაზში მხოლოდ ცენტრალური ტელევიზიების კორესპონდენტები შეუშვეს...

 

ნანა ფაჟავა, ჟურნალისტი: “დაანონსებული სამთავრობო გასვლითი სხდომის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მე და ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ზუგდიდის გამგეობის შენობაში დღის 2 საათისთვის შევედით. შესასვლელში რეგიონული გაზეთების – „თავისუფალი სიტყვისა“ და „სამეგრელოს ქრონიკის“ – ჟურნალისტები: სოფო ხუბულავა და პაატა ლაგვილავა შევნიშნეთ, რომლებმაც გვითხრეს, რომ ე. წ. სამივე ნაციონალური არხის ჟურნალისტები და ოპერატორები სამთავრობო სხდომას უკვე ესწრებოდნენ, მათი სხდომაზე დაშვების საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ამ დროს მომიახლოვდა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსი, რუსლან შამახია და მისი მოადგილე, ლევან ქირია, რომლებმაც შენობის დატოვება მომთხოვეს. ამავე წუთში მოგვიახლოვდა სამთავრობო დაცვის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც განგვიმარტა, რომ 2 წუთში პასუხს ჩვენი დაშვების თაობაზე პრესსამსახურისგან პირადად მივიღებდით. თუმცა არც ამის საშუალება მოგვცეს, რომ პასუხს დავლოდებოდით და ოთხივე ჟურნალისტს კარებისკენ მიგვითითეს, პასუხს ქუჩაში დაელოდეთო. მე ვუხსნიდი, რომ მათ არ ჰქონდათ ჩვენი გაძევების უფლება, მითუმეტეს, როცა სხვა ჟურნალისტები უკვე სხდომაზე იყვნენ. მას შემდეგ, რაც პოლიციის უკანონო მოთხოვნა არ შევასრულეთ, შამახიამ და ქირიამ ჩემი ძალის გამოყენებით გაძევება რამდენჯერმე სცადეს. ცხადია, ისინი ვიდეო-კამერას უფრთხოდნენ, რომელიც მხოლოდ მე მეჭირა. ზუსტად ორ წუთში გამოჩნდა პრემიერ გილაურის პრესსპიკერი ნიკოლოზ მჭედლიშვილი, რომელმაც განმარტა, რომ „სააგენტოების სხდომაზე ყოფნის პრეცედენტი ჯერ არ დაშვებულაო.“ სააგენტოს კი არც ერთი ჩვენგანი არ წარმოადგენდა. რადგან მე ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ვთანამშრომლობდი, კადრების გადაღების უფლება ვითხოვე. მჭელიშვილმა თქვა, გავარკვევო, მაგრამ სწორედ ამ დროს, მის თვალწინ, შამახიამ და ქირიამ ჩამავლეს მკლავებში ხელი და ძალის გამოყენებით გამაძევეს. უკან დანარჩენი ჟურნალისტებიც გამომაყოლეს. შენობის გარეთ გამოვიდა მჭედლიშვილიც, რომელმაც პოლიციის საქციელი ხმამაღლა გააპროტესტა, ჟურნალისტებს როგორ ექცევით, როგორ ეჭიდავებითო. სამწუხაროდ, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა სამიოდე წუთში ნანახი ურცხვად უარყო. სამთავრობო სხდომის დასრულების შემდეგაც არ მოგვეცა ინფორმაციის მიღების საშუალება. გამგეობის შენობა მთავრობის წევრებმა კორდონის გავლით დატოვეს... ზემოთ ხსენებული ინციდენტის ამსახველი სრული აუდიოჩანაწერიც მაქვს.“

 

პაატა ლაგვილავა, ჟურნალისტი: „გამგეობაში მთავრობის გასვლითი სხდომის გასაშუქებლად მივედით. გვითხრეს, რომ არ შეგვიშვებდნენ. შემდეგ პრემიერის პრესსამსახურის უფროსი ჩამოვიდა და თქვა, რომ პრესა და სააგენტოები სხდომაზე არ დაიშვებოდნენ. ის დაგვპირდა, რომ მინისტრების ჩაწერის საშუალება სხდომის დასრულების შემდეგ მოგვეცემოდა. მოგვიანებით გამგეობის ფოიედანაც კი გაგვაძევეს. ჩვენ, ჟურნალისტები, კანონს არ ვარღვევდით, თუმცა პოლიციამ ძალის გამოყენებით გარეთ გაგვყარა. presa.ge-ს ჟურნალისტი, ნანა ფაჟავა, ზუგდიდის პოლიციის უფროსმა, რუსლან შამახიამ და მისმა მოადგილემ ძალის გამოყენებით გარეთ გაიყვანეს. ნება არ დაგვრთეს თუნდაც გამგეობის შენობის წინ გავჩერებულიყავით და სხდომიდან გამოსული მინისტრები ჩაგვეწრა. ჟურნალისტების დევნას პირადად სამხარეო პოლიციეს უფროსი, თენგიზ გუნავა და ზუგდიდის პოლიციეს უფროსი, რუსლან შამახია, ხელმძღვანელობდნენ. გვაინტერესებდა, თუ რომელი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე მოქმედებდა პოლიცია, როცა ჟურნაილისტებს ფოიეში შესვლის ან გამგეობის შენობის წინ დგომას გვიკრძალავდა. ამ კითხვაზე სამართალდამცავებმა არ გვიპასუხეს“.

http://7days.ge/index2.php?newsid=1562

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაუფრთხილდით ხალხო ჟურნალისტებს რომლებიც რეალურად თქვენზე/საზოგადოებაზე მუშაობენ. დამიჯერეთ ისინი გაცილებით მეტად გჭირდებათ ვიდრე წარმოგიდგენიათ ..

 

თქვენ თუ არ დაიცავთ საკუთარ თავს დამოუკიდებლად ვერ დაიცავენ და საბოლოო ჯამში ისევ თქვენ/საზოგადოება წააგებთ ამით ..

 

არ ვიცი რა მოხდა სამეგრელოში და მაგ ინცინდენტზე ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი რომ რასაც ვწერ 110% სიმართლეა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...