planetanews Posted May 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/cnn_thumb1.jpgფარიდ ზაქარია: ჩვენ გვიერთდება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მადლობას გიხდით, რომ ჩვენთან ერთად ხართ. მიხეილ სააკაშვილი: გმადლობთ თქვენ. მოხარული ვარ თქვენს გადაცემაში მონაწილეობით. ფ.ზ.: ნება მომეცით გკითხოთ, თქვენ ხანგრძლივი, გულწრფელად რომ ვთქვათ რთული ურთიერთობები გაკავშირებთ რუსეთთან. ობამას ადმინისტრაცია ცდილობს რუსეთთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებას. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარება ირანის საკითხზე ან რეგიონალური უსაფრთხოების სხვა საკითხებზე? მ.ს.: ცდა ცალსახად ღირს და რა თქმა უნდა, მე ვულოცავ პრეზიდენტ ობამას ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე ხელშეკრულების ხელმოწერას. რა თქმა უნდა, ამით საერთაშორისო სისტემამ კარგი გზავნილი მიიღო, რომ ბირთვული შეიარაღება შემცირდება. ნებისმიერი ვალდებულება, რომელიც პრინციპებს დაეფუძნება სასარგებლო იქნება. ვფიქრობ, ამერიკელებს ეს ესმით. ფ.ზ.: მაგრამ ბევრი ნერვიულობს, მე ეს მომისმენია მსოფლიოს თქვენს ნაწილში: აღმოსავლეთ-ევროპასა და ცენტრალური აზიის ზოგიერთ ნაწილში, რომ ჩვენ ამერიკელები რუსეთს საკმარისად მკაცრად არ ვექცევით. მ.ს.: ვფიქრობ, მე არ მინახავს იმის ნიშნები, რომ კომპრომისი მთავარი პრინციპის ხარჯზე მიიღწევა. მთავარი პრინციპი კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ რეგიონში უნდა იყოს დემოკრატია, რომ საჭიროა დემოკრატიული მმართველობის მხარდაჭერა. ვფიქრობ, ამერიკელები ამ საკითხში ძალიან სწორხაზოვნად მოქმედებენ და პირადად პრეზიდენტ ობამას ამ მხრივ მტკიცე პოზიცია უკავია. მე იმის თქმა მსურს, რომ ის ამაზე ღიად საუბრობს. ყოველთვის, როდესაც ეს საჭირო იყო, ის სწორ ნაბიჯებს დგამდა და ის არამხოლოდ სწორად საუბრობდა, არამედ სწორი იყო მისი სხეულის ენაც (body language) მოსკოვშიც და მსოფლიოს სხვა ადგილებში შეხვედრების დროსაც. იცით, არსებობს ძალიან ბევრი ორაზროვნება, გადმონაშთები, განსაკუთრებით, მმართველობის ავტორიტარულ სისტემებში. როდესაც ამ ტიპის რაღაცეებზეა საუბარი, სხეულის ენა შეიძლება გაცილებით მეტს ნიშნავდეს, ვიდრე ის თუ რას ამბობთ თქვენ და ვფიქრობ, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ყველაფერი ძალიან კარგად ესმის. ფ.ზ.: მოდით, რუსეთთან თქვენი კონფლიქტი განვიხილოთ. მ.ს.: რა თქმა უნდა. ფ.ზ.: არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რომ კონფლიქტი თქვენი პროვოცირებულია. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა საერთაშორისო ცნობები არსებობს. მ.ს.: ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრნენ. შემოჭრას არავინ უარყოფს. სხვათაშორის იმ ცნობებშიც კი, რომლებიც ძალიან ბოროტი იყო და არ აინტერესებდათ, ბრალი ვის მიუძღოდა, მათშიც კი ნათქვამი იყო, რომ დიახ ამ ქვეყანაში არმია შეიჭრა. როგორი იურიდიული ფორმულირებებიც არ უნდა იდგეს ამის უკან, ფაქტი ფაქტად რჩება. ფ.ზ.: თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთი ცდილობს აღადგინოს, ხელახლა შექმნას საბჭოთა პერიოდის ძველი იმპერია? მ.ს.: პირველი რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა იყო ის, რომ საბჭოთა კავშირის ისტორიისთვის ჩაბარება და მისი დანგრევა უდიდესი ტრაგედიაა. მან აღადგინა საბჭოთა ჰიმნი. მას აშკარად ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვს ზოგიერთი საბჭოთა სიმბოლიკის მიმართ და რა თქმა უნდა ფიქრობს, რომ ეს მისი გავლენის სფეროა, მაგრამ საქმე ის არის რომ და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველო ასეთი პრობლემაა… ფ.ზ.: თქვენ ფიქრობთ, რომ ისინი კონტროლის აღდგენისთვის აქტიურ ნაბიჯებს დგამენ? მ.ს.: ამის ყოველმხრივ დადასტურებას ყოველდღიურად ვხედავთ, მაგრამ ვფიქრობ რომ რაც უფრო ირჯებიან (ყოველ შემთხვევაში ჩვენს შემთხვევაში ასეა), ეფექტი მით უფრო მცირეა, რადგან როდესაც ერთხელ დაიწყებ დემოკრატიულ თამაშს, მერე ეს ტოტალიტარული ფანდები აღარ მოქმედებს და მათ იციან, რომ დრო მათ წინააღმდეგ მუშაობს. აი რატომ ჩქარობენ. მათ სურთ თავისას მიაღწიონ მანამ, სანამ ჩვენ სრულყოფილ წარმატებულ დემოკრატიად ჩამოვყალიბდებით. ჩვენ ამ გზით მივდივართ და იცით როდესაც საქმე მსგავს დახურულ საზოგადოებასთან და ავტორიტარულ მმართველებთან გაქვთ, მათ სძულთ ღია საზოგადოება, გამჭვირვალობა, ეფექტურობა, არაკორუმპირებული სისტემები. აი რის მიღწევას ვცდილობთ ჩვენ სრულად და შეუქცევადად. ფ.ზ.: პუტინმა თქვენზე განაცხადა, რომ თქვენი გადაყენება სურს. მგონი მან ივარაუდა კიდეც, რომ ცუდი არ იქნებოდა თუკი ვინმე მოგკლავდათ. მ.ს.: არა, მას ჩემი კვერცხებით დაკიდება სურდა, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, მე ამას სერიოზულად არ აღვიქვამ. ფ.ზ.: შეხვედრიხათ მას? მ.ს.: ბევრჯერ! ფ.ზ.: რას ფიქრობთ მასზე, როგორც ადამიანზე? მ.ს: ვფიქობ, ის ადამიანთა მოძველებულ ტიპს განეკუთვნება. ის დაუნდობელია. „კაგებეს“ იმ ძველი თაობიდანაა, რომელიც მსოფლიოს უყურებს, როგორც თამაშს ნულოვანი საწყისით. ბევრ ადამიანს მსოფლოში და მეც პირველ რიგში, იმის თქმა გვსურს, რომ ცივი ომის დასრულება გვიხარია, მაგრამ ის ამ მოსაზრებას ნამდვილად არ იზიარებს. მას დღემდე მიაჩნია, რომ დასავლეთმა რუსეთი გააბრიყვა და რუსეთმა საკუთარი გავლენის სფერო უნდა აღიდგინოს, მაგრამ რუსეთი ასი პროცენტით არ ცხოვრობს ნამდვილი მოდერნიზაციის, დემოკრატიის და იმის გარეშე რომ მართლაც გაიხსნას. ეს ადამიანები მოგზაურობენ. მათ შესანიშნავად იციან მსოფლიოში რაც ხდება. რა თქმა უნდა ნორმალურ ადამიანებს ვგულისხმობ. ფ.ზ.: პრეზიდენტი მედვედევი? ის შესძლებს გახდეს რუსეთის მოდერნიზაციის წყარო? მ.ს.: ამას ძალიან ვისურვებდი. მართლა, მე მედვედევსაც შევხვედრივარ. მას ცალსახად განსხვავებული სტილი აქვს და იცით რომ ის სხვა თაობის წარმომადგენელია. მას ჩვენზე ძალიან ბევრი ცუდი რამ აქვს ნათქვამი, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ვიცი იქ რეალურად ვინ მართავს. ფ.ზ.: ანუ მედვედევს არა აქვს ძალაუფლება? მ.ს.: ვიმედოვნებ, ის იმაზე მეტი გახდება ვიდრე კალინინი და პოდგორნი იყვნენ ბრეჟნევის დროს. რუსეთში ბევრი ეშმაკური ფანდია, მაგრამ ვფიქრობ რომ პირველ რიგში საქმე ეხება არა კრემლში და მის ირგვლივ არსებულ ინტრიგებს. ვფიქრობ, რუსეთის საზოგადოებას უკიდურესად ესაჭიროება მოდერნიზაცია და ღიაობა. ვინც არ უნდა გააკეთოს ეს ის მოიგებს, რადგან ჩვენ 21-ე საუკუნის მსოფლიოში ვცხოვრობთ მთელი თავისი გამოწვევებით. რუსეთი ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ საზოგადოება ჩაკეტოს, ცუდად მოექცეს სხვებს, დააშინოს და ზიანი მიაყენოს მათ და ამ ყველაფერს გაუმკლავდეს. ფ.ზ.: ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა. სასიამოვნო იყო თქვენთან გასაუბრება. მ.ს.: დიდი მადლობა! ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts