planetanews Posted May 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2010 დღეს ირაკლი ალასანია პრესა.გე-მ ახლადშექმნილ ინტერნეტ-მედია კლუბში მიიწვია. ჟურნალისტმა რუსიკო მუმლაძემ მასთან ინტერვიუ მოამზადა, რომელსაც სრული სახით გთავაზობთ: „ახლადშექმნილმა ინტერნეტ-მედია კლუბმა პირველად მერობის კანდიდატს ირაკლი ალასანიას უმასპინძლა. პრესა.გე-სთან საუბარში ალასანიამ აღიარა, რომ, როცა ის ჭადრაკის სასახლეში საზოგადოებასთან შესახვედრად მიდიოდა, მისთვის იქ ნოღაიდელი არ უნდა დაეხვედრებინათ. ინტერნეტ-მედია კლუბში მისულმა ალასანიამ განაცხადა, რომ მის ალიანსს არჩევნებამდე დამარცხებული ჰყავს მთავარი კონკურენტი - „უიმედობა“, დანარჩენს კი, 30 მაისის არჩევნები გვეტყვის. თუმცა, მერობის კანდიდატი ფიქრობს, რომ თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა მოიხადოს ვალი და მივიდეს არჩევნებზე, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ვერ შესძლებს სახელისუფლებო კანდიდატი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით არჩევნები მოიგოს. მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე ხუთი დღეა დარჩენილი, ალასანიას მაინც ახსენებენ ჭადრაკის სასახლეს, თინა ხიდაშელისა და სხვა ალიანსელების მხრიდან თავიანთი ლიდერის „შემკობის“ ფაქტებს. პარტია „თავისუფლების“ წევრი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ თუ ალიანსი არჩევნებში დამარცხდება ეს სწორედ ხიდაშელის მაშინდელი ქცევის შედეგი იქნება და ოპოზიციას კვლავ მოუწოდებს ერთიანი კანდიდატის მხარდაჭერისკენ. ძნელი სავარაუდოა, რომ ერთიან კანდიდატზე არჩევნებამდე ვინმე შეთანხმდეს, მაგრამ გია თორთლაძის პარტიის ორმა მაჟორიტარმა კანდიდატმა ვაკესა და საბურთალოზე ალიანსის კანდიდატების სასარგებლოდ მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები და პარტიაც დატოვეს. რაც შეეხება ჭადრაკის სასახლეს, პრესა.გე თავად შეეცადა, ბოლოს და ბოლოს „ამოეხსნა“ იქაური საიდუმლო და პირადად ალასანიასგან შეეტყო, რატომ ვერ შედგა შეთანხმება მერობის ერთიან კანდიდატზე. პრესა.გე: გავრცელდა ინფორმაცია, როცა ირაკლი ალასანია ჭადრაკის სასახლეში მიიწვიეს, მას უთხრეს, რომ იქ ნოღაიდელი არ მივიდოდა. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს? რატომ მივიდა ჭადრაკის სასახლეში ალასანია და შემდეგ რატომ წამოვიდა იქიდან? ირაკლი ალასანია: მე მივედი საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიწვევით. არცერთი პოლიტიკური ძალა, მათ შორის, ნოღაიდელი იქ არ უნდა ყოფილიყო. - ანუ მაშინ ირაკლი ალასანია მოატყუეს? - იცით, რა? მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდებოდა იმ დროს და ვერავის დავაბრალებ, რომ სპეციალურად იყო რაიმე დაგეგმილი. როგორც მოხდა, ისე მოხდა. ნუღარ გავაგრძელებთ ამაზე საუბარს. მე მივედი იმიტომ, რომ ეს იყო საზოგადოების მოთხოვნა, ერთიანი კანდიდატი ყოფილიყო. გახსოვთ, ბატონმა დავით მაღრაძემ მოგვიწოდა, შევკრებილიყავით და მოგვესმინა, საზოგადოებას რა გეგმები ექნებოდა ამ არჩევნებთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ მაშინაც, ბევრ პოლიტიკურ ძალაში კითხვის ნიშნის ქვეშ სერიოზულად იდგა საკითხი, ღირდა, თუ არა ამ არჩევნებში წასვლა და მონაწილეობა. მე მინდოდა, კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი, რომ ერთობაც და ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ არჩევნებით მომხდარიყო ცვლილებები ქვეყანაში. - თუმცა, იქ მოხდა ის, რომ ნოღაიდელმა განაცხადა, ფორმულა „ყველა მინუს ნოღაიდელი“ აღარ არსებობსო. - იქ რაც მოხდა, ჩემზე კარგად იცით. იქ იყო მოლოდინის გაჩენა, რომ დიდი ოპოზიციური ერთობა შესაძლებელია. ჩვენ გავაგრძელეთ მოლაპარაკებები კონსერვატორებთანაც და იმ ადამიანებთან, ვისაც კანდიდატურები ჰყავდათ დაყენებული, მაგრამ ვერ შევთანხმდით რიგ საკითხებზე, როგორიცაა - როგორ უნდა ჩატარებულიყო სოციოლოგიური გამოკითხვა, რა ვადები უნდა ყოფილიყო ამისთვის და დრო არ დაგვეკარგა საარჩევნო მზადებისთვის. რომ ვერ შევთანხმდით ამაზე, ჩვენ გავაგრძელეთ გზა არჩევნებისკენ, მათ გარეშე. - ზვიად ძიძიგურმა თქვა, მეც და კობა დავითაშვილიც ალასანიას სასარგებლოდ მოვხსნიდი კანდიდატურას, ალასანია რომ არ წასულიყო მაშინო. - მე არც არსად მივირბინე და არც არსაიდან გავქცეულვარ. იყო მოლაპარაკებების პროცესი და თუ ვინმეს უნდოდა, საკუთარი გადაწყვეტილების მიღება, მიეღო მაშინ“. პრესა.გე View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts