planetanews Posted May 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2010 „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა #3 სასჯელაღსრულების იზოლატორში არსებული გაუსაძლის პირობები გააპროტესტა. სულხან ღლონტის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციის მიერ ყოველდღიურად ადგილი აქვს პატიმართა უფლებების შელახვისა და ცემის ფაქტებს. „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სახალხო დამცველსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს მოუწოდებს, დაინტერესდეს ბათუმის ციხეში არსებული ვითარებით. სულხან ღლონტის მტკიცებით, მან არსებული დარღვევების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია სარწმუნო წყაროებისგან მიიღო. შტაბს ციხეში არსებულ ვითარებაზე პატიმრების ნათესავებმა და წერილობით თავად პატიმრებმა აცნობეს. იმ შემთხვევაში, თუკი უახლოეს მომავალში ბათუმის საპყრობილეში პატიმართა პირობები არ გაუმჯობესდება, სულხან ღლონტი აქციების მოწყობით იმუქრება. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბათუმში მყოფმა ხათუნა კალმახელიძემ კომენტარი არ გააკეთა. მისი პრესსამსახურის განმარტებით, მინისტრი ამ პრობლემის მოგვარებით დაინტერესდება. ვიდეო ტვ25 View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts