Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/a-150x150.jpgრამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე აღლუმი დასრულდა.

 

 

აღლუმზე სადემონსტრაციოდ გამოყვანილი იყო სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ტექნიკა და ჯავშანტრანსპორტიორები.

 

 

აღსანიშნავია, რომ ქართული ტექნიკა ახალი შეფერილობისაა. თანდათან ხდება რუსული სამხედრო ტექნიკის სხვა ქვეყნის წარმოების ტექნიკით ჩანაცვლება. აღლლუმზე მისულ საზოგადოებას თურქული წარმოების საბრძოლო ქვეითთა საბრძოლო მანქანების ხილვის საშუალება ჰქონდათ. ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ავიაცია, რომელმაც თბილისის ცაზე საშუალებით საქართველოს დღოშის ფერები.

 

 

აღლუმის სტუმრები და პრეზიდენტი რიყეზე ყვავილების ფესტივალზე გადაინაცვლებენ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 35
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ბოტის მადლი შეგვეწიოს ამ თემაში :)

მგონი გარკვეული ქრონიკა კი შეგვიქმნა პატივცემულმა planetanews მა :))

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/hillary-clinton-food-security-300x200.jpgაშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.  კლინტონის განცხადება დღეს ქართულმა ტელევიზიებმა გაავრცელეს. “ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა, თქვენი მდიდარი კულტურისა და ისტორიის ზეიმი. ქართველებმა შთამბეჭდავ პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას მიაღწიეს და მე მჯერა საქართველოს ნათელი მომავლის”, – ნათქვამია განცხადებაში. ჰილარი კლინტონმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აშშ-ისთვის ძვირფასი მეგობარია და კვლავ გამოხატა ვაშინგტონის ერთგულება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მან ასევე დაადასტურა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაფართოებისკენ აშშ-ს მისწრაფება.  “გიგზავნით საუკეთესო სურვილებს დამოუკიდებლობის დღეს, მომავალი წელი მშვიდობიანი და წარმატებული იყოს”, – ნათქვამია კლინტონის განცხადებაში.

 

 

 

 

View the full article

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

planetanews

აღლუმის ბოლო ფრაზა რატომ არ გიწერია?

საკუთარი ყურით გავიგონე მიკროფონში ისმოდა - ორკესტრს 20 ლარი ჩამოუწერით ბოლო მარშისთვის :)

 

ისე მართალი კი იყო, ორკესტრი გვყავდა ძალიან კარგი და დღეს რა ჯანდაბას უკრავდნენ - შემელახა ესთეთიური გრძნობები :))

ფანფარა გამოცვალონ, საშინელება იყო :nodar:

 

ხო, მართლა - როლანდ ახალაიებს რისთვის მისცეს ორდენები?

თან ორი იყო როკანდი ახალაია - გავოცდი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/burjanadze-150x150.jpg“დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვაკის პარკში ვეტერანებთან ერთად აღნიშნავს.ამის შესახებ განცხადება დღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა ვახტანგ ყოლბაიამ გააკეთა.

 

 

http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/demokratiuli-mozd.jpg

 

 

 

 

itvს ლინკი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აღლუმის ბოლო ფრაზა რატომ არ გიწერია?

აპატიე მეტს არ იზავს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/saakashvili111-300x206.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით” 23 ადამიანი დააჯილდოვა. საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის, ხელოვნებაში წარმატებული მოღვაწეობისთვის, “ბრწყინვალების ორდენით” დაჯილდოვდა ცნობილი ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე; საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობაში მიღწეული წარმატებებისთვის, გაერთიანებული შტაბის უფროსი დევი ჭანკოტაძე; მსოფლიოში ქართული საბალეტო სკოლის აღორძინებისა და საქართველოს წარმოჩინებისათვის ნინო ანანიაშვილი; ქართულ საქმეში, უცხოეთში ქართულ დიასპორაში მრავალწლიანი თავდადებისთვის ალექსანდრე ბესტავაშვილი;  ყველაზე რთულ დროს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობისათვის და ნოვატორობისთვის ქართულ ბიზნესში ლადო გურგენიძე;  100-ზე მეტი ქართული ძეგლის აღდგენისათვის ნიკა ვაჩეიშვილი; ბათუმის და ანაკლიის ბულვარების, თბილისის გმირთა მემორიალისა და საქართველოს ახალი პარლამენტის შენობის პროექტების შექმნისთვის ალბერტო დომინგო კაბო; პატრიოტიზმისთვის და ახალი სტანდარტების დანერგვისთვის ქართულ ბიზნესში კობა ნაყოფია; საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის ნანი ბრეგვაძე;  ნინო სუხიშვილი, ილიკო სუხიშვილი და ჯემალ ჭკუასელი; 70-იანი წლების შემდეგ კორუფციასთან, უკანონობასთან და მაფიასთან ხმალამოღებული თავდადებული ბრძოლისთვის როლანდ ახალაია; საქართველოში ასეულობით მილიონის ინვესტიციის სწორად ორგანიზებისათვის  და წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის ხატერ მასადი; სამეცნიერო მოღვაწეობისთვის, ქართული საერთაშორისო სიმართლის სკოლის შექმნისთვის ლევან ალექსიძე; ბრწყინვალე არქეოლოგიური ექსპედიციებისთვის და დიდი არქეოლოგიური ღვაწლისთვის იულონ გაგოშიძე; დიდი დამსახურებისთვის სამედიცინო საქმიანობაში და სამოქალაქო თავდადებისთვის როლანდ ახალაია; ყველაზე რთულ პერიოდში გამოჩენილი თავდადებისთვის, ქართული პატრიოტული ახალგაზრდონის საუკეთესო სახით წარმოჩინებითვის ეკა ზღულაძე; წარმატებული საქმიანობისთვის ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის საქმეში რამაზ ნიკოლაიშვილი; თითქმის ოცწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის საქართველოში დანიელ კუნინი; ქართული საფრენოსნო სკოლის შექმნის საქმეში და მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის ქართულ ავიაციაში შამილ გოგოშიძე; ნოვატორობისთვის და პატრიოტული საქმიანობისთვის ნიაზ დიასამიძე; წარმატებული საქმიანობისთვის ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის საქმეში ირაკლი ეზუგბაია.

 

 

IPN

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/aglumi_409521401-300x224.jpgრუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი დასრულდა. აღლუმი ერთი საათი და 5 წუთი გრძელდებოდა. საზეიმო სამხედრო მსვლელობაში 4325 ქვეითი მონაწილეობდა, რომელთა შემდეგ რუსთაველის გამზირზე კოლონებად სამხედრო ტექნიკამ ჩაიარა. აღლუმი საავიაციო სამხედრო ტექნიკის საჩვენებელი ფრენით დასრულდა. ღონისძიებას საქართველოს კათპოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების, სასამართლოს, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, დიპკორპუსის, რელიგიური კონფესიების წევრები, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მეომართა ოჯახების წარმომადგენლები, ხელოვანები, სპორტსმენები, სახალხო დამცველის აპარატის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებელი მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება. Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/201002244103-300x248.jpgმოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ოპოზიციონერი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის შეფასებით, “პრეზიდენტ სააკაშვილს ჯილდოების გადაცემა უკვე შიზოფრენიაში გადაუვიდა”. სწორედ ასე შეაფასა გაჩეჩილაძემ “პირWელთან” საუბრისას პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რიგი პირებისთვის, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორისთვის როლანდ ახალაიასთვის “ბრწყინვალების” საპრეზიდენტო ორდენის გადაცემის ფაქტი. “ამასთან დაკავშირებით შეფასებას ვერ გავაკეთებ – ვერც დადებითს და ვერც უარყოფითს, რადგან პრეზიდენტს ჯილდოების გადაცემა უკვე შიზოფრენიაში გადაუვიდა” – განაცხადა გაჩეჩილაძემ. რაც შეეხება იმ ფატქს, რომ ადრე როლანდ ახალაიას ჯილდო პატრიარქმაც გადასცა, გაჩეჩილაძის აზრით, “იმ შემთხვევაში პატრიარქის ჯილდო ალბათ, გარკვეული სიმძიმის მატარებელი იყო”. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას და კუდ-ის ფაქტობრივი უფროსის დათა ახალაიას მამა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორი როლანდ ახალაია პრეზიდენტ სააკაშვილს ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციამდე”, იმ პერიოდში დაუახლოვდა, როცა მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში მუშაობდა და ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდა, რა მიზნითაც თანამდებობის პირთა გადაბირებას ეწეოდა. გარდა ამისა, კულუარულად მის სახელს წლების წინ სამეგრელოში მომხდარ რამდენიმე მკვლელობას, ასევე სადღეისოდ რეგიონში ტვირთების ტრანზიტული ბიზნესის კონტროლს უკავშირებენ. Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/12/P1030300-300x225.jpg

 

 

“ეროვნული საბჭოს” ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, “ოპოზიცია პატივს სცემს ქართულ ჯარს, მაგრამ არა მის მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილს”. ამის შესახებ ძიძიგურმა ვაკის პარკში განაცხადა, სადაც არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ვეტერანებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. “საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დიდი მონაპოვარია და ყველას ვულოცავთ ამ დღეს, მათ შორის – აქ შეკრებილ ვეტერანებს. ჩვენი აქ შეკრება არის დასტური იმისა, რომ ქართული საზოგადოება უზარმაზარ პატივს სცემს ქართულ ჯარს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაიაა”, – განაცხადა ძიძიგურმა, რომლის აზრით, “მიხეილ სააკაშვილს დღეს აღლუმის ჩაბარების მორალური უფლება არ ჰქონდა”. შეგახსენებთ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ვეტერანებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მისალოცად დღეს ვაკის პარკში შეიკრიბა.

 

 

პირWელი

 

 

Sharevar button = document.getElementById('facebook_share_link_8890') || document.getElementById('facebook_share_icon_8890') || document.getElementById('facebook_share_both_8890') || document.getElementById('facebook_share_button_8890');if (button) { button.onclick = function(e) { var url = this.href.replace(/share.php/, 'sharer.php'); window.open(url,'sharer','toolbar=0,status=0,width=626,height=436'); return false; } if (button.id === 'facebook_share_button_8890') { button.onmouseover = function(){ this.style.color='#fff'; this.style.borderColor = '#295582'; this.style.backgroundColor = '#3b5998'; } button.onmouseout = function(){ this.style.color = '#3b5998'; this.style.borderColor = '#d8dfea'; this.style.backgroundColor = '#fff'; } }}

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/gmirta_monumenti.jpgპრეზიდენტმა გმირთა მოედანზე “გმირთა მონუმენტი” ოფიციალურად გახსნა. მემორიალი 1921 წელს დაღუპული იუნკერების, 1924 წლის აჯანყების მეთაურების, 1992-93 წლებში აფხაზეთში და 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულ მეომართა ხსოვნას ეძღვნება. ლითონის კონსტრუქციისა და მეტაკრილატის პრიზმებისგან შემდგარი 48 მ სიმაღლის მონუმენტი ესპანელი დიზაინერის ალბერტო დომინგო კაბოს მიერაა დაპროექტებული.

კოშკის მეტაკრილატის პრიზმებზე ყველა იმ მებრძოლის სახელი ამოიტვიფრა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირა. მათ საუკუნოდ უკვდავსაყოფად მემორიალის ძირში ასევე სპეციალური კაფსულა განთავსდება, რომელშიც გმირთა სახელების აღმნიშვნელი წარწერები ჩაიდება. რაც შეეხება იმას, თუ რა თანხა დაიხარჯა მემორიალის მშენებლობისთვის, როგორც დედაქალაქის მერიაში ამტკიცებენ, “გმირთა მონუმენტი” ვარაზისხევი-თამარაშვილის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალისთვის გამოყოფილი 80 მლნ ლარის ფარგლებში დაფინანსდა.

 

 

 

 

View the full article

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.epn.ge/wp-content/uploads/gachechiladzelevan32-150x150.jpgოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, დღეს აქციის არჩატარებით შიზოფრენიას მივეცით თავისუფლება.

 

 

ეს განცხადება ლევან გაჩეჩილაძემ დღეს ვაკის პარკში ომის ვეტერანებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა და განაცხადა რომ, 26 მაისს ამაღლებული განწყობით ზეიმობენ და არ დაუშვებენ ქართველ ჯარისკაცებზე თავდასხმას.

 

 

ლევან გაჩეჩილაძემ ვაკის პარკში შეკრებილ ვეტერანებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა დღევანდელი დღის ორგანიზებისთვის.

 

 

“მე მოხარული ვარ რომ, პირადად ვეტერანებმა ითავეს დღეს აქ შეკრება. ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე თქვენთვის, რადგან ვიცი თქვენი პატრიოტიზმის და გულმხურვალების შესახებ”, _განაცხადა ვაკის პარკში შეკრებილ ომის ვეტერანებთან მიმართვისას გაჩეჩილაძემ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რიყეზე, ყვავილების ფესტივალზე 100-ზე მეტი მცენარის სახეობა, მათ შორის იშვიათი ჯიშებია წარმოდგენილი. თბილისში ყვავილების ფესტივალი უკვე მეხუთედ…

 

ლინკი მედიანიუსზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი 26 მაისისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმების გამართვაზე აცხადებს, რომ ეს საბჭოთა მენტალიტეტის გადმონაშთია და…

 

ლინკი მედიანიუსზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...