Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/imgphp1-150x150.jpg26 მაისის სამხედრო აღლუმის პარალელურად ოპოზიციის საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება. ოპოზიციის ნაწილი შეკრებას ვაკის პარკში ვეტერანთა აპოლიტიკურ აქციაზე გეგმავს.

 

 

http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/aglum.jpg

 

 

 

 

itvს ლინკი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 35
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

26 მაისს 10:00 საათზე_ “მომავალი საქართველოს” ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი ლაღიძე, გმირთა მოედანზე, დარუპულ ჯარისკაცთა მემორიალს ყვავილებით შეამკობს და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

 

 

26 მაისს 10:00 საათზე რიყეზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავილების ფესტივალი `ვარდობისთვე თბილისში~ გაიმართება.

 

 

26 მაისს 11:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ჩატარდება.

 

 

26 მაისს 12.00 საათზე ვაკის პარკში გია ყარყარაშვილი და საქართველოს ვეტერანთა ასოციაციის საინიციატივო ჯგუფი აქციას გამრთავს.

 

 

26 მაისს 14.00 საათზე `საქართველოს დემოკრატიული პარტიის~ თავმჯდომარე გია თორთლაძე, `თორთლაძე _ დემოკრატიული პარტიის~ მერობის კანდიდატი დავით იაკობიძე და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი რამაზ შენგელია ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდებიან.

მეტრო “ნაძალადევთან”, სკვერში

 

 

26 მაისს 14:00 საათზე დიასპორის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ვიზიტით მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის საქართველოს პარლამენტში მიღება გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

 

 

26 მაისს 14:00 საათზე გურჯაანის კულტურის ცენტრში იუმორისტულ ნომრებში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ფინალური შეჯიბრი შედგება.

 

 

26 მაისს 14:00 საათზე ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის კულტურის სახლში ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

 

 

26 მაისს 15.00 საათზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ცესკოს თავმჯდომარე აზერბაიჯანის ელჩთან შეხვედრას გამართავს.

 

 

26 მაისს 15:00 საათზე საგარეჯოში, ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში, ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები რეზერვისტებისათვის კონცერტს გამართავენ.

 

 

26 მაისს 17:30 საათზე ენგურის ხიდის მიმართულებით სოლიდარობის მსვლელობა მოეწყობა.

 

 

26 მაისს 18:00 საათზე ზუგდიდის მთავარ მოედანზე, უცხოელი ვარსკვლავებისა და ქართველი მომღერლების მონაწილეობით დევნილების მხარდამჭერი კონცერტი დაიწყება.

 

 

26 მაისს 18:00 საათზე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მუშთაიდის პარკში, ილუზიონისტის შოუ და პანტომიმის წარმოდგენა-პერფორმანსი დაიწყება.

 

 

26 მაისს 19.00 საათზე მარჯანიშვილის თეატრში გრიგოლ ვაშაძისა და ნინო ანანიაშვილის სახელით მიღება-კონცერტი გაიმართება.

 

 

26 მაისს 19:00 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის წინ, ღია ცის ქვეშ, ბუბა კიკაბიძის კონცერტი გაიმართება.

 

 

26 მაისს 21:30 საათზე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, `მშვიდობის ხიდის~ მიმდებარე ტერიტორიაზე გალა-კონცერტი გაიმართება.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://epn.ge/wp-content/uploads/aqti1-150x150.jpgდღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკედბლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

 

 

1917 წლის რუსეთში მომხდარ ბურჟუაზიულ რევოლუციას მონარქიის დამხობა და იმპერიის დაშლა მოჰყვა. საქართველოში ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყანას მართავდა. ეროვნული საბჭოს დადგენილების 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე ჟორდანია.

 

 

დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით, XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს თბილისში ეწყობოდა მშვიდობიანი აქციები. საქართველოს სუვერენიტეტის ცნობის მოთხოვნით 1989 წლის აპრილში თბილისში მშვიდობიანი მანიფესტაციები ეწყობოდა. მშვიდობიანი მიტინგი 9 აპრილს, გამთენიისას სასტიკად დაარბია საბჭოთა არმიამ, რასაც სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიის მიუხედავად, ბრძოლა ქვეყნისთვის დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსის მოსაპოვებლად მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://epn.ge/wp-content/uploads/83853-150x150.jpgდამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმი, დღეს 11:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაიწყება.

 

 

აღლუმს უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაიბარებს.

 

 

20:30 საათზე მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე (დაბა ვაზიანი) დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართება. კონცერტზე ჯგუფი “33ა” სპეციალურად ქართული შეიარაღებული ძალებისთვის დაწერილ ახალ სიმღერას წარმოადგენს. საღამოს ჯარისკაცებისთვის “33ა-სთან” ერთად ჯგუფი “ფრანიც” იმღერებს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://epn.ge/wp-content/uploads/praimer411-150x150.jpg“ეროვნული საბჭო” საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მერაბ კოსტავას საფლავთან აღნიშნავს.

 

 

როგოც “ეროვნული საბჭოს” ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა ისინი ჯართან დაპირისპირბას არ აპირებენ.

 

 

“მიუხედავად იმისა, რომ მიუღებელია ომწაგებული და დამარცხებული მთავარსარდლის მიერ სამხედრო აღლუმის ჩატარება, მაინც არ ვაპირებთ ჯარს დავუპირისპირდეთ. ხელისუფლებები იცვლებიან, ჯარი კი რჩება”,- განაცხადა დავიტაშვილმა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://epn.ge/wp-content/uploads/gigii-150x150.jpgთბილისის მოქმედი მერის გიგი უგულავას განცხადებით, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალის ნაწილი ექსპლუატაციაში დღეს შევა.

 

 

ამის შესახებ უგულავამ გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

 

 

“მაგისტალის მშენებლობაზე 600_მდე კაცია დასაქმებული. ივნისში დასრულდება თამარაშვილის ქუჩიდან შემოსასვლელი მეორე გზის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც უკვე დასრულებულ გზას შეუერთდება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ ინფრასტრუქტურა განვითარდეს და რაც უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნის საშუალებას მოგვცემს”, _ განაცხადა უგულავამ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://epn.ge/wp-content/uploads/policia22-150x150.jpgსაზეიმო აღლუმთან დაკავშირებით, დღეს ქალაქში მოძრაობა შეიზღუდება, კერძოდ რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები გადაიკეტება.

 

 

შსს-ს ცნობით, 05:00 საათიდან 15:00 საათამდე, ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით: რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, ლესელიძის, თაბუკაშვილის, ინგოროყვას ქუჩები და ელბაქიძის დაღმართი. აგრეთვე მოძრაობა შეიზღუდება მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/post-49-1176801902-150x150.jpg26 მაისს საქართველო ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

 

 

http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/damoukideblobis-dge.jpg

 

 

 

 

itvს ლინკი

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-420x07-150x150.jpgაღლუმი პოლონეთის ტრაკიკულად გარდაცვლილი პრეზიდენტის და მისი მეუღლის ლეხ და მარია კაჩინსკებისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგებით დაიწყო.

 

 

საქართველოს პრეზიედენტმა მიხეილ სააკაშვილმა დამოუკიდებლობის დღე ყველას მიულოცა და განაცხადა, რომ ყველაფრის მიუხედავად დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ერი ისევ არსებობს.

 

 

“დღეს ჩვენი უძველესი ერის ახალგაზრდა სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის დღეს ავღნიშნავთ. ეს დღე ყველასთვის სათაყვანებელია, იმიტომ, რომ თავისუფლების მოყვარული ერისთვის არაფერი არ არსებობს იმაზე უფრო ძვირფასი, ვიდრე სახელმწიფოებრივობაა. მითუმეტეს ერისთვის, რომელიც ათასწეულების მანძილზე იბრძვის დამოუკიდებლობისთვის”,- განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ არ დაყარა ფარ-ხმალი რისი შედეგიც არის ის, რომ ქართველი ერი ისევ არსებობს.

 

 

“ჩვენმა ერმა ყველაფრის მიუხედავად არ დაყარა ფარ-ხმალი, არ დათმო დამოუკიდებლობაზე ოცნება. ყველა ჯერზე დაამარცხა მტერი. ბევრჯერ წაგვაქციეს, მაგრამ ვერცერთხელ ისე, რომ დაგვკარგვოდა ადგომის ჟინი. ქართველი ერი ისევ არსებობს, გაუტეხელი შეუდრეკელი, როგორც დღიდან მისი დაბადებისა, ისევ ფრიალებს ხუთჯვრიანი დროშა”,- განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიასა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება.…

 

ლინკი მედიანიუსზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.epn.ge/wp-content/uploads/lagidze8-150x150.jpg პარტია ,,მომავალი საქართველოს” ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ლაღიძემ და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გელა ჩივაძემ დღეს, გმირთა მოედანზე, ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

 

მათ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და საქართველოს გამთლიანება უსურვეს.

 

 

ლაღიძის თქმით, დღეს, ისე როგორც არასდროს ყველა ერთად უნდა დავდგეთ საქართველოს ერთიანობისათვის.

 

 

,, მინდა, ყველას დამოუკიდებლობის დღე მივულოცო და მოვუწოდო ყველა

ქართველს, ყველა ღირსეულ პატრიოტს, დავდგეთ ერთად და

გავერთიანდეთ საქართველოსათვის. ჩვენ გვერდზე უნდა გადავდოთ ყველა

ამბიცია და ჩვენი ქართული სახელმწიფოს ირგვლივ გავერთიანდეთ”,-

აღნიშნა ლაღიძემ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თბილისში, .რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წელს სოფელ ველისციხის დატბორვას გადარჩენისთვის ვახტანგ გორგასლის პირველი…

 

ლინკი მედიანიუსზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.epn.ge/wp-content/uploads/president-12-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართველი ერი უარს ამბობს მართული იყოს გარეშე ძალის მიერ.

 

 

ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს აღლუმზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

 

 

მისი თქმით, არსებობენ ძალები, რომლებიც მცდელობას არ აკლებენ, რომ საქართველო დაამარცხონ.

 

 

“დამოუკიდებლობა ნიშნავს თავად ვირჩევდეთ ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდელს და რაც მთავარია ეს ნიშნავს გზას დამოუკიდებლობისაკენ. არ არსებობს ხალხის დამოუკიდებლობა წართმეულ ქვეყანაში. ჩვენ მტკიცე უარს ვამბობთ მართული ვიყოთ გარეშე ძალის მიერ, მოლოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა შეესატყვისება კავკასიურ ოცნებას მომავალზე. ჩვენ დამოუკიდებლობას უპირისპირედბა იმპერია, არსებობენ ძალები, რომლებიც მცდელობას არ აკლებენ, რომ დაგვამარცხონ თავისუფლებისთვის ბრძოლაი. მათი მუციქულები ახლა ჩვენს რიგებშიც გამოჩნდნენ, ისინი გვეუბნებიან რომ მორჩილება ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზაა”,- განაცხადა სააკაშვილმა

 

 

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს აქვს შანსი გავხდეთ პირველი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ვინც გასტეხს ნავს და შექმნის გარანტიებს საქართველოს სამუდამო დამოუკიდებლობისათვის. სააკაშვილის განცხადებით კი ეს ერთის მხრივ დიდი პატივია, ხოლო მეორეს მხრივ უდიდესი პასუხისმგებლოაბა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvilimisha01-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ ბევრი წინააღმდეგობებია, მაგრამ დამოუკიდებლობისა და გამარჯვებისკენ სვლა გაგრძელდება და მას ვერაფერი შეაჩერებს.

 

 

ამის შესახებ პრეზიდენტმა აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

სააკაშვილის თქმით, მტერმა რაც არ უნდა ეცადოს საქართველოს გულის ფეთქვა შეაჩეროს, ამას ვეღარასოდეს შეძლებს, ვინაიდან საქართველო ნიჭიერებას დაეფუძნება.

 

 

“დღეს ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად დამოკიდებიულია იმაზე, რამდენად წარმატებული ვიქნებით ქართველი სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში, რამდენად შევძლებთ რეფორმების გატარებას, რამდენად მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაციას, რამდენად გავაგრძელებთ ქვყენის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. დღეს ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ეფუძნება იმასაც, თუ რამდენად გავთავისფლდებით კორუფციისგან, რამდენად შევძლებთ ეკონომიკის განვითარებას და შევქმნით სამუშაო ადგილებს”,- განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

პრეზიდენტის განცხადებით, რაც მთავარია საზოგადოება დაცული უნდა იყოს კრიმინალისგან.

 

 

“კრიტიკოსები, რომელთაც აღიზიანებთ დღეს ამ აღლუმზე ქართველი სამხედროების დანახვა და რომელთაც, სამწუხაროდ, შარშან ხელი შეუშალეს აღლუმის ჩატარებას, აცხადებენ რომ ეს არის ჩვენი უბრალო ახირება. კარგად დაუგდეთ ყური ტექნიკის ხმას – ეს იარაღის ჟღარუნის ხმა კი არ არის, არამედ, ეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხმაა”,- განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.epn.ge/wp-content/uploads/sakashvili222-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს აჭარის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები უმაღლესი საბრძოლო ორდენით, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

 

 

სააკაშვილის განცხადებით, რაზმი ასლან აბაშიძემ, რუსი ინსტრუქტორების მეშვეობით მოამზადა და სწორედ ისინი იყვნენ, რომლებმაც 2004 წელს აჭარაში ცენტრალური ხელისუფლება არ შეუშვა, თუმცა შემდეგ ის საქართველოს სამსახურში ჩადგა.

 

 

“ის, რომ სოფელი ველისციხე არსებობს, ამ ოთხი გმირის დამსახურებაა. ამ ბიჭები საკუთარი სიცოცხლის ფასად გაწმინდეს გვირაბი და გადაარჩინეს ველისციხე განადგურებისაგან. ეს არის ნამდვილი ქართული გმირობა და ჩემთვის დიდი პატივია მათთვის საბრძოლო ორდენების გადაცემა”,- განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

ვახტანგ გორგასლის ორდენები გადაეცათ ნუგზარ შარაშიძეს, მირზა კონცელიძეს, ასლან ინაიშვილს და ალბერტ ყინტილაძეს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...