planetanews Posted May 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/the-week.gif დენიელ ლარისონი უკანასკნელმა პროამერიკულმა „ფერადმა რევოლუციამ“ ყირგიზეთში გასულ თვეში სული დალია, და მადლობა ღმერთს. „თავისუფლების პროგრამა“ („freedom agenda“) ოფიციალურად შეწყდა. ჯორჯ ბუშის მცდელობები ორგანიზება მოეხდინა და მხარი დაეჭირა ოპოზიციური მოძრაობებისთვის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და პროდასავლური მთავრობები მოეყვანა ხელისუფლებაში იმ რეგიონებში, რომლებსაც რუსეთი საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, გლობალური დემოკრატიული რევოლუციების პოლიტიკის რეალიზაციის გამოხატულება იყო, რომელთა შესახებაც მან თავის მეორე საინაუგურაციო მიმართვაში განაცხადა. ეს გეგმები ჩავარდა და მათ ვერ გაუძლეს გეოპოლიტიკური რეალობის ვერცერთ გამოცდას. გასულ თვეში, ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბექ ბაკიევი ფორმალურად გადადგა მას შემდეგ, რაც ის აჯანყების შედეგად დაამხეს, რომლის დროსაც ბაკიევის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციების ასობით მონაწილე მოკლეს. ხუთ წელიწადში მას შემდეგ, რაც „ტიტების რევოლუციამ“ ის ხელისუფლების სათავეში მოიყვანა, ბაკიევის დამხობა „თავისუფლების პროგრამის“ რეალიზაციის პროცესში მხოლოდ მორიგი მარცხი გახლდათ. ახლა ყირგიზეთის გადაყენებულ პრეზიდენტს შეუძლია შეუერთდეს უკრაინის ვიქტორ იუშჩენკოს, რომელმაც საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა და საქართველოს მიხეილ სააკაშვილს. ყველა მათგანი „ფერადი რევოლუციის“ ლიდერები არიან, რომლებმაც ან უნიჭო მმართველობა დაამკვიდრეს ან საკუთარ ქვეყნებში სხვა უბედურებების მიზეზად იქცნენ. როგორც იუშჩენკოს ან სააკაშვილის მმართველობა, ბაკიევის რეჟიმი ადამიანის უფლებების მრავალრიცხოვანი დარღვევებით გამოირჩეოდა, ასევე კორუფციის გავრცელებით, და ის იმ ხელისუფლებაზე უარესი აღმოჩნდა, რომელიც თავად შეცვალა. უფრო მეტად, ვიდრე „ნარინჯისფერი რევოლუცია“ (უკრაინა) ან „ვარდების რევოლუცია“ (საქართველო), ყირგიზული „ნარინჯისფერი რევოლუცია“ თავისი არსით ღია სახელმწიფო გადატრიალება იყო, რომლის მამომძრავებელი ძალაც გახლდათ რეგიონალური ელიტების კონკურენცია, ასევე იმდროინდელი პრეზიდენტის მიმართ ელიტის მტრული დამოკიდებულება. სამი პრეზიდენტიდან, რომლებიც „ფერადი რევოლუციების“ შედეგად დაამხეს, ყირგიზეთის ასკარ აკაევი ყველაზე ოდუოზური გახლდათ, და ის მოსკოვთან და ვაშინგტონთან ურთიერთობებში ბალანსის დაცვას ცდილობდა. ამ ფიზიკოსს, რომელიც პრეზიდენტი გახდა, თავისი ხარვეზები ჰქონდა. თუმცა ის საკმარისად ჰუმანური და უწყინარი მმართველი იყიო, რომელმაც ყირგიზეთი დიქტატურების ზღვაში ერთგვარ დემოკრატიის კუნძულად აქცია. მიუხედავად ამისა, აკაევს არჩევნების გაყალბების ბრალდება წაუყენეს, რასაც ამას ქუჩის საპროტესტო აქციები მოჰყვა, ხოლო ვაშინგტონმა და დასავლელი დამკვირვებლების უმრავლესობამ სრული მზადყოფნით დაუჭირა მხარი კიდევ ერთი რეჟიმის დამხობას და ამას შეერთებული შტატების გავლენის ზრდის გამოვლინებად აღიქვამდნენ. დასავლურმა მედიამ ფერადი რევოლუციები რომანტიზმის საბურველში შემოსა, როგორც „ხალხის ძალაუფლების“ ჭეშმარიტი გამოვლინება, რომელიც კორუმპირებული რეჟიმების წინააღმდეგ ილაშქრებდა. სინამდვილეში, ეს რევოლუციები წარმოადგენდა ჩინოვნიკების ერთი ჯგუფის მეორეთი შეცვლას, ხოლო მათ შორის მთელი სხვაობა იმაში მდგომარეობდა, რომ ახალი ჯგუფი რუსეთის გავლენის მიმართ უფრო მტრულად იყო განწყობილი. ამ კონტრ–ამბოხის ორგანიზებაში მოსკოვის ხელი აშკარად იგრძნობა. თუმცა ძველ პოზიციებზე რუსეთის წარმატებული დაბრუნება შესაძლებელი გახდა ყირგიზეთში მისი გავლენის რეალური ძალის წყალობით, რამაც საბოლოო ჯამში ის უნდა ცხადყოს, თუ რამდენად ფუჭია რუსეთის მეზობელ ეზოში მისი უფლებების შეზღუდვის მცდელობები. ეს ფერადი რევოლუციები სამივე ქვეყნას ძვირი დაუჯდა, მაგრამ შედეგად აშშ–ს ინტერესებიც დაზარალდა. ვაშინგტონის და მოსკოვის ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ ახლა ხდება, ხანგრძლივი დაძაბულობის შემდეგ, რაც ანტრუსული რეჟიმებისადმი ამერიკულ მხარდაჭერას მოჰყვა. მეტიც, ფერადი რევოლუციების მარცხმა სამივე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში მტკიცედ დაუკავშირა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში პოლიტიკური კატასტროფა „პროამერიკულ“ ორიენტაციას. როგორიც არ უნდა იყოს შეერთებული შტატების ლეგიტიმური ინტერესები ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებში, ყველა ამ ინტერესს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. საბედნიეროდ, ყირგიზეთში ყველაფერი ჯერ კიდევ საბოლოოდ დაკარგული არ არის. ეს ქვეყანა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში სტრატეგიული თვალსაზრისით შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. მისი მეზობლების მსგავსად ყირგიზეთმა 11 სექტემბრის (2001 წელი) ტერაქტების შემდეგ აშშ–ს ავღანეთში სამხედრო ოპერაციების მომარაგების შესაძლებლობა მისცა. პრეზიდენტ ობამას ინაუგურაციისთვის ყირგიზეთი შუა აზიაში იმ ერთადერთ სახელმწიფოდ რჩებოდა, რომელსაც შეერთებულ შტატებთან მისი ამოცანების შესრულების პროცესში თანამშრომლობა სურდა. თუმცა ხალხის მასებში უკმაყოფილებამ ამერიკის სამხედრო ყოფნასთან დაკავშირებით ყირგიზეთის ხელმძღვანელობა აიძულა 2009 წლის თებერვალში ამერიკელებისთვის მანასის საჰაერო ბაზის იჯარის შეწყვეტა ეცადა. მომავალში ამ ბაზის გამოყენების შესაძლებლობა ბოლო წუთში იჯარის ფასის გაზრდით გახადა შესაძლებელი. როდესაც გასულ თვეში ბაკიევი თანამდებობიდან გადააყენეს, გაჩნდა რეალური საფრთხე, რომ მისი მემკვიდრე ამერიკის იქ ყოფნის წინააღმდეგ გამოვიდოდა, რის შედეგადაც ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტიგენტის მომარაგება გართულდებოდა. თუმცა, ჯერ–ჯერობით დროებითმა მთავრობამ პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით, რომელიც აშშ–ში ყირგიზეთის ყოფილი ელჩია, თანხმობა განაცხადა ავიაბაზის გამოყენების გაგრძელებაზე და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია თუკი გავითვალისწინებთ მის უკმაყოფილებას ვაშინგტონის ინდეფერენტული პოზიციის გამო ბაკიევის ბოროტმოქმედებების მიმართ. დემოკრატიისა და „თავისუფლების პროგრამის“ სადიდებელი მთელი ამ რიტორიკის მიუხედავად, ვაშინგტონმა მაინც ვერ შეძლო ყველაზე ცხადი და მნიშვნელოვანი ელემენტის სწორად შეფასება: ხალხის ჭეშმარიტი ინტერესები და მათი მოთხოვნა. 2008 წლის ივლისში კომპანია Gallup–ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევების თანახმად, სამივე ამ რესპუბლკაში ხალხის დიდ უმრავლესობას სურს ან რუსეთთან კარგი ურთიერთობა ან კარგი ურთიერთობა ერთდროულად შეერთებულ შტატებთანაც და რუსეთთანაც. ამ ქვეყნებში არასდროს დაუჭერიათ მხარი ისეთი ვარიანტისთვის, როგორიცაა აშშ–ს ანტირუსულ სატელიტებად ყოფნის სურვილი. ყირგიზეთში ხელისუფლების შეცვლა ამერიკას იმ შეცდომების კომპენსირების საშუალებას აძლევს, რომლებიც მის სახელს უკავშირდება. ამერიკას აქვს ასევე საშუალება რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვა“ განაგრძოს და იმავდროულად აღიაროს, რომ რუსეთს ყოველთვის ექნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. ვერავინ მოიგებს იმით, და მით უფრო რუსეთის პატარა მეზობლები, თუკი ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებს საჭადრაკო დაფაზე პაიკებად ჩათვლიან. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.