planetanews Posted May 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/koCievi-150x150.jpgე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა სტანისლავ კოჩიევმა დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერის იური ძიცოითის გამონათქვამი, რომ ცხინვალში მომუშავე რუსი სპეციალისტები ოსურ ენას უნდა ფლობდნენ, მის პირად აზრად შეაფასა. “პარლამენტის დიდი უმრავლესობა სხვა აზრისაა”, – განაცხადა კოჩიევი. კოჩიევმა აღნიშნა, რომ პარლამენტში არასოდეს იყო საუბარი იმაზე, რომ ყველა ხელმძღვანელს აუცილებლად ოსური ენა უნდა სცოდნოდა. “არ არსებობს არანაირი კანონი, რომელიც რუსი სპეციალისტების სახელმწიფო სამსახურში აყვანას ზღუდავს. როდესაც ჩვენი მოქალაქეები იღუპებოდნენ და რუსი ჯარისკაცები გვიცავდნენ, მათ ოსური ენის ცოდნას არავინ სთხოვდა. მშვიდობა დამყარდა და მსგავსი განცხადებები გაჟღერდა”, – განაცხადა სეპარატისტების ერთ-ერთმა ლიდერმა. კოჩიევმა აღნიშნა, რომ ძიცოითი თავის განცხადებებზე თავად გააკეთებს კომენტარს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts