planetanews Posted May 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/c0ddb6467b38f28-150x150.jpgსაქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას, 29-31 მაისს საქმიანი ვიზიტით აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) დელეგაცია ეწვევა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან CACCI-ს პრეზიდენტი ჰარვი, ვიცე-პრეზიდენტები: ბენედიქტო იუჯუიკო, მეჰდი ფახერი(ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი), გენერალური დირექტორი ვებსტერ კიანგი და სხვა ოფიციალური პირები.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციის წევრების შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნიკოლოზ გილაურთან და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრთან ზურაბ პოლოლიკაშვილთან. 31 მაისს სასტუმროში “თბილისი მარიოტი” 10.00 საათზე, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართება დელეგაციის წევრების შეხვედრა ბიზნესმენთა ჯგუფთან, საბანკო, ტელეკომუნიკაციების, ტურიზმის სფეროების და თავისუფალი ეკონომიკური ზონის წარმომადგენლებთან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts