უცხო_პლანეტელი Posted June 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2010 პ.ს. ვიცი რომ ტვინი შევჭამე კითხვებით მაგრამ ეს კვტ/სთ იმას ნიშნავს რომ თვის განმავლობაში საშუალო სტატისტიკურად ერთ საათში ვხარჯავდით მაგდენ კილოვატს? ეს ნიშნავს რომ ერთი თვის განმავლობაში რომ არაფერი ჩაგერთო, მხოლოდ 141 კილოვატიანი რაიმე (მაგ გამაცხელებელი) ერთი საათის განმავლობაში ჩაგერთო,იმდენ ენერგიას მოიხმარდა, რაც შენ ოქტომბერში, ანუ მთელი თვის განმავლობაში მოიხმარე. მემგონი ზამთარში კარგი შედეგია ხო?გააჩნია, რამდენი ხართ ოჯახში და გათბობის სისტემა და ა.შ. აი მაგ კილოვატსაათებსა და ძალა და სიძლიერეებს მეც ვერ ჩავწვდი... :018: ფორმულა დაგიზერე ზემოთ P არის სიმთლავრე, კვ-სთ არის W,ხოლო t არის დრო ამ შემთხვევაში ერთი საათი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted June 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2010 ეს ნიშნავს რომ ერთი თვის განმავლობაში რომ არაფერი ჩაგერთო, მხოლოდ 141 კილოვატიანი რაიმე (მაგ გამაცხელებელი) ერთი საათის განმავლობაში ჩაგერთო,იმდენ ენერგიას მოიხმარდა, რაც შენ ოქტომბერში, ანუ მთელი თვის განმავლობაში მოიხმარე. როგორც იქნა გასაგებია მემგონი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted June 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2010 უცხო_პლანეტელიწლიური ბალანსი 2000-ზე ნაკლებია? არ დამითვლია, არ ვიცი :ravic: წყალს ბუნებრივი აირით ვათბობ და მთელი დღე სახლში არავინ არაა ზამთარში და პრინციპში არ იხარჯება ბევრი ელექტროენერგია. შემოდგომაზე "კარმა" მინდა დავაყენო და ოთახების გათბობაც აირით მოხდება. მაშინ მართლა მეყოფა 2000 კვტ წელიწადში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted June 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2010 "კარმა"ეგ რა არის? მაშინ მართლა მეყოფა 2000 კვტ წელიწადში. წლის გათბობას ბევრი ენერგია მიაქვს, ასე რომ 2000 ქვემოთ იქნები სავრაუდოდო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted June 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2010 ეგ რა არის?ჰაერის გამათბობელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted June 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2010 (edited) fashistiპ.ს. ვიცი რომ ტვინი შევჭამე კითხვებით მაგრამ ეს კვტ/სთ იმას ნიშნავს რომ თვის განმავლობაში საშუალო სტატისტიკურად ერთ საათში ვხარჯავდით მაგდენ კილოვატს? 1 კვტ/სთ ნიშნავს, მაგალითად 1 საათით ჩართულ უთოს მიერ დახარჯულ დენს, რომლის სიმძლავრეა 1 კვტ. Edited June 10, 2010 by mtidan Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted July 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2010 ქარისა და მზის ენერგია 235 ევროდ საქართველოში ქარის ენერგიის გამოყენების პოტენციალი დაახლოებით 5 მლრდ.კვტ. საათს შეადგენს.თინა შავაძე 24 საათი 17.03.10 საქართველოში ქარის ენერგიის გამოყენების პოტენციალი დაახლოებით 5 მლრდ.კვტ. საათს შეადგენს. ენერგოავტობუსის პროექტის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ბროშურის მიხედვით, ქარის პერსპექტიული სადგურები შესაძლებელია ფოთში, ქუთაისში, მთა საბუეთზე, გორი-ხაშურის მონაკვეთზე, ფარავანზე, სამგორში, რუსთავში და ჭოროხის მიდამოებში დამონტაჟდეს. ამ პოტენციალის გამოყენება დღემდე არ ხდება. ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე მცირე (100-4000ვტ.) დანადგარი მუშაობს. ქარის ენერგიას უხსოვარი დროიდან წყლის სატუმბად იყენებდნენ. რამდენიმე ქვეყანაში Dდღემდე იყენებენ წყალსაქაჩ აპარატებს, რომელსაც გვირილას უწოდებენ. ამ მოწყობილობის გარდა, არსებობს დანადგარები, რომლებიც მზის, გეოთერმული, ბიო და სხვა განახლებადი ენერგიის მოხმარებისთვის გამოიყენება. თუმცა იმპორტირებული გვირილა, მზის წყალგამაცხელებელი, მზის ელექტროსადგური საქართველოში საკმაოდ ძვირად იყიდება, რაც განახლებადი ენერგიის ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ზურაბ დეკანოიძის განცხადებით, სათანადო საკანონმდებლო მხარდაჭერის შემდეგ, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებაში გამოიხატება, აღნიშნული მოწყობილობა შემცირებული საბაჟო ტარიფებით შემოვა ქვეყანაში და ტექნიკური დანადგარები როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. პარლამენტის კომიტეტებში გამართულ სხდომებზე პრეზიდენტის ინიციატივით წარმოდგენილი ხელშეკრულების "განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) სტატუსის" რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს. რას ისახავს მიზნად აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირება? ცნობილია, რომ ბონში, 2009 წლის 26 იანვარს განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტო დაფუძნდა. დამფუძნებელ კონფერენციაზე მიწვეულმა 72 ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, იტალიამ, ჩინეთმა, ლატვიამ და საქართველომაც განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტატუსს ხელი მოაწერა. მოგვიანებით, გასული წლის ივნისიდან, ქვეყნის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ "განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში" (IRENA) საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა დაიწყო. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე ალექსი მაჭავარიანი ოფიციალურ დასკვნით წერილში ამბობს, რომ საქართველო მდიდარია განახლებადი ენერგორესურსებით, ამიტომაც სააგენტოში გაწევრიანება ქვეყნის განახლებადი ენერგეტიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. სააგენტოში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოს ფინანსური ვალდებულება წარმოექმნება. კერძოდ, სააგენტოს წესდების XII მუხლის თანახმად, სააგენტოს წევრმა ქვეყნებმა სააგენტოს ბიუჯეტში სავალდებულო შენატანები უნდა შეიტანონ. ამიტომაც იუსტიციის სამინისტრო შენატანის ოდენობის განსაზღვრას ითხოვდა. გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის - ლევან დუჩიძის მიერ 2009 წლის 24 აგვისტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართით გამოგზავნილ წერილში ნათქვამია: "გაცნობებთ, რომ სააგენტოს ფინანსურ საკითხებზე პასუხისმგებელი პირის, ბ-ნ მუჰსინ ალ ხალსანის ინფორმაციით, საქართველოს შენატანი 2009 წელს 235 ევროს შეადგენს." პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ზურაბ დეკანოიძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების 23 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, "რომ საქართველოს წევრობის შენატანი მომავალ წლებშიც 235 ევრო იქნება და ის ქვეყანას დიდ ფინანსურ ვალდებულებად არ დააწვება. რადგანაც ეს ერთი შეხედვით შემაფერხებელი გარემოება დღის წესრიგიდან მოიხსნა, ვფიქრობ, პარლამენტი წარმოდგენილი ხელშეკრულების "განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) სტატუსი" რატიფიცირებას მოახდენს." მომავალში რა სარგებელს მიიღებენ IRENA-ას წევრები? წარმოდგენილ დოკუმენტში სარგებლის დიდი ჩამონათვალი, თუმცა საქართველოსთვის საყურადღებოა დახმარება განახლებადი ენერგიის არსებული პრაქტიკის (საინვესტიციო პროექტების, ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების, ინტეგრირებული სისტემებისა და აღჭურვილობის) დანერგვის თვალსაზრისით.სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/business/2010-03-17/4393.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
atomi Posted September 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 25, 2010 ქარი ყველაზე მეტ ხანს ქუთაისშია,რასაც მისი ადგილმდებარეობა განაპირობებს.ქარის გენერატორები მსოფლიოს მომავალია.რადგან ხალხი უკვე ბუნების დაცვაზე ფიქრობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted November 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 5, 2010 უცხო_პლანეტელისაქართველოს შენატანი 2009 წელს 235 ევროს შეადგენსვერ გავიგე ეს რა პონტია? 235 ევრო წელიწადში? ხუმრობენ? საქართველოს წევრობის შენატანი მომავალ წლებშიც 235 ევრო იქნება და ის ქვეყანას დიდ ფინანსურ ვალდებულებად არ დააწვება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted November 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2010 ვერ გავიგე ეს რა პონტია? 235 ევრო წელიწადში? ხუმრობენ?არ ვიცი,თუ ძალიან გაინტერესებს ბმულზე გაყევი და ავტორს მიწერე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted March 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2011 ქარი ყველაზე მეტ ხანს ქუთაისშია,რასაც მისი ადგილმდებარეობა განაპირობებს.ქარის გენერატორები მსოფლიოს მომავალია.რადგან ხალხი უკვე ბუნების დაცვაზე ფიქრობს. ენრგიის განსაკუთრებული განახლებადი ენრგიის მომავალი, მის მრავალფეროვნებაში უნდა ვეძებოთ. მარტო ერთი სახება ძალიან არასაიმედოა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted March 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2011 უცხო_პლანეტელიუცხო_პლანეტელიენრგიის განსაკუთრებული განახლებადი ენრგიის მომავალი, მის მრავალფეროვნებაში უნდა ვეძებოთ. მარტო ერთი სახება ძალიან არასაიმედოა. ენერგიის შენახვის პრობლემა რომ არ იყოს, მზის ენერგია არც თუ ისე არასაიმედოა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted March 31, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2011 ენერგიის შენახვის პრობლემა რომ არ იყოს, მზის ენერგია არც თუ ისე არასაიმედოა და ქარის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
tatka Posted April 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2011 და მოღრუბლული და უქარო ამინდი რომ იყოს რა ვქნათ სიბნელეში და სიცივეში ვიგჯეთ?თუ მაგ დროს ველოსიპეტის ენერგია გამოვიყენოთ? თან გავთბებით! თან ნათურას ავანთებთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted April 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 18, 2011 tatkaაკუმულატორი არ იცი რას ნიშნავს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.