Jump to content
Planeta.Ge

ქარის ენერგია და მისი ქართული პერსპექტივა


Recommended Posts

საქართველოს გააჩნია ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომლის საშუალო წლიური რაოდენობა 4 მლრდ კვტ.სთ-მდე არის შეფასებული.

 

ქარის ენერგეტიკული ბუნებრივი პოტენციალის მიხედვით საქართველოს ტერიტორია დარაიონებულია ოთხ ზონად:

 

1. მაღალი სიჩქარეების ზონა - სამხრეთ საქართველოს მთიანეთი, კახაბერის ვაკე და კოლხეთის დაბლობის ცენტრალური ნაწილი. სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა 5 000 სთ-ზე მეტია წელიწადში.

 

2. ნაწილობრივ მაღალსიჩქარიანი და დაბალსიჩქარიანი ზონა - მტკვრის ხეობა მცხეთიდან რუსთავამდე, ჯავახეთის სამხრეთი ნაწილი, შავი ზღვის სანაპირო ზოლი ფოთიდან კახაბერის ვაკემდე. სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა შეადგენს წელიწადში 4500-5000 სთ-ს.

 

3. დაბალსიჩქარიანი ქედების ეფექტიანი ექსპლუატაციის ზონა - გაგრის ქედი, კოლხეთის დაბლობი და აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობები.

 

4. დაბალსიჩქარიანი ქედების შეზღუდული გამოყენების ზონა - იორის ზეგანი და სიონის წყალსაცავი.

 

საქართველოს ტერიტორიის დანარჩენი ნაწილის ქედები ქარის ელექტროსადგურების ექსპლუატაციისათვის არ გამოდგება.

 

საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლენილია ქარის ეფექტური ელექტროსადგურების პერსპექტიული მშენებლობის რამოდენიმე მოედანი, მათ შორის,

 

 

ქარის ენერგეტიკას ამჟამად გააჩნია ყველაზე კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ტექნოლოგია. მეცნიერთა შეფასებით ქარის ელექტროსადგურების წილი მსოფლიო ენერგეტიკაში 2025 წლისათვის 10%-ს მიაღწევს.

 

2007 წელს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ქართულ-ამერიკული კომპანია "ქარიდანს" შორის 24 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. პორექტის ღირებულება 24 მილიონი დოლარია.

 

წყარო : The Ministry Of Energy Of Georgia

post-5498-1274792840_thumb.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 50
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

უცხო_პლანეტელი

საქართველოს გააჩნია ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომლის საშუალო წლიური რაოდენობა 4 მლრდ კვტ.სთ-მდე არის შეფასებული.   ქარის ენერგეტიკული ბუნებრივი პოტენციალის მიხედვით საქართველოს ტერიტორი

უცხო_პლანეტელი

http://www.minenergy.gov.ge/uploads/statistika/2002_2009_balansi.jpg 4 მლრდ კვტ.სთ-მდე შეიძლება დღეს საქარტველოში ქარის მეშვებით ელექტროენერგიის მოპოვება, ხოლო საქართველო ეხლა 9 მილიარდ კვტ.სთ მოიხმარ

უცხო_პლანეტელი

007 წელს მსოფლიოში 20 ათას მეგავატზე მეტი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურები აშენდა. ამ მონაცემებს ქარის ენერგიის გლობალური საბჭო (GWEC) აქვეყნებს. ქარის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 200

Posted Images

http://www.minenergy.gov.ge/uploads/statistika/2002_2009_balansi.jpg

4 მლრდ კვტ.სთ-მდე შეიძლება დღეს საქარტველოში ქარის მეშვებით ელექტროენერგიის მოპოვება, ხოლო საქართველო ეხლა 9 მილიარდ კვტ.სთ მოიხმარს, ანუ უპრობლემოდ შეგვიძლია ქარის ენერგიიტ ჩვენი მოხმარების 25 % ქარის ენრეგიით დაფარვას.

აქ საუბარია მხოლოდ ხმელეთზე მოპოვებული ქარის ენერგიიაზე, არაფერს ვამბობ offshore wind farm-ზე(ანუ ზღვაში განლაგებულ ქარის წისქვილებზე)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

007 წელს მსოფლიოში 20 ათას მეგავატზე მეტი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურები აშენდა. ამ მონაცემებს ქარის ენერგიის გლობალური საბჭო (GWEC) აქვეყნებს.

ქარის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 2007 წლის ბოლოსთვის 94 112 მეგავატი იყო, რაც 2006 წელთან შედარებით 27%-ით მეტია.

ქარზე მომუშავე ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრეებით გერმანია ლიდერობს (22 300 მეგავატი), მეორე ადგილზეა აშშ (16 800 მეგავატი), მესამეზე -ესპანეთი (15 100 მეგავატი), მეოთხეზე – ინდოეთი (8 000 მეგავატი), მეხუთეზე – ჩინეთი (6 100 მეგავატი).

აშშ-ს ენერგობაზარს 2007 წელს ახალი ქარის ელექტროსადგურებით 5 244 მეგავატი შეემატა, ესპანეთის – 3 515 მეგავატი, ჩინეთის – 3 449 მეგავატი.

ამასთან, ევროპა ქარის ენერგიის მეშვეობით უკვე 57 135 მეგავატს იღებს, წელიწადში კი ახალი სიმძლავრეების 40% ევროპის ქვეყნებში უკვე ქარის ენერგიაზე მოდის. რაც შეეხება ჩინეთს, ქვეყნის განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის ასოციაციის (CREIA) ცნობით, 2015 წლისთვის ჩინური ქარის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 50 000 მეგავატს მიაღწევს.

საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება წელს იგეგმება. მას ამერიკული კომპანია "ქარიდანი“ ააშენებს და მისი დადგმული სიმძლავრე 24 მეგავატი იქნება.

 

 

ამ ქარიდანზე ვინმეს გსმენიათ?

 

საქართველოს მთავრობის განკარგულება N66

12 თებერვალი, 2007

 

საქართველოს მთავრობასა და კომპანია ,,ქარიდანს" შორის გასაფორმებელი მემორანდუმის თაობაზე

 

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და კომპანია ,,ქარიდანს" შორის საქართველოში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ გასაფორმებელი მემორანდუმი.

 

2. ,,საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის უფლება­მოსილების მინიჭების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 მაისის N324 ბრძანებულების შესაბამისად მემორანდუმს ხელი მოაწეროს საქართველოს პრემიერ-მინის­ტრმა ზურაბ ნოღაი­დელმა.

 

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

რავი მანდ ჯერ ჯერობით არ შემიმჩნევია არანაირი მშენებლობა...

 

ისე ენერგიებში დიდად ვერ ვერკვევი და მაგალითისთვის ხომ არ იტყვი 1 საშუალო სტატისტიკური ოჯახი რამდენ ვატს მოიხმარს? და ეგ მონაცემები რაც დაწერე გერმანიაში 22 მეგავატის სადგურებია ანუ ეგ ყველა სადგური 22 მეგავატს გამოიმუშავებს 1 საათში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ენერგიებში დიდად ვერ ვერკვევი და მაგალითისთვის ხომ არ იტყვი 1 საშუალო სტატისტიკური ოჯახი რამდენ ვატს მოიხმარს?

2.138 კილოვატი წელიწადში, უფრო ზუსტ ინფორმაციას თელასი მოგაწვდის :)

 

ისე ამ მაჩვენებლით 88-ე ადგილზე ვყოფილვართ

 

 

 

და ეგ მონაცემები რაც დაწერე გერმანიაში 22 მეგავატის სადგურებია ანუ ეგ ყველა სადგური 22 მეგავატს გამოიმუშავებს 1 საათში?

რასებობს ასეტი ტერმინი, რომლის პირდაპირი თარგმანია "დაინსტალურებული სიმძლავრე", ეს ნიშნავს რომ ოპტიმალურ პირობებში სეიძლება მაქსიმალურად ამდენი ენერგიის გამომუშავება.

22 ათასი მეგავავატი არის მთელ გერმანიის ტერიტორიაზე განთავსებული ქარის ელ.-სადგურების ჯამური სიმძლავრე წელიწადში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

მეგავატი 1000 კილოვატია ხომ?

 

ანუ..

 

ოჯახზე 2 მეგავატი რომ ვიანგარიშოთ

 

 

წელიწადში გერმანიის ქარის სადგური ჰყოფნის 22000/2 ოჯახს? ანუ 11000 ოჯახს? ჰა, დავამრგვალოთ და 10000... გავშალოთ და გამოვა გორს ან ბათუმს ეყოფა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოჯახზე 2 მეგავატი რომ ვიანგარიშოთ

http://upload.wikimedia.org/wikipedia/de/9/9d/Primaerenergieverbrauch_Deutschland.png

ეს არის გერმანული ენერგიის ბალანსი(2007 წლისთვის)

1 % იყო აქედან ქარის ენერგია

 

წელიწადში გერმანიის ქარის სადგური ჰყოფნის 22000/2 ოჯახს? ანუ 11000 ოჯახს? ჰა, დავამრგვალოთ და 10000... გავშალოთ და გამოვა გორს ან ბათუმს ეყოფა?

22,3 GW (Gigawatt)=22 300 MW (Megawatt)= 22 300 000 kW (Kilowatt)

 

გერმანიაში ოჯახს 4000-6000 კვტ/სთ

აქ რაღაც ერთეულებშია პრობლემა, თორემ ისე გაცილებით მეტ ოჯახს ყოფნის ეგ ენერგია, მოგვიანებით გადავხედავ უფრო ზუსტად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

10000

X8760(თეორიულად, რეალურად კიდევ გაცილებით ნაკლებია სადღაც 2000 საათია წელიწადში, ანუ X2000)

 

http://www.elektrotechnik-fachwissen.de/bilder/arbeit-p-t.gif

 

ოჯახზე 2 მეგავატი რომ ვიანგარიშოთ

2200კვტ*სთ=2200 კვტ*(1/(365(დღე)*24სთ))წელიწადი=0.25 კვტ*წელი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

პირველი პოსტი კაი იყო და აი მეორე მსამე ცოტა დამაბნეველი...

 

შენ ხომ თქვი 22 ათას მეგავატს ეგენი წელიწადში გამოიმუშავებენო არა? ხოდა თუ ოჯახი დაახლოებით 3 კილოვატს წვავს წელში და ეგ სადგურები გამოიმუშავებენ 22 300 000 კილოვატს წელიწადში მაშინ გამოდის რომ 7 433 333 ოჯახს ეყოფა ეგ ელექტროენერგია (ნუ თეორიულად ესე ყოველ შემთხვევაში)

 

 

2.138 კილოვატი წელიწადში, უფრო ზუსტ ინფორმაციას თელასი მოგაწვდის

 

ისე ამ მაჩვენებლით 88-ე ადგილზე ვყოფილვართ

ანუ 88-ე ადგილას რომ ვართ ესე რომელი მხრიდან? ანუ ყველაზე ეკონომიურ მომხმარებლებში თუ ყველაზე არაეკონომიურ პ.ს. იქნებ წყაროც დაგედო თუ არ გეზარება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ 88-ე ადგილას რომ ვართ ესე რომელი მხრიდან?

ელექტრო ენერგიის მომახმარებით სულზე,აქ არანაირი ეკონომიკა არა, არამედ მხოლოდ ენერგო-ბალანსი.

 

შენ ხომ თქვი 22 ათას მეგავატს ეგენი წელიწადში გამოიმუშავებენო არა? ხოდა თუ ოჯახი დაახლოებით 3 კილოვატს წვავს წელში და ეგ სადგურები გამოიმუშავებენ 22 300 000 კილოვატს წელიწადში მაშინ გამოდის რომ 7 433 333 ოჯახს ეყოფა ეგ ელექტროენერგია (ნუ თეორიულად ესე ყოველ შემთხვევაში)

კვტ*სთ(-წელიწადში) ენერგიაზე(მუშაობაზე) იყო საუბარი,ანუ მაგ. ერთი საათის განმავლობაში რასაც 2 138 კილოვატი სიმძლავრის მოტორი შესრულებული სამუშაო(ანუ დახარჯული ენრგია) არის ის ენრგია, რაც ერთ ოჯახს(2კაციან) ეყოფა საქართველოში.

 

 

ხოლო მგვტ არის ის სიმძლავრე რაც გერმეანელებს ქარის საუალებით შეუძლიატ რომ მიღირონ.

ანუ პირველ სემთხვევაში არის მუსაობა, ხოლო მეორეგან სიმძლავრე

 

ხოლო მათი ურთიერთ დამოკიდებულება შემდეგნაირია:

http://www.elektrotechnik-fachwissen.de/bilder/arbeit-p-t.gif

უ არის მუშაობა(კვტ*სთ)= პ(კვტ ან მგვტ)არის სიმძლავრე * დროს(საათი ან წელი)

 

ანუ ყველაზე ეკონომიურ მომხმარებლებში თუ ყველაზე არაეკონომიურ პ.ს. იქნებ წყაროც დაგედო თუ არ გეზარება

http://www.welt-in-zahlen.de/laendervergleich.phtml

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1 საშუალო სტატისტიკური ოჯახი რამდენ ვატს მოიხმარს?

ჩემს ოჯახს ზაფხულში თვეში 100 - 150 კვტ ჰყოფნის. ზამთარში ეს ოდენობა მინიმუმ ორმაგდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ემს ოჯახს ზაფხულში თვეში 100 - 150 კვტ ჰყოფნის. ზამთარში ეს ოდენობა მინიმუმ ორმაგდება.

წლიური ბალანსი 2000-ზე ნაკლებია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ვიქექავე ქვითრებში და აღმოვაჩინე რომ დენს ესე ვხარჯავდით თურმე

 

 

ოქტომბერი 141 კვტ/სთ

ნოემბერი 164 კვტ/სთ

იანვარი 184 კვტ/სთ

მარტი 146 კვტ/სთ

მაისი 123 კვტ/სთ

 

მემგონი ზამთარში კარგი შედეგია ხო?

 

პ.ს. ვიცი რომ ტვინი შევჭამე კითხვებით მაგრამ ეს კვტ/სთ იმას ნიშნავს რომ თვის განმავლობაში საშუალო სტატისტიკურად ერთ საათში ვხარჯავდით მაგდენ კილოვატს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

აი მაგ კილოვატსაათებსა და ძალა და სიძლიერეებს მეც ვერ ჩავწვდი... :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...