planetanews Posted May 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2010 „ქართული აკადემიის“ წარმომადგენლები 24 მაისს ჭადრაკის სასახლეში შეიკრიბნენ. გთავაზობთ ნუკრი ქანთარიას გამოსვლის ტექსტს: „მივმართავთ საზოგადოებას, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები და მისი ფსიქოლოგიური და მორალური მნიშვნელობა გაცილებით დიდია. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, შესაძლებელია თუ არა ქვეყანაში არჩევნების გზით რაიმეს შეცვლა და შეიძლება თუ არა არჩევნების ენით ხელისუფლებასთან საუბარი. ვერ შევეგუებით, რომ „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“: ბევრია დასახოცი, ბევრი ტერიტორიაა წასართმევი, ბევრი შენობაა დასანგრევი. ჩვენ აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, თუმცა ვინც მივა და „5“-ს შემოხაზავს, ის ხელს ქვეყნის დაშლასა და სამოქალაქო დაპირისპირებას მოაწერს. ამიტომ მრავლად უნდა მივიდეთ და ხელისუფლება ვაიძულოთ, ან აღიაროს დამარცხება, ან გააყალბოს არჩევნები, რაც არ შერჩება და ორივე შემთხვევაში გამარჯვებულები ჩვენ ვიქნებით. თუ 30 მაისს თბილისმა დაიძინა, მთელი საქართველო დაიძინებს – ეს არ უნდა დავუშვათ! თბილისის მერობის ზოგი ოპოზიციონერი კანდიდატი არჩევნებში საზოგადოებისთვის თავის გასახსენებლად, ზოგიც დასამკვიდრებლად მონაწილეობს, დარჩენილ 4 კანდიდატს კი – გია ჭანტურიას, ირაკლი ალასანიას, გოგი თოფაძეს და ზვიად ძიძიგურს ერთმანეთისთვის ხმების გაყოფა შეუძლიათ. არ ვიცი, გია ჭანტურია რითი წავიდა ბაქოში – საბარგულით თუ მანქანით, ერთი კი ცხადია, ის ძებნილი იყო ხელისუფლებისგან, თუმცა უსამართლოდ. ჭანტურია უეცრად შემოვიდა ამ არჩევნებში და მინდა, გავიხსენოთ ვისი პარტიის სახელით იღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას, გავიხსენოთ, რის და ვისი სიცოცხლის ფასად შეიქმნა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“. გარდა ამისა, მათი წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ მოყვანილი არგუმენტების არ გვჯერა. გოგი თოფაძე ნიჭიერი და საინტერესო ბიზნესმენია, ნორმალურ ქვეყანაში სწორედ მას მივცემდი ხმას, თუმცა დღეს ჩვენი ქვეყანა არანორმალურ მდგომრეობაშია და თბილისის მერის არჩევნები ხელისუფლების შეცვლის ეტაპი უნდა გახდეს, ამიტომ ამ შემთხვევაში მეურნე მერი ნაკლებად გვჭირდება. რაც შეეხება ზვიად ძიძიგურს, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერა გვესაჭიროება, რომელიც მეეჭვება, მას ჰქონდეს. ძიძიგურის ბრძოლის მეთოდები გაცილებით უფრო საჭიროა საკრებულოს და მერიის გარეთ. ახლა კი ირაკლი ალასანიაზე ვისაუბროთ. როდესაც კალათბურთის სასახლეში რაგბის ბურთი გადავეცი და მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, იმედი გამოვთქვი, რომ არ შევცდებოდი და ასეც მოხდა: ის გამოკვეთილი კანდიდატია. ალასანია – შიგნით, ჩვენ კი – გარეთ ერთად აუცილებლად დავამარცხებთ ნაციონალურ რეჟიმს. ძნელია, წარმოიდგინო, რომ ეს კანდიდატები 26 მაისს შეიკრიბებიან და ერთმანეთის სასარგებლოდ კანდიდატურებს მოხსნიან, მაგრამ შეგვიძლია, დავდოთ „გამარჯვების ფორმულა“, რომელზეც ოპოზიცია ვერ შეთანხმდა, თუ ჩვენს აზროვნებაში მოვხსნით ყველა კანდიდატს და დავტოვებთ მხოლოდ ირაკლი ალასანიას. თუ საარჩევნო კაბინაში უგულავას პირისპირ მხოლოდ ალასანიას ვიხილავთ, დარჩება ერთადერთი რეალობა – ხელისუფლება ან აღიარებს არჩევნებში დამარცხებას, ან გააყალბებს მას. ამასთან, მინდა საზოგადოებას 27 მაისს, 12:00 საათზე საკრებულოს შენობის წინ შეკრებისკენ მოვუწოდო, სადაც კიდევ ერთხელ გახმოვანდება ალასანიასადმი „ქართული აკადემიისა“ და საზოგაოდების დიდი ნაწილის მხარდაჭერა. ახლა ჩვენ უნდა ავირჩიოთ: გამოფხიზლება, თუ ძილი?“ View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2010 ალაფანმა გადმოვიტანე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2010 პაწა დააბალანსეთ ალასანია თუ არა მალე პირველ გვერძე მარტო ხალიანზე დარჩება თემები : ))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.