planetanews Posted May 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/vasha9-150x131.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ აბდულ გეიტმა ორმაგი დაბეგვრისა და დამატებითი გადასახადების თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. მოლაპარაკების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ და აბულ გეიტმა განცხადება გააკეთეს.გრიგოლ ვაშაძემ მადლობა მოუხადა ეგვიპტეს სამხრეთ კავკასიაში გაწონასწორებული პოლიტიკის გატარებისათვის.“იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. თავის მხრივ, აჰმუდ აბდულ გეიტმა მომავალ სამოქმედო გეგმებზე გააკეთა კომენტარი და ფოთის როგორც თავისუფალ ეკონომიკურ სავაჭრო ზონის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა არქივმა და პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ურთიერთგაგების მემორანდუმი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და არქივთან გააფორმა. საქართველოს მხრიდან მემორანდუმს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვმა, ხოლო ეგვიპტის მხრიდან _ საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვაჰიდ ელდინ ისმაილ გალალმა მოაწერა. ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობას საარქივო ჩანაწერების ასლების გაცვლის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და რესტავრაციის სფეროში გამოცდილების გაზიარების, ასევე ერთობლივი სემინარების, კონფერენციებისა და გამოფენების ორგანიზების მიმართულებით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts