planetanews Posted May 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/saqstat-logo3.gifსაქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა იანვარ-აპრილის მონაცემებით თურქეთია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-აპრილში თურქეთთან სავაჭრო ბრუნვამ 297 261 600 აშშ დოლარი შეადგინა, აქედან ექსპორტი 76 051 900 აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი – 221 209 700 აშშ დოლარი.“საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო პოზიციების მიხედვით პირველი ადგილი შავი ლითონების ჯართს უჭირავს. თურქეთში იანვარ-აპრილში 28 533 400 აშშ დოლარის ღირებულების, 105 957 900ტონა ჯართის ექსპორტი განხორციელდა. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები, ხოლო მესამეზე აზოტოვანი სასუქები”, – აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურშირაც შეეხება იმპორტს, იანვარ-აპრილში, თურქეთიდან ყველაზე მსხვილი საიმპორტო პროდუქცია სამკურნალო საშუალებებია. ამ პერიოდში საქართველოში თურქეთიდან სულ 110,1 ტონა 10 940 500 აშშ დოლარის ღირებულების სამკურნალო საშაულებები შემოვიდა. საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში მეორე ადგილზე აზერბაიჯანია (189 196 700აშშ დოლარია), ხოლო მესამე ადგილზე – უკრაინა (179 568 100 აშშ დოლარი.)იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts