planetanews Posted May 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/kacitaze-150x150.jpg მამუკა კაციტაძის განცხადებით, საარჩევნო სიებში დარღვევები მაინც არსებობს. ამის შესახებ მან დღეს “ახალი მემარჯვენეების” ოფისში გამართუკლ ბრიფინგზე განაცხადა. “ალიანსმა საქართველოსათვის” ამომრჩეველთა სიების მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა და 70 ათასამდე დარღვევა აღმოაჩინა. დარღვევები, ძირითადად, პატიმრებსა და “მკვდარ სულებს” ეხებოდათ. შედეგები აცნობეს ცესკოს, რომელმაც მათ მოგვარებაზე იზრუნა. მიუხედავად ამისა, “ახალი მემარჯვენეების” განცხადებით, სიებში დარღვევები მაინც არსებობს. კერძოდ, ვაკე საბურთალოს 02-03 საარჩევნო ოლქში, სადაც ორ მისამართზე დარეგისტრირებული ადამიანები ცხოვრობენ და მოდულის, ე.წ. დახურულ უბანზე, სადაც, კაციტაძის განცხადებით, 2115 სამხედროა რეგისტრირებული, თუმცა, ამ რაოდენობის ადამიანების განსათავსებლად, ამ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობები არ არის. “ამ საკითხებთან დაკავშირებით, უკვე საქმის კურსში ჩავაყენეთ ეუთოს სადამკვირვებლო მისია და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ სამართლიანობისათვის და არ მივცემთ ხელისუფლებას შესაძლებლობას, 2000 ხმიანი ფორით დაიწყოს არჩევნები”, – განაცხადა კაციტაძემ. მისივე თქმით, ე.წ. დახურული უბნებიდან ხმების უმეტესობა სწორედ ხელისუფლების სასარგებლოდ მოდის, მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი მხოლოდ მუდმივი დისლოკაციის მქონე ჯარისკაცებს აქვთ. შეგახსენებთ, რომ დღეს, 16:00-ზე ცესკოში საარჩევნო სიების საბოლოო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts