planetanews Posted May 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/darchashvili-150x150.jpgსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი მზადაა 26 მაისის სამხედრო აღლუმის ტრიბუნაზე საკუთარი მოსაწვევი მსურველ ოპოზიციონერს დაუთმოს. როგორც ჟურნალისტებს დარჩიაშვილმა განუცხადა, იგი ოპოზიციას ჯარის გვერდით დგომას სთავაზობს. მისი თქმით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმთან დაკავშირებით ზოგიერთი ოპოზიციონერის მოსაზრებების მოსმენის შეფასება უჭირს. ,,მოსაწვევს მივცემ მას, ვისაც აქვს ჯარისთვის გულწრფელად მისალმების და არა ტანკის ქვეშ დაწოლის სურვილი. როგორც სამხედროებს სჭირდებათ საკუთარი თანამოქალაქეების მხარდაჭერა და მათგან სითბოს მიღება, ასევე ხალხსაც სურს, საკუთარი ფორმიანი ჯარისკაცების ნახვა. ზოგჯერ მგონია, სულ სხვა განზომილებაში მყოფ და სხვა პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანებთან გვაქვს საქმე’’, – განაცხადა დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ხვალ, ტრადიციულ ადგილას – რუსთაველის გამზირზე გაიმართება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts