Jump to content
Planeta.Ge

ნაცებზე კომპრომატის ნაკადი არა წყდება


Recommended Posts

ისეთი შთაბეჭდილება (შთაბეჭდილება !) მრჩება, რომ კომპრომატების კარგათ დადგმულ სცენართან გვაქვს საქმე.

წაიკითხეთ ეს სტატია. მიაქციეთ ყურადღება როგორ "ამოტივტივდა" ეს დოკუმენტი, 1300 კაციანი სია....

 

ბარამიძემ მოულხინა – მეექვსე დღე, რომელმაც არავინ შეძრა

1300 პრობაციონერის სია, რომლის წევრებიც ერეკლე კოდუამ საპარლამენტო არჩევნებში “ნაცმოძრაობის” სასარგებლოდ გამოიყენა, დეპუტატმა ბრიფინგზე გამოამზეურა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნო კლიპში მოსახლეობას უხსნის, რომ ამომრჩევლების ხმების სანაცვლოდ მათი ახლობლების საპატიმრო ადგილებიდან გამოშვების დაპირება კანონით ისჯება. საგარეო საქმეთა სამინისტროში იმედი აქვთ, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისია ქართულ არჩევნებს დემოკრატიულად შეაფასებს.

დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი: “7 წელია პოლიტიკაში ვარ და ასეთი დოკუმენტები ჯერ არ მინახავს. ხელთ გვაქვს იმ პრობაციონერთა სრული სია, რომლებსაც 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვაკეში, აბაშიძის 47 ნომერში ამუშავებდნენ. იქ იყო ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბი. ეს არის აკრძალული დოკუმენტი, რომელიც შეუძლებელია, ხელში ჩაუვარდეს რიგით ადამიანს.

 

ყოველდღე, ღამის საათებში, აბაშიძის 47 ნომერში პატიმრები მიჰყავდათ. მათზე ხორციელდებოდა ტერორი, რათა მათ და მათ ახლობლებს “ნაცმოძრაობისთვის” ხმა მიეცათ”.

 

მერე, ამ სიების მიხედვით, თურმე, “ნაციონალების” აგიტატორები აკონტროლებდნენ, რომელი პრობაციონერის ახლობელი მიდიოდა არჩევნებზე. დეპუტატი ფიქრობს, რომ შესაძლოა, მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც მიმართავეს ასეთ მეთოდებს.

 

ცაგარეიშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნების წინ, პრობაციონერთა სიები “ნაცების” ოფისში უშუალოდ კოდუამ მიიტანა. დეპუტატი ვარაუდობს, რომ “სოდის” კოდუა პრობაციონერთა სახელ-გვარების, სისხლის სამართლის საქმის ნომრებისა და განაჩენის თარიღების შესახებ ასეთ ზუსტ ინფორმაციას, სასჯელარსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის, ბაჩო ახალაიას დახმარებისა და ძალისხმევის გარეშე ვერ მოიპოვებდა.

 

ეს ინფორმაცია “ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის” ყოფილმა წევრმა, ნატო ხოხიაშვილმა საბუთებში შემთხვევით აღმოაჩინა. ხოხიაშვილი: “ჩვენი, ჟურნალისტთა ორგანიზაცია იგივე შენობასა და სართულზე იყო, სადაც ნაციონალების შტაბი. პრობაციონერები ხანდახან დღის საათებშიც მოდიოდნენ და ვხედავდით. ღამის საათებშიც მოჰყავდათ და ჩვენ ამაზე ინფორმაციას, დღე თუ ვინმე რამეს იტყოდა შტაბში, იქიდან ვიგებდით.

 

ერთხელ მოვიდა კოდუა და ვინც ამ სიებზე იყო პასუხიმგებელი, მზია, იმას გადასცა ეს სიები. მზიას იქვე, ჩემს მაგიდაზე დაუდევს და ეტყობა, დაავიწყდა, ან სადმე გავიდა. მე რომ დავბრუნდი მაგიდასთან, ეტყობა, შემთხვევით, ჩემი საბუთები დავადე ზევიდან და წამოვიღე. თებერვალში, საბუთები რომ გადავახარისხე, ვნახე, რომ ეს იყო პრობაციონერების სიები.

 

მთელი სტატია აქა დევს

 

ჟანრის წესი მოითხოვს, რომ ყველაზე მძიმე კომპრომატს იმახავენ ბოლოსთვის, არჩევნებამდე 1-2 დღით ადრე (რომ მიშამ და ნაცებმა რეაგირება ვერ მოახდინონ) გამოაგორებენ ყველაზე მძიმე

ბრალდება-კომპრომატს (ბომბას).

ვითომ ნაცების და მიშას "ჩარეცხვის" მოწმეები ვხდებით?

მე ამაზე ვერ ვიმსჯელებ, მე მარტო შთაბეჭდილებას გიზიარებთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

ვითომ ნაცების და მიშას "ჩარეცხვის" მოწმეები ვხდებით?

აბა ამ ისტორიული და 21-საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩარეცხვის მოწმეები ვხდებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაცებზე კომპრომატის ნაკადი არა წყდება, კიდევ ერთი მძიმე წინასაარჩევნო დანაშაული

ეს კომპრომატების ამ ბოლო დროს ასე ძალიან რომ მომრავლდა, შემთხვევითობის ბრალია, თუ მანამდე არ აშავებდნენ(იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ ბევრი "კომპრომატი" წარსულიდანაა) ნაცები?

რატომ ჩქეფს ალასასანიას წისქვილზე ასეთი დიდი ნაცების მდინარე? ასეთი ბრიყვები გახდა ის ხალხი, რომლემბმაც 2003 წელს ვადებით "რევოლუცია" რო მოახდინა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

 

აბა ამ ისტორიული და 21-საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩარეცხვის მოწმეები ვხდებით

პირველი, რომ არ მიაქციეთ ყურადღება ჩემ კითხვის ნიშანს. მე არ ვამტკიცებ, გეკითხებით სუყველას.

 

მეორე, არ მიაქციეთ ყურადღება ამას:

 

ხელთ გვაქვს იმ პრობაციონერთა სრული სია, რომლებსაც 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვაკეში, აბაშიძის 47 ნომერში ამუშავებდნენ. იქ იყო ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბი. ეს არის აკრძალული დოკუმენტი, რომელიც შეუძლებელია, ხელში ჩაუვარდეს რიგით ადამიანს.

 

ყოველდღე, ღამის საათებში, აბაშიძის 47 ნომერში პატიმრები მიჰყავდათ. მათზე ხორციელდებოდა ტერორი, რათა მათ და მათ ახლობლებს “ნაცმოძრაობისთვის” ხმა მიეცათ”.

 

მერე, ამ სიების მიხედვით, თურმე, “ნაციონალების” აგიტატორები აკონტროლებდნენ, რომელი პრობაციონერის ახლობელი მიდიოდა არჩევნებზე. დეპუტატი ფიქრობს, რომ შესაძლოა, მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც მიმართავეს ასეთ მეთოდებს.

 

ცაგარეიშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნების წინ, პრობაციონერთა სიები “ნაცების” ოფისში უშუალოდ კოდუამ მიიტანა. დეპუტატი ვარაუდობს, რომ “სოდის” კოდუა პრობაციონერთა სახელ-გვარების, სისხლის სამართლის საქმის ნომრებისა და განაჩენის თარიღების შესახებ ასეთ ზუსტ ინფორმაციას, სასჯელარსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის,

ბაჩო ახალაიას დახმარებისა და ძალისხმევის გარეშე ვერ მოიპოვებდა.

 

 

ბაჩო ახალაიას დახმარებისა და ძალისხმევის გარეშე ვერ მოიპოვებდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა როოო..... ამ ფაქტებს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მაგარი სკანდალი მოჰყვებოდა.... არა რააა.... აფრიკაში ცხოვრება მირჩევია
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისეთი შთაბეჭდილება (შთაბეჭდილება !) მრჩება, რომ კომპრომატების კარგათ დადგმულ სცენართან გვაქვს საქმე.

 

ყველაფერი გაანგარიშებულია. იწყება ნაცების "ცვლის" პროცესი.

 

სანამ ჩვენ ბელადებს დავზდევთ ნაციონალების ისევ ხელისუფლებაში მოვლენ "ოპოზიციური" სახეებით.

 

ვიცი ეს ბევრს არ მოსწონს, მაგრამ გაიხსენეთ შევარდნაძეს წინა პერიოდი.

 

პ.ს. ვიღაცამ აქ იხმარა სიტყვა "ფსევდოოპოზიცია", ალბათ ეს პროცესი იგულისხმა. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა როოო..... ამ ფაქტებს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მაგარი სკანდალი მოჰყვებოდა.... არა რააა.... აფრიკაში ცხოვრება მირჩევია

მართალი ბრძანდებით - მეტი დამცირება რა უნდა იყვეს, როცა ნაციხრები გკარნახობენ (გთხოვენ, გაძალებენ) და გაკონტროლებენ როგორი არჩევანი უნდა გააკეთო. ამ ნაციხრებსაც ხომ ეზზიზღებათ ესეთი ხელისუფლება და თანამშრომლობა ესეთ ხელისუფლებასთან! - ეს ერთი

 

როგორია, როცა ხელისუფლებას საყრდენი ნაციხრებში და პატიმრებში აქვთ? - ეს მეორე.

 

კარგია, თუ დოკუმენტი "გამოჩნდება" მიშას სპონსორების დასანახათ-დასარწმუნებლათ. თორემ ქართველებმა ამ დოკუმენტის გარეშეც ყველაფერი ვიცით და დიდიხანია! - ესეც მესამე.

 

აფრიკის რომელ ქვეყანაში გირჩევნიათ ცხოვრება? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

არა რააა.... აფრიკაში ცხოვრება მირჩევია

 

სამხრეთ აფრიკაში მაგრად ასწორებს ცხოვრებაო ამბობენ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

 

 

სამხრეთ აფრიკაში მაგრად ასწორებს ცხოვრებაო ამბობენ...

 

რასისტები არიანო, თეთრები არ ევასებათ. თუ გაიკრასკები მაში არ ვიცი...............

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...