planetanews Posted May 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/ekon-ganvit-saminintro5-150x150.jpg ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელშეწყობით, ექსპორტის განვითარების სამსახური შეიქმნა. დღეს, ეკონომიკის სამინისტროში, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი მატკავამ ბირფინგი გამართა. მან ჟურნალისტებს წარუდგინა გეგმა რომელზე მუშაობის პერიოდშიც ქართველებს გერმანული მხარე აქტიურად ეხმარებოდა. გეგმის ძირითადი ამოცანა სავაჭრო ვებ-პორტალის, ექსპორტის საინფორმაციო ცენტრისა და ცხელი ხაზის ამოქმედება იქნება. ამასთან, პერმანენტულად ჩატარდება ტრენინგები ქართველი ექსპორტიორებისათვის. იგეგმება ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტინის გამოშვებაც. ეკონომიკის მინისტრის დავალებით, შეიქმნა ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურიც, რომლის ძირითადი მიზანი ადგილობრივი მწარმოებლებისა და ექსპორტიორების საინფორმაციო მხარდაჭერა, ადგილობრივ და უცხოელ მყიდველებს შორის კონტაქტების დამყარება, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ქარუთული პროდუქციის პოპულარიზაციაა. “ამ მიმართულბით ჩვენ უკვე ვიწყებთ აქტიურ მუშაობას, ივნისის დასაწყისში საქრთველოს სპეციალური მისია ეწვევა შვედეთიდან, ივლისის ბოლოს კი შეერთებული შტატებიდან, რომლებიც ქართველ ექსპორტიორებს სემინარებს ჩაუტარებენ,”- განაცხადა მატკავამ. მომავალი კვირიდან, ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, ქართველ მწარმოებლებსა და ექსპორტიორებთან თბილისსა და რეგიონებში შეხვედრებს ჩაატარებს. შეხვედრის ფორმატში ახალი ინიციატივის პრეზენტაცია და ადგილობრივ კომპანებითან მომავალი თანამშრომლებობები განიხილება. შეხვედრის ბოლოს, მატკავამ ჟურნალისტებს ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის ხელმძღვანელი – მიხეილ კობალაძე წარუდგინა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts