Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge Zeit-ი აღმოსავლეთ-ევროპის ჟურნალისტებს აჯილდოვებს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/die_welt2.jpg

 

 

80 000 ევრო სამი გაზეთისა და სამი რეპორტიორისთვის

აღმოსავლეთ-ევროპაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის განვითარებისთვის, ჰამბურგის ყოველკვირეულმა გამოცემა Die Zeit-მა ბუცერიუსის სახელობის პრემიიით სულ შვიდი ჟურნალისტი და მედია-საშუალება დააჯილდოვა. ფონდის განცხადებით, სამ გაზეთს, სამ ჟურნალისტს და ინტერნეტ-ტელევიზიას ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა რუსეთი, ბელორუსი, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი სულ 80 000 ევრო გადაეცათ. ცერემონიის დროს, ჰამბურგის სენატორმა კულტურის საკითხებში კარინ ვონ ველკმა (უპარტიო) განაცხადა, რომ ჟურნალისტები „ყოველდღიურ ცხოვრებაში დემოკრატიისა და თავისუფალი სიტყვის დამკვიდრებისთვის“ დაჯილდოვდნენ.

 

 

რუს პოლიტიკოსს და „ხიმკინსკაია პრავდას“ ჟურნალისტ მიხეილ ბეკეტოვს 2008 წელს თავს დაესხნენ და იგი იმდენად დაშავდა, რომ ჟურნალისტად მუშაობას დღემდე ვერ ახერხებს. ბეკეტოვი მოსკოვი-სანკტ-პეტერბურგის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო ხიმკის ტყის განადგურების წინააღმდეგ გამოდიოდა. ბეკეტოვს ჯილდოს სახით 10 000 ევრო გადასცეს. ყოველკვირეულმა რუსულმა გაზეთმა „არსენიევსკიე ვესტი“-მ (არსენიევი, პრიმორსკის ოლქი), კორუფციისა და კონტრაბანდის თემებზე გამოქვეყნებული რეპორტაჟების გამო 15 000 ევრო მიიღო. ბელორუსის რეგიონალური გამოცემა „ბორისოვსკიე ნოვოსტი“ (მინსკი) პოლიტიკაზე გამოქვეყნებული კრიტიკული პუბლიკაციებისთვის 15 000 ევროთი დაჯილდოვდა. ისეთ თემების, როგორებიცაა არჩევანის თავისუფლება და აფხაზეთის კონფლიქტი, დახვეწილი განხილვისთის 10 000 ევრო გადაეცა ქართულ ჟურნალ „ლიბერალს“ (თბილისი). ბაქოელი ჟურნალისტი შაჰვალად ჩობანოღლუ (აზერბაიჯანი) მთავრობაზე მამხილებელი ცნობებისა და კრიტიკული სვეტების გამოქვეყნებისთვის 10 000 ევროთი დაჯილდოვდა. ასევე 10 000 ევრო მიიღო აზერბაიჯანულმა ინტერნეტ-ტელევიზიამ „ANTV Online TV“ (ბაქო), ისეთი მასალების გამოქვეყნებისთვის, რომელთა ჩვენებაც სახელმწიფო არხებზე შეუძლებელია. ერევნელი ჟურნალისტი, ჟურნალ Hetq-ის გამომცემელი და კრიტიკული ჟურნალისტური გაერთიანების დამფუძნებელი ედიკ ბაგდასარიანი (სომხეთი) 10 ათასი ევროთი დაჯილდოვდა.

 

 

რუსი მწერლის ვიქტორ ეროფეევის თქმით, კრიტიკული ჟურნალისტი პოსტ-საბჭოთა სივრცეში ახალი როლია. სახელმწიფოს დანაშაულის გაკრიტიკება დღემდე მიუღებელია. თქვენ შეგიძლიათ ყველაფრით აღშფოთდეთ, მაგრამ „რეჟიმი“ ხელშეუხებელია. ეროფეევი – „რეჟიმის ხსენებაზე, მომენტალურად ვარდები სისტემიდან, რომელიც კრიტიკას ვერ იღებს“. ასეთ დროს ხელისუფლების რეაქცია არაპროგნოზირებადია.

 

 

Die Zeit ბუცერიუსის პრემიით 2000 წლიდან აჯილდოვებს იმ ჟურნალისტებს და მედია-საშუალებებს, რომლებიც მხარს უჭერენ პრესის თავისუფლებას და ლიბერალურ სამოქალაქო საზოგადოებას.

 

 

ორიგინალი

 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...