planetanews Posted May 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/newsweek.jpg ოუენ მეთიუსი, ანა ნემცოვა ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ფერადი რევოლუციების“ ციკლმა პოსტ-საბჭოთა სივრცეში მოსკოვის მხარდაჭერილი მმართველები პრო-დასავლელი ლიდერებით შეცვალა, დღეს კი როგორც სჩანს კრემლი დანაკარგს ინაზღაურებს. მხოლოდ წელს უკრაინის და ყირგიზეთის პრეზიდენტები მოსკოვთან უფრო დამეგობრებულმა პრეტენდენტებმა გააძევეს მართალია რუსეთი უკრაინის არჩევნების და ყირგიზული ბუნტის ერთადერთი არქიტექტორი არ ყოფილა, თუმცა ის ყირგიზულ ოპოზიციას მფარველობდა, უკრაინელ ამომრჩევლებს კი მკაფიოდ აგრძნობინა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაში მათთან იაფი გაზის და აქტიური სავაჭრო ურთიერთობების ახალი ერა დაიწყებოდა. ამ წლის სტრატეგიულმა წარმატებებმა კრემლი ახლო სამეზობლოში რეჟიმების შემდგომ შეცვლაზე წაახალისა. ნომერ პირველი სამიზნე საქართველო და მისი პრო-ნატოელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. გასული წლიდან კრემლის ლიდერები საჯაროდ ხვდებიან ქართული ოპოზიციის ფიგურებს. 9 მაისს გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ოპოზიციის ლიდერის ნინო ბურჯანაძის გვერდით იდგა. კრემლმა სააკაშვილის მოშორების გზებზე მოლაპარაკებისთვის სხვა ქართველი ოპოზიციონერებიც დაპატიჟა. საქართველოს შემდეგ, სამიზნე შეიძლება ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო გახდეს, რომელმაც რუსული სამხედრო ბაზებისთვის საიჯარო გადასახადი მოითხოვა და საკუთარ ქვეყანაში ყირგიზეთის დევნილი პრეზიდენტი შეიფარა. „რუსეთი ძალიან დაღალა ლუკაშენკომ“ – ამბობს მოსკოვის პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის წარმომადგენელი იგორ ბუნინი. ლუკაშენკო „შეშინებულია მას შემდეგ, რაც დაინახა თუ როგორ შეუძლია რუსეთს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რევოლუციების მხარდაჭერა“. როგორც სჩანს, ფერადმა ტალღამ მიმართულება შეიძლება რუსეთისკენ შეიცვალოს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts