planetanews Posted May 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg გია ნოდია 30 მაისის მუნიციპალურ არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა და ამ დროს დისკუსიების მთავარ თემად საქართველოში რელიგიური ექსტრემიზმი იქცა და ამას ნამდვილად აქვს გარკვეული ლოგიკა. აღარავინ იწუხებს თავს შეკითხვით, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, რადგან ცხადია რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს და მისი გამარჯვება საზოგადოების რეალური განწყობის ამსახველი გახდება. საინტერესო კითხვა ერთია – მოხდება თუ არა არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე სახის არეულობა – დიდი ან მცირე მასშტაბის. სხვა რომ არაფერი, ზოგიერთმა რადიკალურმა პოლიტიკურმა ფიგურამ (ძირითადად იმ ბანაკიდან, ვინც სულ უფრო რეგულარულად დადის მოსკოვში და ვინც ე.წ. ”ეროვნულ საბჭოშია” გაერთიანებული) პირობა დადო, რომ ”(ახალ) ბიშკეკს გამართავს”, რაც იმას გულისხმობს რომ გაიმეორებენ ისეთ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, რომელთა მსგავსიც გასულ თვეს ყირგიზეთის პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის დამხობით დასრულდა. როგორ მოახერხებენ ისინი ამას? ელექტორატის დიდი მასის დარწმუნება იმაში რომ არჩევნები გაყალბდება ძალიან რთულია. მთავრობის წაქეზება ისე, რომ მათ რაიმე სისულელე გააკეთონ თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ხელისუფლებამ წარსული შეცდომებისგან მართლა მიიღო გამოცდილება. მაგალითად ის რომ 6 მაისი წმინდა გიორგის ხსენების დღე რომელსაც საქართველოში ეთაყვანებიან, პოლიციის დღედ გამოაცხადეს და გრანდიოზული აღლუმი ჩაატარეს, უკვე მცირე მასშტაბის სისულელე იყო. რადიკალებმა საპროტესტოდ თავისი მხარდამჭერების მობილიზება სცადეს, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ პატარა შეტაკებებისა და ქვების სროლის პროვოცირება მოახერხეს, ხალხი მასობრივად ქუჩაში არ გამოვიდა. ერთ-ერთმა რადიკალურმა ლიდერმა გოგა ხაინდრავამ ხმამაღლა განაცხადა რომ ”თბილისელებმა ჩაისვარეს” და დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდა. ეკლესიისკენ შემობრუნება როდესაც პოლიტიკა რელიგიას გადაკვეთს, ხალხის ემოციების მობილიზების შანსი უფრო დიდია. ბევრ ქვეყანაში, რომელსაც მოდერნიზაციის სწრაფი ტემპები აქვს და ამას დასავლური კულტურის ინტერვენციაც ემატება, მსგავს პროცესებს ტრადიციების დაცვისა და განსაკუთრებით რელიგიური ტრადიციების დაცვის სახელით უკურეაქცია მოჰყვა. პოლიტიკოსები ყველგან ცდილობენ ეს მისწრაფებები თავის სასარგებლოდ გამოიყენონ, საქართველოში ამ მხრივ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სააკაშვილის რეჟიმი ამ კონტექსტში თავის მოწყვლადობას გრძნობს და ყველა ძალას მიმართავს, რათა ეკლესიისადმი რომელსაც გულუხვად აფინანსებენ, თავისი ლოიალობა დაადასტუროს. გარდა ამისა, ხელისუფლება თვალს ხუჭავს ისეთი ჯგუფების ექსტრემისტულ ქმედებებზე, რომელთაც ეკლესიასთან კავშირები აქვთ. ასეთია მაგალითად მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, რომელიც ორჯერ გაექცა პასუხისმგებლობას მაშინ, როდესაც ჰელოუინის აღნიშვნის მოსურნე ახალგაზრდები სასტიკად დაარბია. ჰელოუინს მმკ სატანისტურ რიტუალად მიიჩნევს. შედეგად კი ბოლო ორი წლის განმავლობაში რელიგიური ექსტრემიზმი გაძლიერდა. ამის გამო ლიბერალები ხელისუფლებას აკრიტიკებენ, მაგრამ მთავრობამ ცივად განსაჯა – ლიბერალებს წასასვლელი არსად აქვთ, ხოლო ეკლესიასთან უსიამოვნებები სახიფათოა. ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა საქმოსანმა მალხაზ გულაშვილმა (ეს ის კაცია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მალევე შეხვდა) ამ ტენდენციის მეშვეობით პოლიტიკური კაპიტალის მოხვეჭა გადაწყვიტა. ორი თვის წინ მან სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა დააფუძნა. მასში რამდენიმე ცნობილი ადამიანი შედის (სააკაშვილისადმი განსაკუთრებულად მტრულად განწყობილი ადამიანების ჯგუფი), მაგრამ მისი წევრების უმეტესობა და მთავარი მამოძრავებელი ძალა ახალგაზრდები არიან. კავშირის პირველი აქციის საბაბად მანამდე უცნობი ახალგაზრდა მწერლის, ერეკლე დეისაძის წიგნი ”საიდუმლო სირობა” იქცა. წიგნის პრეზენტაცია თბილისში, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში შედგა, ეს უნივერსიტეტი კი პრო-დასავლური, პრო-სამთავრობო ლიბერალების ბუდედ ითვლება. პირველად გულაშვილის კავშირმა უნივერსიტეტის მთავარ შენობასთან გამართა პროტესტი და რექტორის გადადგომა მოითხოვა. მათ კამპუსში ასევე ითხოვეს მართლმადიდებლური ეკლესიის გახსნაც. ტაქტიკური შეცდომა საპროტესტო გამოსვლამ პრატქიკულად შეუმჩნევლად ჩაიარა – სხვა თუ არაფერი ხალხი საპროტესტო გამოსვლებს მუდმივად აწყობს, მაგრამ მოვლენებმა დრამატული სახე მეორე დღეს, 6 მაისს მიიღო, როდესაც სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების პატარა ჯგუფი ბანერებით ხელში გამოხატვის თავისუფლების დასაცავად გამოვიდა. გულაშვილის აქტივისტები ”ლიბერასტებს” (ასე უწოდებს ოპონენტებს გულაშვილი) თავს დაესხნენ. პოლიცია პროცესებს თვალს ადევნებდა, მაგრამ არ ერეოდა. 7 მაისს ტელეკომპანია ”კავკასიამ” ორივე მხარე პირდაპირ ეთერში დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. გულაშვილის ბანაკმა დიდი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, ძალით შეიჭრა სტუდიაში და ჟურნალისტებს სცემა, მათ შორის ტლეკომპანიის მთავარ წამყვანს დავით აქუბარდიასაც. თავის დაუსჯელობაში დარწმუნებულები, ისინი არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციასაც დაუპირისპირდნენ, არადა „კავკასიაც“ და აქუბრადიაც ოპოზიციის რუპორები არიან. 8 აქტივისტი დააპატიმრეს, ერთი მათგანი მოგვიანებით გაათავისუფლეს. დანარჩენი 7 სასამართლო პროცესს ელოდება. არც ერთ ასე თუ ისე მნიშვნელოვან პოლიტიკოსს მათი გათავისუფლების მოთხოვნით არ უშუამდგომლია. რაც შეეხება გულაშვილს – მან ჯერ გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობდა რომ მის ვაჟს გაუპატიურებით დაემუქრნენ და მერე ცხინვალში გაიქცა, თუმცა დაპატიმრებით არავინ დამუქრებია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მემარჯვენე ექსტრემისტებმა მარცხი განიცადეს, მაგრამ პრობლემა არსად გამქრალა. ისევ აღმოსავლეთ-დასავლეთის დაპირისპირება? როგორია ძალთა ბალანსი საქართველოში ლიბერალ-მოდერნიზატორებსა და იმ ანტი-დასავლელ კონსერვატორებს შორის, რომელთაც მართლმადიდებლური ღირებულებების დაცვა სურთ? აქვს რელიგიურ ექსტრემიზმს სერიოზული არეულობის პროვოცირების რაიმე შანსი? რამდენად შორს აპირებს ხელისუფლება ეკლესიასა და რელიგიურ ლობისთან დათმობებზე წასვლას? მაგალითად, როგორ მოახდენენ ისინი რეაგირებას პატრიარქის მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც მიღებულ უნდა იქნას საკანონმდებლო ცვლილებები, რათა მორწმუნეები დაცულები იყვნენ მათი რწმენის ნებისმიერი სახით შეურაცხყოფისაგან. ასეთი ცვლილებებით აიკრძალებოდა დეისაძის მსგავსი წიგნების გამოცემა. ყველა არსებულ დემოკრატიულ ქვეყანას გადაუტანია ამ პრობლემასთან დაპირისპირება და პროცესი არასდროს ყოფილა მსუბუქი, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში პრობლემას დამატებითი, გეოპოლიტიკური განზომილებაც ეძლევა. ანტი-დასავლური განწყობა საქართველოში რეალურად პრო-რუსული სიმპათიების სინონიმია, ამიტომ საქართველოში ბევრი ორთოდოქსალური ჯგუფების გააქტიურებას უფრო დიდი ამოცანის, პრო-რუსული პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ნაწილად მიიჩნევს. რუსი კომენტატორი მაქსიმ შევჩენკო, რომელიც ცნობილია თავისი იმპერიალისტური აზროვნებით, დემონსტრატიულად მიემხრო გულაშვილს. მან განაცხადა, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საქმე და რუსეთს, უკრაინის მართლმადიდებლებსა და მუსლიმებსაც კი, მათ ”ვისთვისაც ქალწული მარიამი და ქრისტე მნიშვნელოვანია ამ საკითხის სერიოზული შესწავლა და საკუთარი აზრის გამოთქმა” მოსთხოვა. ჩვენ უკვე ვიცით, როგორ ”გამოხატავს თავის აზრს” გულაშვილის რაზმი. ამ ყველაფერს ორთოდოქსალურ-მუსლიმური ჯიჰადის სუნი ასდის, ჯიჰადის რომელიც მიმართულია ყველასკენ, ვინც დასავლეთსა და მის ”მარიონეტს” სააკაშვილს მიემხრობა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts