Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოში აღლუმი ყველას არ მოსწონს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png

 

 

ჯოშუა კუცერა

 

 

შარშან, საქართველომ მისი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული (ყოველ შემთხვევაში სააკაშვილის ეპოქის) სამხედრო აღლუმი იმის გამო, რომ ოპოზიციის საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა და დიდი სამხედრო ბუნტიც ახალი მომხდარი იყო, მაგრამ წელს აღლუმი დაბრუნდა

 

 

Civil.ge იუწყება – “19 მაისს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამხედრო აღლუმი 26 მაისს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართება. „ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციაში უკმაყოფილება რამდენიმე მიზეზის გამო გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ რუსეთთან 2008 წლის ომის წაგების შემდეგ, მიზანშეწონილი არ არის სამხედრო აღლუმის ჩატარება და აღლუმის ჩატარება არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე ადმინისტრაციის მხრიდან ძალის დემონსტრირებაა…

 

 

ტრადიციულად, სამხედრო აღლუმით დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა რვაწლიანი პაუზის შემდეგ, 2004 წლიდან დამკვიდრდა. მას შემდეგ აღლუმები ყოველ დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს იმართებოდა, მაგრამ შარშანდელი წელი გამონაკლისი იყო“.

 

 

Civil.ge აღნიშნავს, რომ აჯანყებული სატანკო ბატალიონის მეთაურმა, თავის სასამართლო პროცესზე დაგეგმილი აღლუმი, რომელიც წაგებული ომის შემდეგ ტრიუმფით უნდა გამართულიყო, აჯანყების ერთ-ერთ მოტივად დაასახელა.

 

 

„ბევრი მოწმე (ვინც მუხროვანში მსახურობდა) სასამართლო პროცესზე გამოსვლისას კითხვაზე, თუ როგორ ვხსნიდი მე ჩემს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობის შესახებ, პასუხობდა რომ მე სამხედრო აღლუმს ვაპროტესტებდი (რომელიც, იმ დროისთვისაც 26 მაისის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იგეგმებოდა)“ – განაცხადა გორგიაშვილმა თავის საბოლოო სიტყვაში.

 

 

„ეს მართლაც იყო ერთ–ერთი მიზეზი, მაგრამ მე სხვა მიზეზებზეც ვესაუბრე შმაგი თელიას და მართალია მან სთქვა, რომ არაფერი გაუგია, სინამდვილეში ყველაფერი კარგად გაიგო და დამეთანხმა“ – სთქვა გორგიაშვილმა.

 

 

Messenger იუწყება, რომ საქართველოს პოლიტიკური ოპოზიცია აღლუმის უკან პოლიტიკურ მოტივს ხედავს:

 

 

„ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციაში უკმაყოფილება რამდენიმე მიზეზის გამო გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ რუსეთთან 2008 წლის ომის წაგების შემდეგ მიზანშეწონილი არ არის სამხედრო აღლუმის ჩატარება და არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე მისი ჩატარება ადმინისტრაციის მხრიდან ძალის დემონსტრირებაა…

 

 

სამხედრო ანალიტიკოსი გიორგი თავდგირიძე ფიქრობს, რომ აღლუმი საბჭოთა სტილის ზეიმია და ალტერნატიული წინადადება აქვს, რომ სხვადასხვა სამხედრო დანაყოფები და მათი აღჭურვილობა ქალაქის სხვადასხვა ნაწილში გაიგზავნოს, რომ ხალხმა ამ სამხედრო ტექნიკის ნახვა და მასზე შეხებაც შესძლოს, ოფიცრები და ჯარისკაცები კი  ხალხს პირისპირ შეხვდნენ, საკუთარი აღჭურვილობის ისტორია აუხსნან, მათ კითხვებს უპასუხონ და ა.შ. ეს აღლუმზე გაცილებით იაფი დაჯდებოდა და არ იარსებებდა პროცესში მთელი სამხედრო ძალის ჩართვის აუცილებლობაც.“

 

 

მხოლოდ საქართველოში შეიძლება გახდეს აღლუმი ასეთი დაპირისპირების საგანი.

 

 

ორიგინალი

 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...