planetanews Posted May 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png შაჰინ აბასოვი როგორც EurasiaNet.org–სთვის გახდა ცნობილი, თეთრმა სახლმა ზერბაიჯანში თავის ახალ ელჩად, ამერიკელი დიპლომატი, მთიანი ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარე, მეთიუ ბრაიზა დანიშნა. ბაქოში აშშ–ს საელჩოს დიპლომატის ცნობით, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, შესაბამისი ოფიციალური განცხადება 21 მაისს თეთრი სახლის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდება. 20 მაისს ამ დანიშვნაზე თეთრმა სახლმა ოფიციალური თანხმობა განაცხადა, დასძინა წყარომ. მეთიუ ბრაიზა, რომლის ბაქოში დანიშვნაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში სხვადასხვა მოსაზრებებისა და ვარაუდების საგანია, დიპლომატიურ სამსახურში 22 წელია მუშაობს. ბოლო პერიოდში ის ამიერკავკასიაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტაზე მუშაობდა, ესენია მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოგვარება და იმ ნავთობისა და გაზსადენების პროექტების რეალიზაცია, რომლებიც რუსეთის გვერდის ავლით ბაქოდან შავი ზღვისკენ მიემართება. ბრაიზა, რომელსაც 2005–2009 წლებში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა ეკავა, შავი ზღვისა და კასპიის რეგიონებში აშშ–ს ენერგეტიკული პოლიტიკის კოორდინირებას ეწეოდა, ასევე აშშ–ს წარმოადგენდა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის მინსკის ჯგუფში და მთიან ყარაბახზე სომხეთ–აზერბაიჯანის 22 წლიანი კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს კურირებდა. პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს, ის კასპიის ენერგორესურსების სფეროში დიპლომატიის საკითხებში თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და რეგიონში აშშ–ს ნავთობისა და გაზის მილსადენების ქსელის განვითარების პროგრამაზე მუშაობდა. ბრაიზას კანდიდატურას წინ სენატში დამტკიცება ელის, სადაც მას, როგორც ჩანს, 2008 წლის რუსულ–ქართული კონფლიქტის წინ მის ქმედებებზე დაუსვამენ შეკითხვებს, იმ კონფლიქტზე, რომელიც ზოგიერთი ოპონენტის აზრით, პროვოცირებული იყო საქართველოს არასწორი წარმოდგენით მოვლენების მიმდინარეობის დროს აშშ–ს ჩართვის მზადყოფნაზე. აზერბაიჯანის მთავრობას, მეთიუ ბრაიზას დანიშვნაზე ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. ამერიკის საელჩოს წყაროს ცნობით, აზერბაიჯანის მთავრობას მისი კანდიდატურა რამდენიმე კვირის წინ წარუდგინეს. როგორც ადრე ვარაუდობდნენ, ის, რომ აშშ–ს ბაქოში ელჩი არ ჰყავდა (ეს პოსტი მთელი წელი ვაკანტური იყო) – აზერბაიჯანის მთელი რიგი ჩინოვნიკებისთვის გაღიზიანების წყაროს წარმოადგენდა. მათთვის ეს ფაქტი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მთავრობის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება იყო, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც აშშ ხელს უწყობდა თურქეთ–სომხეთის დაახლოებას. ბრაიზას დანიშვნა ვაშინგტონის მხრიდან „პოზიტიური სიგნალია“, რაც აზერბაიჯანთან ურთიერთობის მოგვარების მზადყოფნას ადასტურებს, ვარაუდობს ბაქოს პოლიტიკური კვლევების ცენტრის „ატლასის“ დირექტორი ელჰან შაჰინოღლუ. ბრაიზას, რომლის საქორწინო ცერემონიალს წარმოშობით თურქ ზეინო ბარანთან (საგარეოპოლიტიკური საკითხების ექსპერტი) აზერბაიჯანის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ელმარ მამედიაროვი და სხვა აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მთავრობის ძველ მეგობრად თვლიან. „მათ დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებთ, იცნობენ მის ხასიათს და რეგიონის საკითხებში კარგ სპეციალისტად მიაჩნიათ“, – აცხადებს შაჰინოღლუ, „ამიტომ რატომაც არ უნდა უხაროდეთ?“ ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts