planetanews Posted May 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg სადაო ტერიტორიის სამხრეთ-ოსეთის გამო რუსულ-ქართული ომის შემდეგ ორი წელი გავიდა და BBC-ის კორესპონდენტმა ტომ ესლემონტმა აღმოაჩინა, რომ სამხრეთ-ოსეთის მოქალაქეები ისევ ზღვარზე რჩებიან და იარაღზე უარის თქმა არ სურთ ეკლესიის მოუვლელ ეზოში ვიდექით, როდესაც აფეთქების ხმა გავიგეთ. ამას სხვა ხმაც მოჰყვა. 300 მეტრის მოშორებით ჭურვმა სტვენით გადაიფრინა და სადღაც მთაში აფეთქდა. ცოტა ხანს სახიფათო სიჩუმე ჩამოვარდა, მერე კი ავტომატის კაკანი გაისმა – წყვეტილი „ბახ-ბახ-ბახ“ მინდორს გარშემო უვლიდა. თავიდან ვიფიქრე აქაურობას გავეცლებოდით, თუმცა თითქოს უხიფათო დისტანციაზე ვიმყოფებოდით, მაგრამ მერე ჩემს მძღოლს, ნოდარს გადავხედე და ის სულ არ ჩანდა შეშინებული. ფაქტობრივად, მან მგონი ვერც კი შეამჩნია აფეთქება. „აა ეს? ეს უბრალოდ წვრთნაა, შესაშფოთებელი არაფერია“. სრული ნგრევა ასე მოვხდვდი სამხრეთ-ოსეთში, ჩაკეტილ სადაო ტერიტორიაზე, 30 000 მოსახლის სამშობლოში, რომელსაც საქართველოსგან არასტაბილური სასაზღვრო ზოლი ჰყოფს. ამ ტერიტორიაზე ერთადერთი შემოსასვლელ-გასასვლელიდან შემოვედი, რუსული გზატკეცილიდან რომელიც სამხრეთ- ოსეთისთვის მთავარი არტერიაა და გზას ღრმა, ტყიან ხეობაში მშვიდობიანი კოტეჯების მიღმა მიიკვლევს. შემდეგ კი კონტრასტულად მე უკიდურესი ნგრევის სივრცეში შევედი. ათასობით დანგრეული სახლი, რომელიც 2008 წელს ქართველებს, რუსებსა და ოსებს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს დაზიანდა. უკვე ვხედავდი სწრაფ მდინარეს, რომელიც ლამაზ ხეობას, ქალაქ ცხინვალის ნაცრისფერი, დაცხრილული საბჭოთა შენობების ფონზე კვეთდა. ყველგან ჩანდა ომის ღია მუშუშებელი ჭრილობები და საზოგადოებაც ახალი ომის მზაობაში პარალიზებული იყო. ცხინვალისკენ მიმავალ გზაზე მანქანამ შეგვაჩერა, უნომრო ნაცრისფერმა ლადამ, მუქი ფანჯრებით. ორი კაცი მანქანიდან გადმოვიდა. ერთი მაღალი იყო, არასასიამოვნო გარეგნობის ჯინსებში, მეორეს უფრო მეგობრული, მხიარული გარეგნობა ჰქონდა. უფროსი როგორც სჩანს, მაღალი იყო. მან დასვრილი, ვარდისფერი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გვაჩვენა და გამოგვიცხადა, რომ ადგილობრივი KGB-დანაა. გამჭოლი მზერა ის ისეთ გუნებაზე არ გახლდათ რომ მოესმინა ვინ ვიყავით, ამიტომ არ მოგვეცა დრო და ვერ ავუხსენით, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებამ სრული აკრედიტაცია მოგვცა. სწრაფი, გამჭოლი მზერა გვესროლა, მანქანაში ჩაგვიხტა და თავის დაწესებულებისკენ გაგვიძღვა. როდესაც ყოფილ საბჭოთა კავშირში ვმოგზაურობ, უამრავჯერ გავუჩერებივარ ადგილობრივი უშიშროების სამსახურების თანამშრომლებს, ადგილობრივი KGB-ს აპარატჩიკებს, ან იმის გამო რომ მათთვის რაიმე არასასურველს ვიღებდი, ან უბრალოდ იმიტომ რომ იქ ვიმყოფებოდი. ამჯერადაც ჩვეულ სამსაათიან დაკითხვას ველოდი, მაგრამ აღმოჩნდა რომ მათ მართლა დაუშვეს შეცდომა. „ერთი წუთით“ – განაცხადა მაღალმა, როდესაც განყოფილებაში მივედით – „ეს ესლემონტია?“ მეორე, უფრო კონტაქტური კაცი მოგვიახლოვდა. ის ალბათ მაღალის ბოსი იყო. ჩინოვნიკმა მოკლე, მკაცრი შენიშვნა მიიღო და ჩვენ გაგვათავისუფლეს, პირველად ჩემს ცხოვრებაში უსაფრთხოების აგენტებმა ბოდიში მომიხადეს. ეს დაკავება როგორც მოგვიანებით ამიხსნეს, ომის იმ მენტალიტეტის ნაწილია, რომელიც სამხრეთ-ოსეთმა მოიცვა. დაკარგული თაობა შემთხვევაზე ნოდართან ვილაპარაკე. ის ორმოც წელსაა მიახლოებული, ჯარისკაცი იყო. ნოდარს, ისევე როგორც 30 წელს გადაცილებულ მამაკაცთა უმეტესობას, ყოველთვის სამხედრო ტანსაცმელი აცვია. ის იმ დაკარგული თაობის წარმომადგენელია, რომლებმაც ჩამოყალიბების წლები 1990-იან წლებში ქართველების წინააღმდეგ ომში გაატარეს და სხვა არც არაფერი იციან. ახლა ნოდარი და მისი მეგობრები საღამოებს კოცონთან ატარებენ და ომის დღეებს იხსენებენ. „ყოველთვის მზად ვარ ბრძოლისთვის“ – ამბობს ის. შემდეგ კი ამაყად მიჩვენებს მობილურში ჩაწერილ ვიდეოს - სამხრეთ ოსეთის მილიცია ომის მსვლელობისას ქართულ ტანკს ესვრის. ომის დასრულების შემდეგ, სამხრეთ-ოსეთში მძიმე მშვიდობამ დაისადგურა. ხელისუფლებამ ბოლო დროს იარაღის ამნისტია დაიწყო და იმ იარაღის კონფისკაციას ატარებს, რომელიც წესის დაცვით არაა რეგისტრირებული. ეს ნოდარს და მის მეგობრებს არ მოსწონთ – მათ მთელი ცხოვრება ჰქონდათ იარაღი და უფრო ის მოსწონთ, როცა კანონი მათ ხელშია და არა ხელისუფლების. კონფლიქტის ციკლურობა გრეცია – იარაღის ყოფილი ოსტატი, სამხრეთ-ოსეთის ხელისუფლებას არ ეთანხმება. გადმოტრიალებულ ყუთზე მჯდომი მისი ფერმკრთალი სილუეტი ცეცხლის ნარინჯისფერი ნათებითაა გამთბარი. ის ყვება, რომ ხელისუფლება შეშინებულია. „მათ შიდა არეულობის ეშინიათ და ამიტომ აგროვებენ იარაღს“ – ამბობს ის. გრეცია, ნოდარი და სხვა უსაქმოდ დარჩენილი ნებრძოლები ამ ფაქტს სამხრეთ-ოსეთში გავრცელებულ პარანოიას მიაწერენ. ასეთ სიტუაციას ისინი უკვე შეჩვეულები არიან. მისი ფესვები კონფლიქტის ციკლურ ხასიათშია – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის რეგიონს მუდმივად ურტყამს. სანამ წიწილის წყლიან ბარკლებსა და ცხვრის მსუქან ხორცს ღია ცეცხლზე წვავენ, სახუმარო ამბებს, ძველ, კარგ რუსულ ანეგდოტებს ჰყვებიან, კავკასიისა და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს დასცინიან – ჩეჩნებს, ჩერქეზებს, სომხებს, თურქებს. ვუსმენდი და ის მაოცებდა, რომ სამხრეთ-ოსეთში ახალი არაფერი ხდება. კავკასიაში საუკუნეების მანძილზე ომობდნენ – თურქები, სპარსები, რუსები ერთმანეთს ამ ნაყოფიერი, მთიანი ადგილისთვის ებრძოდნენ. ხოლო ეს ხალხი, ახლაც და საუკუნეების განმავლობაში, ყოველთვის შუაში იყო ჩარჩენილი. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.