Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge რუსეთი თავის „გავლენის სფეროს“ აღადგენს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/cristian.jpg

 

 

სარედაქციო წერილი

 

 

უკრაინა, ყირგიზეთი, საქართველო – რუსეთი მეზობლებში საკუთარი „გავლენის სფეროს“ აღდგენაში წარმატებებს აღწევს

 

 

ამ კვირაში რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი უკრაინას პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. ორ ქვეყანას შორის ხუთწლიანი ცივი ურთიერთობების შემდეგ, ეს ვიზიტი მიზნად ისახავდა მოსკოვისადმი ბევრად უფრო მეგობრულად განწყობილ უკრაინის ახალ ხელმძღვანელთან უფრო თბილი ურთიერთობების განმტკიცებას.

 

 

„რუსეთს, როგორც იქნა სრულყოფილი უკრაინელი პარტნიორი გაუჩნდა“ – განუცხადა მედვედევმა ჟურნალისტებს.

 

 

თუკი გამოგრჩათ, შეგახსენებთ რომ რუსეთი ყოფილი საბჭოთა სატელიტების საკუთარ ორბიტაზე დაბრუნების საქმეში წარმატებებს აღწევს. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ რუსეთი მუდმივად წუხდა დასავლეთის თავდასხმებით მის გეოგრაფიულ „გავლენის სფეროზე“.

 

 

ნაწილობრივ ეს შოკი დაკარგულ იმპერიაზე წუხილით აიხსნება. ამის გაგება შეიძლება. მსგავსი განცდები ჰქონდა ბრიტანეთსაც, როდესაც მისი მასშტაბები შემცირდა, მისი იმპერიის მზე კი ჩაესვენა. იქ კი არა, შეერთებულ შტატებშიც კი ხშირად მოისმენთ წუხილს იმის თაობაზე, რომ ამერიკული სუპერ-სახელმწიფოს შესაძლებლობები შეიზღუდა.

 

 

მეორე საკითხი რაც რუსეთს აწუხებს – საკუთარ სტრატეგიულ მოწყვლადობაზე ღრმად ფესვგამდგარი შიშია. ამის გაგებაც შეიძლება. რთულია სტალინგრადის სასტიკი ბრძოლის და თუნდაც „ცივი ომის“ დავიწყება.

 

 

და მაინც რუსეთს არ უნდა ეშინოდეს, როდესაც წარსულში მასზე დამოკიდებული ქვეყნები დემოკრატიულ ევროკავშირსა და ნატო-ს ალიანსში წევრობას ანიჭებენ უპირატესობას, რომელსაც რუსეთთან საგანგებოდ შექმნილი ერთობლივი სპეციალური საბჭო აქვს, მაგრამ მოსკოვი სხვაგვარად ფიქრობს და სწორედ ამგვარი აზროვნება განსაზღვრავს მის საგარეო პოლიტიკას.

 

 

ის თუ რამდენად ძლიერია ასეთი აზროვნება – დღითიდღე   სულ უფრო ცხადი ხდება. რუსეთი, რომელიც სიტუაციით სარგებლობს ან ზეწოლის სასტიკ ტაქტიკასაც კი მიმართავს, მათ შორის პოლიტიკურ, ენერგეტიკულ და სამხედრო ბერკეტებსაც კი იყენებს, საკუთარ გავლენის სფეროს აღადგენს.

 

 

ამის უახლესი მაგალითი უკრაინაა, რომელიც 2004 წელს საქართველოში (კავკასია) და მოგვიანებით ყირგიზეთში (ცენტრალური აზია) მომხდარ „ფერად რევოლუციებს“ შეუერთდა.

 

 

თუმცა 2004 წლის შემდეგ, უკრაინის დემოკრატიული ლიდერები სასტიკ შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაებნენ, ქვეყნის ეკონომიკა კი კორუფციისა და მსოფლიო კრიზისის გამო სერიოზულად დაზარალდა. ამ წლის არჩევნებით ხელისუფლებაში ახალი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი მოვიდა, რომელიც რუსეთის მიმართ ბევრად უფრო კეთილგანწყობილია. მან უარი სთქვა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე, ხოლო გასულ თვეში საპორტო ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზას იჯარის ვადა 2024 წლამდე გაუგრძელა.

 

 

იჯარის გაგრძელების ფასად უკრაინამ რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ გაზზე 30 %-იანი ფასდაკლება მიიღო. უკრაინამ რუსეთთან ასევე საკუთარი სახელმწიფო გაზის კომპანიის რუსულ კომპანიასთან შერწყმაზეც დაიწყო მოლაპარაკება. ამ გეგმის აქტიური მხარდამჭერი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინია.

 

 

იანუკოვიჩი საუბრობს, რომ მას დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის წარმოება სურს. ამიტომ, ის ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავს. უკრაინაში ორდღიანი ვიზიტის დროს მედვედევმა ამ ქვეყნის, როგორც „არც ერთ ბლოკში არ შემავალი“ ნეიტრალური სტატუსი აღიარა და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მის ექვს მეზობელთან ხელმოწერილ შეთანხმებაში უსაფრთხოების შესახებ, კიევისთვის კარი ყოველთვის ღია იქნება.

 

 

თუკი ეს ასეა, ეს კარგი პოლიტიკაა. როდესაც მედვედევი ისეთ სიტყვებს იყენებს, როგორებიცაა „ღია კარი“ და „პარტნიორი“, ის კავშირების განმტკიცებაზე ორმხრივ მისწრაფებას გამოხატავს. შესაძლოა ეს საგარეო პოლიტიკისადმი ახალი და ნაკლებად კონფრონტაციული მიდგომაა, რის შესახებაც ცნობილი გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ერთ-ერთ დოკუმენტზე ინფორმაციის გაჟონვის წყალობით.

 

 

მაგრამ ახალი რიტორიკის მიღმა იმალება ძველი მსოფლმხედველობა (რომელშიც ძველებურად „ბლოკური“ აზროვნებაა გაბატონებული), ხოლო პრაქტიკული ნაბიჯები მისგან ლოგიკურად გამომდინარეობს. უკრაინა მისი დამოუკიდებლობის ნაწილს სწირავს, როდესაც რუსეთთან ვალშია და სწორედ ასეთი ვითარებაა ენერგორესურსებთან და სამხედრო-საზღვაო ბაზის იჯარასთან დაკავშირებით.

 

 

მოსკოვი კი იმავდროულად მისი პერიფერიის ქვეყნებში აქტიურად მუშაობს.

 

 

აპრილში, რუსეთმა ყირგიზეთის აჯანყებას დაუჭირა მხარი, შედეგად კი იქ მოსკოვისადმი უფრო მეგობრულად განწყობილი მთავრობა შეიქმნა. რუსეთს არ მოსწონდა დამხობილი ხელმძღვანელი, რომელმაც ქვეყანაში განთავსებული ის ამერიკული სამხედრო ბაზა შეინარჩუნა, რომელიც ავღანეთის ომში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

 

 

ყირგიზეთის ყოფილი მთავრობა მართლაც კორუმპირებული იყო და ადამიანის უფლებებს ხშირად არღვევდა. მან იმედი გაუცრუა მის დემოკრატიულ მხარდამჭერებს. მოსკოვმა სწრაფად გააცნობიერა შექმნილი უკმაყოფილება და მედიაში თავისი კამპანიითა და ენერგორესურსებზე ფასების გაზრდით ოპოზიციონერებს დაეხმარა.

 

 

რუსეთი 2008 წელს, როდესაც საქართველოში შეიჭრა ბევრად უფრო აგრესიულად მოქმედებდა. ეს ორი ქვეყანა ძველებურად დაობს იმაზე თუ ვინ დაიწყო ომი, თუმცა რუსეთმა ყოველგვარი საჭიროების გარეშე მისი არმია, საქართველოს დედაქალაქამდე მიიყვანა და გამოუცდელი დემოკრატიული ქვეყანა საზღვაო ბლოკადაში მოაქცია.

 

 

ამ სიას შეგვიძლია დავუმატოთ მეზობელ ქვეყნებზე ზემოქმედების სხვა მცდელობებიც: საბაჟო კავშირი, რომელმაც რუსეთს ბელორუსია მიაბა, დასავლეთ-ევროპასთან მკაცრი ენერგეტიკული ურთიერთობები, რაც ევროკავშირში  განხეთქილებას იწვევს, ასევე აქტიური ზეწოლა შეერთებულ შტატებზე, რომელმაც ვაშინგტონს ევროპაში ანტი-სარაკეტო თავდაცვასთან დაკავშირებული გეგმების გადახედვა აიძულა. ანტი-სარაკეტო თავდაცვის შეცვლილი სისტემა  საკმაოდ ნორმალური რამაა, თუმცა მთელი ეს ეპიზოდი ცხადყოფს, თუ რამდენად მტკიცედ მოქმედებს რუსეთი საკუთარ სამეზობლოში.

 

 

კეთილმეზობლობის პოლიტიკაში ცუდი არაფერია. ბუნებრივია ისიც, რომ მეგობარი როცა ის მოისურვებს, თქვენს ეზოში სათამაშოდ დაპატიჟოთ, თუმცა მანამ ვიდრე ეს ნამდვილი დაპატიჟებაა და არა შეშინება ან იძულება.

 

 

ორიგინალი

 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...