Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატი: „რუსეთთან დიალოგის გარეშე ჩვენ ვერ განვვითარდებით“


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/logo_elmundoes.gif

 

 

ფრანც მარტინესი

 

 

უამრავი პრობლემის მიუხედავად, ირაკლი ალასანია მაინც გვმასპინძლობს. ის ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომელსაც როგორც ბანკირები, ასევე ტაქსის მძღოლები დადებითად მოიხსენიებენ

 

 

35 წლის ირაკლი ალასანია თბილისის (საქართველო) მერის პოსტზე ოპოზიციური კოალიციის კანდიდატია. ამ არჩევნებმა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილთან მისი დაპირისპირების შესაძლებლობები უნდა გამოავლინოს.

 

 

„ჩვენ თბილისის მაგალითზე იმის დემონსტრირება გვსურს, რომ საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიული ცვლა შესაძლებელია. საქართველო სულ უფრო ავტოკრატიული ხდება, პრეზიდენტის ხელში ზედმეტად დიდი ძალაუფლებაა თავმოყრილი“ – გვიხსნის იგი.

 

 

30 მაისს 64 მუნიციპალური საბჭო უნდა აირჩეს, მთელი ყურადღება კი თბილისისკენაა მიმართული, სადაც მერს პირველად ირჩევენ. „გარკვეული პროგრესი მიღწეულ იქნა, მაგალითად კორუფციის დონის შემცირებაში, მაგრამ ძალაუფლების კონსოლიდაციით შეპყრობილმა პრეზიდენტმა დაასუსტა ინსტიტუტები, რაც ქვეყნის განვითარებაზე აისახა“.

 

 

„ჩემი პრიორიტეტია ხალხის ნდობის აღდგენა. მოსახლეობაში ბოლო წლების მოვლენებმა ერთგვარი ნიჰილიზმი დათესა, ისინი არ ენდობიან პოლიტიკურ სისტემას და არა აქვთ არჩევნებით სიტუაციის გაუმჯობესებას იმედი. ჩვენ ისეთი პრობლემები უნდა მოვაგვაროთ, როგორებიცაა უმუშევრობა და თბილისში დაურეგულირებელი მშენებლობების საკითხი, ასევე უნდა გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის სისტემა“ – ამბობს იგი.

 

 

დიალოგზე გათვლა

 

 

საქართველოს ყოფილი ელჩი გაერო-ში რუსეთთან მოლაპარაკებების განახლების მომხრეა: „რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მზარდი ანტაგონიზმი ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება და ევროპულ ორგანიზაციებში ჩვენი ინტეგრაციის პროცესს აუარესებს“.

 

 

ის დასძენს – „ჩვენ დიალოგისკენ მივისწრაფვით, მაგრამ არა ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოების ხარჯზე. იმავდროულად მე მესმის, რომ მეორე მხარესთან დალაპარაკების გარეშე რუსეთის არმიის გაყვანას ვერ მივაღწევთ. როგორც ყოფილ დიპლომატს მე მჯერა დიალოგის და მოლაპარაკებების. ეს იოლი არ იქნება და დროა საჭირო, თუმცა სხვა გამოსავალი არ არსებობს. რუსეთთან საუბრის გარეშე ჩვენ ვერ განვვითარდებთ ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად“.

 

 

ირაკლი ალასანია, რომელსაც პატივს სცემენ როგორც სოხუმში ასევე ცხინვალში, მამია ალასანიას შვილია, აფხაზეთში ქართველების წარმომადგენლის, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბრის შეტევის დროს მოკლეს. ამ დღეს შევარდნაძემ სოხუმი ექსტრემალურ ვითარებაში ვერტმფრენით დატოვა.

 

 

„მომხდარში ორივე ერი დამნაშავეა, როგორც ქართველები ასევე აფხაზები. ეს ქართული მხარის დიდი პოლიტიკური და სამხედრო შეცდომა იყო, მაგრამ ქართულ მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმები და პროვოკაციები, სიტუაციის გამოსწორებას ხელს არ უწყობდა“ – იხსენებს ალასანია.

 

 

არ არსებობს პრობლემის სამხედრო გადაწყვეტა

 

 

„მას შემდეგ ჩვენ პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის ბევრი შესაძლებლობა გაგვაჩნდა, მაგრამ ყველა ხელიდან გავუშვით. ჩვენ იგივე შეცდომას ვეღარ დავუშვებთ, რადგან ორივე მხარის მომავალი თანაცხოვრებაშია“ – ის ამბობს, რომ 2005 წელს სოხუმის „დე-ფაქტო“ მთავრობასთან პირდაპირი დიალოგის აღდგენა მოხერხდა.

 

 

„როგორც ეს 2008 წლის სამხედრო მოქმედებებმა ცხადყო, კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტას პერსპექტივა არა აქვს. მე ხშირად ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებთან და ვიცი, რომ მათ რუსეთის ოკუპაციას, საქართველოსთან ერთად ევროპულ სახლში შესვლა ურჩევნიათ.

 

 

ალასანია ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პოლიტიკოსებს შორის, რომლებისთვისაც პრობლემის მოგვარების პროცესში პრიორიტეტი დილოგია. „მხარეებს შორის უნდობლობა არსებობს, ამიტომ თავდაპირველად ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ მართლაც დაინტერესებულები ვართ ისე განვამტკიცოთ ჩვენს შორის კავშირები, რომ არ შევქმნათ ახალი კონფლიქტები, უნდა აღვადგინოთ ნდობა და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პოლიტიკური სტატუსის განხილვას“.

 

 

ორიგინალი

 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...