planetanews Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/eurasianet-logo.jpg გიორგი ლომსაძე მართლაც გახდა საქართველო ვაშინგტონის საწყალი ნათესავი, რომელიც საათობით იცდის თეთრი სახლის მისაღებში, ვიდრე შიგნით წვეულებაა? ჟურნალ TIME-ის რეპორტიორი The Huffington Post-ში ასეთ დასკვნამდე მიდის და იმაზე მიანიშნებს, რომ ობამა და სხვა დასავლელი ლიდერები სააკაშვილის მოახლოებისას მობოდიშებით საათს უცქერენ და რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე გარბიან რუსეთთან ბირთვულ საკითხებზე თანამშრომლობით დაკავებული ვაშინგტონი, ასო „ს“-ს (“G” Georgia – საქართველო) წარმოთქმას სულ უფრო მეტად გაურბის, ხოლო თუკი ის ამას აკეთებს, კონტექსტი ყოველთვის ისეთი არ არის, როგორსაც თბილისი ისურვებდა. მაგალითად 10 მაისს, ობამამ ღიად განაცხადა, რომ საქართველო აღარ წარმოადგენს „დაბრკოლებას“ აშშ-რუსეთის ბირთვულ თანამშრომლობაზე შეთანხმებისთვის. ისეთი ძველი მეგობრები, როგორებიც არიან სენატორი ჯონ მაკკეინი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ახლახანს საქართველოს თემის წამოწევას შეეცადნენ, მაგრამ იმ ცუდი მგლისგან ან დათვისგან დაცვის საუკეთესო საშუალებად, რომელიც საქართველოს სახლთან დათარეშობს, სწორედ თეთრი სახლი მიიჩნევა. თეთრი სახლი კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ განცხადებებს აქვეყნებს, თუმცა ბევრი ქართველისთვის ეს იგივეა, რაც Facebook-ის მეგობრის ფოტოზე კომენტარის მიწერა, მასთან მოსალხენად შეხვედრის ნაცვლად. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts