Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

გია ნოდიას წერილი

 

30 მაისის მუნიციპალურ არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა და ამ დროს დისკუსიების მთავარ თემად საქართველოში რელიგიური ექსტრემიზმი იქცა

 

და ამას ნამდვილად აქვს გარკვეული ლოგიკა. აღარავინ იწუხებს თავს შეკითხვით, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, რადგან ცხადია რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს და მისი გამარჯვება საზოგადოების რეალური განწყობის ამსახველი გახდება. საინტერესო კითხვა ერთია – მოხდება თუ არა არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე სახის არეულობა – დიდი ან მცირე მასშტაბის.

 

სხვა რომ არაფერი, ზოგიერთმა რადიკალურმა პოლიტიკურმა ფიგურამ (ძირითადად იმ ბანაკიდან, ვინც სულ უფრო რეგულარულად დადის მოსკოვში და ვინც ე.წ. ”ეროვნულ საბჭოშია” გაერთიანებული) პირობა დადო, რომ ”(ახალ) ბიშკეკს გამართავს”, რაც იმას გულისხმობს რომ გაიმეორებენ ისეთ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, რომელთა მსგავსიც გასულ თვეს ყირგიზეთის პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის დამხობით დასრულდა.

 

როგორ მოახერხებენ ისინი ამას? ელექტორატის დიდი მასის დარწმუნება იმაში რომ არჩევნები გაყალბდება ძალიან რთულია. მთავრობის წაქეზება ისე, რომ მათ რაიმე სისულელე გააკეთონ თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ხელისუფლებამ წარსული შეცდომებისგან მართლა მიიღო გამოცდილება. მაგალითად ის რომ 6 მაისი წმინდა გიორგის ხსენების დღე რომელსაც საქართველოში ეთაყვანებიან, პოლიციის დღედ გამოაცხადეს და გრანდიოზული აღლუმი ჩაატარეს, უკვე მცირე მასშტაბის სისულელე იყო.

 

რადიკალებმა საპროტესტოდ თავისი მხარდამჭერების მობილიზება სცადეს, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ პატარა შეტაკებებისა და ქვების სროლის პროვოცირება მოახერხეს, ხალხი მასობრივად ქუჩაში არ გამოვიდა. ერთ-ერთმა რადიკალურმა ლიდერმა გოგა ხაინდრავამ ხმამაღლა განაცხადა რომ ”თბილისელებმა ჩაისვარეს” და დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდა.

 

ეკლესიისკენ შემობრუნება

 

 

როდესაც პოლიტიკა რელიგიას გადაკვეთს, ხალხის ემოციების მობილიზების შანსი უფრო დიდია. ბევრ ქვეყანაში, რომელსაც მოდერნიზაციის სწრაფი ტემპები აქვს და ამას დასავლური კულტურის ინტერვენციაც ემატება, მსგავს პროცესებს ტრადიციების დაცვისა და განსაკუთრებით რელიგიური ტრადიციების დაცვის სახელით უკურეაქცია მოჰყვა. პოლიტიკოსები ყველგან ცდილობენ ეს მისწრაფებები თავის სასარგებლოდ გამოიყენონ, საქართველოში ამ მხრივ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სააკაშვილის რეჟიმი ამ კონტექსტში თავის მოწყვლადობას გრძნობს და ყველა ძალას მიმართავს, რათა ეკლესიისადმი რომელსაც გულუხვად აფინანსებენ, თავისი ლოიალობა დაადასტუროს.

 

გარდა ამისა, ხელისუფლება თვალს ხუჭავს ისეთი ჯგუფების ექსტრემისტულ ქმედებებზე, რომელთაც ეკლესიასთან კავშირები აქვთ. ასეთია მაგალითად მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, რომელიც ორჯერ გაექცა პასუხისმგებლობას მაშინ, როდესაც ჰელოუინის აღნიშვნის მოსურნე ახალგაზრდები სასტიკად დაარბია. ჰელოუინს მმკ სატანისტურ რიტუალად მიიჩნევს.

 

შედეგად კი ბოლო ორი წლის განმავლობაში რელიგიური ექსტრემიზმი გაძლიერდა. ამის გამო ლიბერალები ხელისუფლებას აკრიტიკებენ, მაგრამ მთავრობამ ცივად განსაჯა – ლიბერალებს წასასვლელი არსად აქვთ, ხოლო ეკლესიასთან უსიამოვნებები სახიფათოა.

 

ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა საქმოსანმა მალხაზ გულაშვილმა (ეს ის კაცია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მალევე შეხვდა) ამ ტენდენციის მეშვეობით პოლიტიკური კაპიტალის მოხვეჭა გადაწყვიტა. ორი თვის წინ მან სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა დააფუძნა. მასში რამდენიმე ცნობილი ადამიანი შედის (სააკაშვილისადმი განსაკუთრებულად მტრულად განწყობილი ადამიანების ჯგუფი), მაგრამ მისი წევრების უმეტესობა და მთავარი მამოძრავებელი ძალა ახალგაზრდები არიან.

 

კავშირის პირველი აქციის საბაბად მანამდე უცნობი ახალგაზრდა მწერლის, ერეკლე დეისაძის წიგნი ”საიდუმლო სირობა” იქცა.

 

წიგნის პრეზენტაცია თბილისში, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში შედგა, ეს უნივერსიტეტი კი პრო-დასავლური, პრო-სამთავრობო ლიბერალების ბუდედ ითვლება. პირველად გულაშვილის კავშირმა უნივერსიტეტის მთავარ შენობასთან გამართა პროტესტი და რექტორის გადადგომა მოითხოვა. მათ კამპუსში ასევე ითხოვეს მართლმადიდებლური ეკლესიის გახსნაც.

 

ტაქტიკური შეცდომა

 

 

საპროტესტო გამოსვლამ პრატქიკულად შეუმჩნევლად ჩაიარა – სხვა თუ არაფერი ხალხი საპროტესტო გამოსვლებს მუდმივად აწყობს, მაგრამ მოვლენებმა დრამატული სახე მეორე დღეს, 6 მაისს მიიღო, როდესაც სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების პატარა ჯგუფი ბანერებით ხელში გამოხატვის თავისუფლების დასაცავად გამოვიდა. გულაშვილის აქტივისტები ”ლიბერასტებს” (ასე უწოდებს ოპონენტებს გულაშვილი) თავს დაესხნენ. პოლიცია პროცესებს თვალს ადევნებდა, მაგრამ არ ერეოდა.

 

7 მაისს ტელეკომპანია ”კავკასიამ” ორივე მხარე პირდაპირ ეთერში დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. გულაშვილის ბანაკმა დიდი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, ძალით შეიჭრა სტუდიაში და ჟურნალისტებს სცემა, მათ შორის ტლეკომპანიის მთავარ წამყვანს დავით აქუბარდიასაც. თავის დაუსჯელობაში დარწმუნებულები, ისინი არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციასაც დაუპირისპირდნენ, არადა „კავკასიაც“ და აქუბრადიაც ოპოზიციის რუპორები არიან.

 

8 აქტივისტი დააპატიმრეს, ერთი მათგანი მოგვიანებით გაათავისუფლეს. დანარჩენი 7 სასამართლო პროცესს ელოდება. არც ერთ ასე თუ ისე მნიშვნელოვან პოლიტიკოსს მათი გათავისუფლების მოთხოვნით არ უშუამდგომლია. რაც შეეხება გულაშვილს – მან ჯერ გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობდა რომ მის ვაჟს გაუპატიურებით დაემუქრნენ და მერე ცხინვალში გაიქცა, თუმცა დაპატიმრებით არავინ დამუქრებია.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მემარჯვენე ექსტრემისტებმა მარცხი განიცადეს, მაგრამ პრობლემა არსად გამქრალა.

 

ისევ აღმოსავლეთ-დასავლეთის დაპირისპირება?

 

 

როგორია ძალთა ბალანსი საქართველოში ლიბერალ-მოდერნიზატორებსა და იმ ანტი-დასავლელ კონსერვატორებს შორის, რომელთაც მართლმადიდებლური ღირებულებების დაცვა სურთ? აქვს რელიგიურ ექსტრემიზმს სერიოზული არეულობის პროვოცირების რაიმე შანსი? რამდენად შორს აპირებს ხელისუფლება ეკლესიასა და რელიგიურ ლობისთან დათმობებზე წასვლას? მაგალითად, როგორ მოახდენენ ისინი რეაგირებას პატრიარქის მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც მიღებულ უნდა იქნას საკანონმდებლო ცვლილებები, რათა მორწმუნეები დაცულები იყვნენ მათი რწმენის ნებისმიერი სახით შეურაცხყოფისაგან. ასეთი ცვლილებებით აიკრძალებოდა დეისაძის მსგავსი წიგნების გამოცემა.

 

ყველა არსებულ დემოკრატიულ ქვეყანას გადაუტანია ამ პრობლემასთან დაპირისპირება და პროცესი არასდროს ყოფილა მსუბუქი, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში პრობლემას დამატებითი, გეოპოლიტიკური განზომილებაც ეძლევა. ანტი-დასავლური განწყობა საქართველოში რეალურად პრო-რუსული სიმპათიების სინონიმია, ამიტომ საქართველოში ბევრი ორთოდოქსალური ჯგუფების გააქტიურებას უფრო დიდი ამოცანის, პრო-რუსული პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ნაწილად მიიჩნევს.

 

რუსი კომენტატორი მაქსიმ შევჩენკო, რომელიც ცნობილია თავისი იმპერიალისტური აზროვნებით, დემონსტრატიულად მიემხრო გულაშვილს. მან განაცხადა, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საქმე და რუსეთს, უკრაინის მართლმადიდებლებსა და მუსლიმებსაც კი, მათ ”ვისთვისაც ქალწული მარიამი და ქრისტე მნიშვნელოვანია ამ საკითხის სერიოზული შესწავლა და საკუთარი აზრის გამოთქმა” მოსთხოვა. ჩვენ უკვე ვიცით, როგორ ”გამოხატავს თავის აზრს” გულაშვილის რაზმი. ამ ყველაფერს ორთოდოქსალურ-მუსლიმური ჯიჰადის სუნი ასდის, ჯიჰადის რომელიც მიმართულია ყველასკენ, ვინც დასავლეთსა და მის ”მარიონეტს” სააკაშვილს მიემხრობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიშკეკიზაციის მქადაგებელი ნოღაიდელი ყველანაირად ეცდება გაპონის როლი შეასრულოს.

 

ხომ ვიცით, რომ ამ ხელისუფლების მსახურებს ხელი არ აუკანკალდებათ არც ბავშვების დახოცვაზე, ოღონდ ერთი თეთრი ან ერთი ტაბურეტკა არ გააგდებინოს ვინმემ ხელიდან.

 

ეს სტატია ისევ წყალს ასხამს საზოგადოების პოლარიზაციაზე. ისეა წარმოსახული, თითქოს ხელისუფლებაზე არაფერია დამოკიდებული და უბრალოდ პოლიტიკური პროცესი თავისთავად უცხო ძალების სპეცსამსახურების ზეგავლენით მიდის დაპირისპირებისკენ და ბოლოს ხელისუფლებას "აიძულებს" ძალა გამოიყენოს.

 

მმკ-ლიბერასტების დაპირისპირების სცენარი უფრო ადრე ბასილი მკალავიშვილის მრევლის დაწიოკების სახით განვთარდა. არ შეეძლო ხელისუფლებას, მხოლოდ კონკრეტული 1-2 პირი, რომელმაც ძალა იხმარა, ისინი აეყვანა და მთელი მრევლი არ გაემწარებინა?

 

ახლა ვითომ თვალებს ხუჭავს, რომ მრევლი არ გააღიზიანოს? როდის იყო, ხელისუფლება ანგარიშს უწევდა საზოგადოებრივ აზრს? სპეციალურად მიყავს საქმე მწვავე დაპირისპირებამდე, რათა ამ დაპირისპირებაში როგორმე ჩაითრიოს შედარებით ჯანსაღი ძალები ორივე მხრიდან, ერთმანეთს დაატაკოს სამკვდრო-სასიცოცხლოდ

 

ყველა ნორმალური პოლიტიკოსის და მოქალაქის ვალია, როგორმე ავუხსნათ ეს რაც შეიძლება მეტ ადამიანს.

 

ვისაც ძალადობის გზით სურს სიარული, გადაბრძანდეს იატაკქვეშეთში, შემოიკრას შახიდის ქამარი და იქ გამოჩნდება, რისი ტ აქვს. არ გამიგია ავტორიტარულ სახელმწიფოში ხელისუფლების ძალადობით დამხობის საჯარო ქადაგება, თუ თავად ხელისუფლების ხელდასმული პროვოკატორი არაა

Edited by Pompiero
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ გახდება

რომელიმე პოლიტიკური ძალის ან ფიგურების დასაყრდენი,

სხვათა შორის გრეჩო ცდილობდა ამას ძალიან უნიჭოდ, მითუმეტეს ისეთი არაპოპულარული ტიპი როგორიც გულაშვილია ამას ვერ შეძლებს და ვერც ნოღა :)

 

ნუ გეშინიათ :)

 

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესია აქვს ერთი ამოცანა

და მიზანი-ეს არის სულის გადარჩენა :)

კი ბატონო, არიან ცუდი და გაუნათლებელი და უღირსი სასულიერო პირებიც

მაგრამ ეს ეკლესიის არსს და დანიშნულებას არ ცვლის

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს უსმინეთ პატრიარქის ქადაგებას?

"ბედნიერია ადამიანი რომელსაც აქვს სულიწმინდის მადლი,

ის მისი წყალობით ბევრ შეეურაცხყოფას მოითმენს და შექებაც

ეიფორიაში არ ჩააგდებს"

ანუ არც შექებამ და არც ძაგებამ არ უნდა დააზიანოს ადამიანის სულიერი

სიმშვიდე-ესაა ის მდგომარეობა რომელსაც ესწრაფვის მართლმადიდებელი

და ამ მდგომარეობას ვერანაირი ფული და ძალაუფლება ვერ შეედრება

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხო გაგებაში არ არის ეს ნოდია არაფრის. იმენნა არაფრის..

 

სააკაშვილის რეჟიმის პროვოცირებული იყო და არის ამ ეკლესიის გარშემო ხმაური ყოველთვის და კავკასიის ეთერში მათ შორის..

 

აქუბარდია შუსუსუ-ზე მუშაობს თავის დღე და მოსწრება ..

 

არანაირი ცალკე აღებული ბუა რუსეთი არ არსებობს, რადგან დღევანდელი რუსეთი იმართება აშშ-ის მიერ და თუ საფრთხეებზეა საუბარი ეს საფრთხეც შესაბამისად ვაშინგტონიდან მოდის, რომელსაც რუსეთი ნაჯახივით უჭირავს ხელში..

 

იდიოტები გონიათ მაგ ლეღვებს ხალხი ბლიად.. ხტთფუ ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ გახდება

რომელიმე პოლიტიკური ძალის ან ფიგურების დასაყრდენი

ყოველთვის იყო და ახლა რა შეიცვალა? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყოველთვის იყო და ახლა რა შეიცვალა? :)

შენ ზედმიწევით იცი საქ. მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია ხო? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ ზედმიწევით იცი საქ. მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია ხო? :)

რუის-ურბნისი, კომუნისტებთან, იოსელიანის ბანდასთან თანამშრომლობა არაა საკმარისი? სამ, არსით სრულიად განსხვავებულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ და არაა საკმარისი ეს მაგალითები? ისე თქვენ რომ გგონიათ ვითომ ახლა უპირისპირდებიან ხელისუფლებას, მაგაშიც ცდებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუის-ურბნისი, კომუნისტებთან, იოსელიანის ბანდასთან თანამშრომლობა არაა საკმარისი? სამ, არსით სრულიად განსხვავებულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ და არაა საკმარისი ეს მაგალითები? ისე თქვენ რომ გგონიათ ვითომ ახლა უპირისპირდებიან ხელისუფლებას, მაგაშიც ცდებით.

საქ. მართლმადიდებლური ეკლესია ლოიალურია ხელისუფლების

მიმართ, სწორად ეს ლოიალურობაა ის რაც მას არ აქცევს რომელიმე პოლიტიკური ძალის ინსტრიმუნეტად,

ეკლესია ვალდებულია ლოცვებში მოიხსენიოს ქვეყნის მთავრობა და მხედრობა,

დალოცოს ჯარი ომის წინ,

კომუნისტების დროს ეკლესიის თანამშრომლობის რაიმე დოკუმენტები კომ. ხელისუფლებასთან არ არსებობს,

ეკლესია კომუნისტების პერიოდში განიცდიდა სასტიკ დევნას,

დაიხვრიტა უამრავი სასულიერო პირი და დაინგრა ეკლესიები,

ზოგიერთი გადაკეთდა სხვადასხვა დაწესებულებად, ხალხი ეკლესიაში შესვლისთვის იდევნებოდა,

ეკლესიას ასევე არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ზვიად გამსახურდიას დამხობაში

 

 

ზვიად გამსახურდია ჩამოგდების შემდეგ, დიახაც, ილია მეორეს კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ე. შევარდნაძესთან,

დიახაც, მაგრამ ეკლესია მოქ კავშირისა და ედუარდის ინსტრუმენტი არ ყოფილა,

ეკლესია არ ერეოდა პოლიტიკური პარტიების ჭიდილში

 

ეკლესია არ შედის არსებულ ხელისუფლებასთან კონფრონტაციაში

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭკვიანი ჯოთვერანია

ჭკვიანი რომ ყოფილიყო საკუთარ თავს არ გამოუტანდა განაჩენს.. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და კიდევ ერთი, როდესაც ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხია

ეკლესია არ რჩება გულგრილი ქვეყანაში არსებული მოვლენების

მიმართ

 

 

და არა იმიტომ რომ მას რაიმე პოლიტიკური ამბიციები გააჩნია,

მაშინ დამისახელეთ საპატრიარქოს მიერ დანიშნული პრეზიდენტები ან მინისტრები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გია ნოდია უტვინო/იდიოტი მედროვე ჯოთვერანია მხოლოდ და პრაშმადოვკა http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

 

იაფფასიანი ბოზი ანუ http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გია ნოდია უტვინო/იდიოტი მედროვე ჯოთვერანია მხოლოდ და პრაშმადოვკა http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

 

იაფფასიანი ბოზი ანუ http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ჩემის აზრით მედროვე სწორი შესატყვისია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

ეკლესიის რესურსს სხვანაირად იყენებენ და რომ იყენებენ ეს ჩემთვის ფაქტია.. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილით მანიპულირება, ამ საზოგადოების თუნდაც აპოლიტიკურობის გამო სწორედ ეკლესიის მეშვეობით ხდება შესაძლებელი და სააკაშვილის რეჟიმი ამ რესურს ცალსახად იყენებს..

 

პრინციპში ეკლესია რომ სახელმწიფოსთან თანამშრომლობს ამაში ცუდი არაფერია. ცუდი ის არის, რომ სახელმწიფო მართვის სადავეები ანტისახელმწიფოებრივ ხროვას აქვს ხელში და შესაბამისად ეკლესიის მეშვეობით საზოგადოების მნიშვნეოვანი ნაწილით მანიპულირება, ისევ ეკლესიას და ხალხს/ქვეყანას უბრუნდება ცუდათ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...