lasha_alo Posted May 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2010 ფრანც მარტინესი http://foreignpress.ge/?p=13070#more-13070უამრავი პრობლემის მიუხედავად, ირაკლი ალასანია მაინც გვმასპინძლობს. ის ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომელსაც როგორც ბანკირები, ასევე ტაქსის მძღოლები დადებითად მოიხსენიებენ 35 წლის ირაკლი ალასანია თბილისის (საქართველო) მერის პოსტზე ოპოზიციური კოალიციის კანდიდატია. ამ არჩევნებმა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილთან მისი დაპირისპირების შესაძლებლობები უნდა გამოავლინოს. „ჩვენ თბილისის მაგალითზე იმის დემონსტრირება გვსურს, რომ საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიული ცვლა შესაძლებელია. საქართველო სულ უფრო ავტოკრატიული ხდება, პრეზიდენტის ხელში ზედმეტად დიდი ძალაუფლებაა თავმოყრილი“ – გვიხსნის იგი. 30 მაისს 64 მუნიციპალური საბჭო უნდა აირჩეს, მთელი ყურადღება კი თბილისისკენაა მიმართული, სადაც მერს პირველად ირჩევენ. „გარკვეული პროგრესი მიღწეულ იქნა, მაგალითად კორუფციის დონის შემცირებაში, მაგრამ ძალაუფლების კონსოლიდაციით შეპყრობილმა პრეზიდენტმა დაასუსტა ინსტიტუტები, რაც ქვეყნის განვითარებაზე აისახა“. „ჩემი პრიორიტეტია ხალხის ნდობის აღდგენა. მოსახლეობაში ბოლო წლების მოვლენებმა ერთგვარი ნიჰილიზმი დათესა, ისინი არ ენდობიან პოლიტიკურ სისტემას და არა აქვთ არჩევნებით სიტუაციის გაუმჯობესებას იმედი. ჩვენ ისეთი პრობლემები უნდა მოვაგვაროთ, როგორებიცაა უმუშევრობა და თბილისში დაურეგულირებელი მშენებლობების საკითხი, ასევე უნდა გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის სისტემა“ – ამბობს იგი. დიალოგზე გათვლა საქართველოს ყოფილი ელჩი გაერო-ში რუსეთთან მოლაპარაკებების განახლების მომხრეა: „რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მზარდი ანტაგონიზმი ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება და ევროპულ ორგანიზაციებში ჩვენი ინტეგრაციის პროცესს აუარესებს“. ის დასძენს – „ჩვენ დიალოგისკენ მივისწრაფვით, მაგრამ არა ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოების ხარჯზე. იმავდროულად მე მესმის, რომ მეორე მხარესთან დალაპარაკების გარეშე რუსეთის არმიის გაყვანას ვერ მივაღწევთ. როგორც ყოფილ დიპლომატს მე მჯერა დიალოგის და მოლაპარაკებების. ეს იოლი არ იქნება და დროა საჭირო, თუმცა სხვა გამოსავალი არ არსებობს. რუსეთთან საუბრის გარეშე ჩვენ ვერ განვვითარდებთ ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად“. ირაკლი ალასანია, რომელსაც პატივს სცემენ როგორც სოხუმში ასევე ცხინვალში, მამია ალასანიას შვილია, აფხაზეთში ქართველების წარმომადგენლის, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბრის შეტევის დროს მოკლეს. ამ დღეს შევარდნაძემ სოხუმი ექსტრემალურ ვითარებაში ვერტმფრენით დატოვა. „მომხდარში ორივე ერი დამნაშავეა, როგორც ქართველები ასევე აფხაზები. ეს ქართული მხარის დიდი პოლიტიკური და სამხედრო შეცდომა იყო, მაგრამ ქართულ მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმები და პროვოკაციები, სიტუაციის გამოსწორებას ხელს არ უწყობდა“ – იხსენებს ალასანია. არ არსებობს პრობლემის სამხედრო გადაწყვეტა „მას შემდეგ ჩვენ პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის ბევრი შესაძლებლობა გაგვაჩნდა, მაგრამ ყველა ხელიდან გავუშვით. ჩვენ იგივე შეცდომას ვეღარ დავუშვებთ, რადგან ორივე მხარის მომავალი თანაცხოვრებაშია“ – ის ამბობს, რომ 2005 წელს სოხუმის „დე-ფაქტო“ მთავრობასთან პირდაპირი დიალოგის აღდგენა მოხერხდა. „როგორც ეს 2008 წლის სამხედრო მოქმედებებმა ცხადყო, კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტას პერსპექტივა არა აქვს. მე ხშირად ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებთან და ვიცი, რომ მათ რუსეთის ოკუპაციას, საქართველოსთან ერთად ევროპულ სახლში შესვლა ურჩევნიათ. ალასანია ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პოლიტიკოსებს შორის, რომლებისთვისაც პრობლემის მოგვარების პროცესში პრიორიტეტი დილოგია. „მხარეებს შორის უნდობლობა არსებობს, ამიტომ თავდაპირველად ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ მართლაც დაინტერესებულები ვართ ისე განვამტკიცოთ ჩვენს შორის კავშირები, რომ არ შევქმნათ ახალი კონფლიქტები, უნდა აღვადგინოთ ნდობა და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პოლიტიკური სტატუსის განხილვას“.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pompiero Posted May 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2010 (edited) საერთოდ დიპლომატიური, არაძალადობრივი, ტაქტიანი, კულტურული და ა.შ. ქცევის ანბანის ცოდნა და განთლება ძალიან აკლია ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს. არ აწყენდათ სისტემატური კომუნიკაციური ტრეინინგები ეს აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა ფსიქოლოგები დავეხმარებოდით, მაგრამ ჯერჯერობით უკადრისობენ Edited May 25, 2010 by Pompiero Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2010 Pompiero საერთოდ დიპლომატიური, არაძალადობრივი, ტაქტიანი, კულტურული და ა.შ. ქცევის ანბანის ცოდნა და განთლება ძალიან აკლია ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს. არ აწყენდათ სისტემატური კომუნიკაციური ტრეინინგები ეს აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა ფსიქოლოგები დავეხმარებოდით, მაგრამ ჯერჯერობით უკადრისობენони сами с усами Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2010 (edited) ალასანია ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პოლიტიკოსებს შორის, რომლებისთვისაც პრობლემის მოგვარების პროცესში პრიორიტეტი დილოგია. „მხარეებს შორის უნდობლობა არსებობს, ამიტომ თავდაპირველად ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ მართლაც დაინტერესებულები ვართ ისე განვამტკიცოთ ჩვენს შორის კავშირები, რომ არ შევქმნათ ახალი კონფლიქტები, უნდა აღვადგინოთ ნდობა და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პოლიტიკური სტატუსის განხილვას“..ა კაცი ჩემს გულში ზის,დიდი ხანია მივედი იმ დასკვნამდე რომ არანაირ სტატუსზე არ შეიძლებასაუბარი აფხაზებთან და ოსებთან სანამ ნდობა არ აღდგება,თუმცა დიალოგის გარდა არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანიბერკეტი, ეკონომიკა+განათლებასა და ჯანდაცვაში პრივილიგები,კარგი იქნება თუკი სახ. უნივერსიტეტში იქნება მათთვის ცალკე კათედრა Edited May 25, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted May 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2010 Siknadmo საუბარი აფხაზებთან და ოსებთან სანამ ნდობა არ აღდგება,როგორ უნდა აღდგეს ნდობა თუ რუსები ელემენტარულად შეხვედრის და ლაპარაკის საშუალებას არ გვაძლევენ Siknadmo თუმცა დიალოგის გარდა არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანიბერკეტი, ეკონომიკაროგორ წარმოგიდგენია ეკონომიკის და ბიზნესის კეთება აფხაზეთში თუ გულისხმობ ჩვენთან ეკონომიკის განვითარებას და შემდეგ როცა მიმზიდველები გავხდებით შემოგვიერთდებიან Siknadmo განათლებასა და ჯანდაცვაში პრივილიგები,რაღა პრივილეგიები უნდათ სააკაშვილმა ვიცე პრეზიდენტის პოსტი შესთავაზა პარლამენტის გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება მეტი რა უნდათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2010 http://www.elmundo.es/elmundo/2010/05/21/i...1274469080.html სწორადაა გადათარგმნილი, იგრიალეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.